მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 11:27

26. In journeyings often, in perils of waters, in perils of robbers, in perils by mine own countrymen, in perils by the heathen, in perils in the city, in perils in the wilderness, in perils in the sea, in perils among false brethren;27. In weariness and painfulness, in watchings often, in hunger and thirst, in fastings often, in cold and nakedness.28. Beside those things that are without, that which cometh upon me daily, the care of all the churches.
2 Corinthians თავი 11
27. In weariness and painfulness, in watchings often, in hunger and thirst, in fastings often, in cold and nakedness.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შურომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშულოებითა (11,27).:

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ჭირთა შრომანი და შრომათა მოციქულისათა ჭირნი ეცვალებიან, რამეთუ ჭირ არს შემთხუევაჲ განსაცდელთა სხუათა მიერთაჲ, ხოლო შრომა — თჳთ თავით თჳსით მოღუაწებითა განკაფაჲ ჴორცთა თჳსთაჲ; რამეთუ, ოდეს აქუნ, იმარხავნ ქონებულისაგან, ხოლო ოდეს არა აქუნ, შიინ ნაკლულევანებისაგან, შიშუელ არნ და უსართულო, შეწუვულ სიცხითა დღისაჲთა და განყინულ ნეფხვითა ღამისაჲთა, და ამას ყოველსა შინა არა ხოლო მოთმინე და თავსმდებელ, არამედ მხიარულებით მმადლობელცა არნ, რამეთუ ყოვლისავე შემთხუევისა ძჳრთაჲსა თავს-დებად მარადის განმზადებულ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ ამას იტყჳს, თუ რაოდენნი ჭირნი თავს-ისხნა, ხოლო ამას დაიდუმებს, თუ რაოდენ ბევრ იყვნეს ნამუშაკევნი იგი ღუაწლთა მისთანი, რომელნი მან მოიყვანნა სარწმუნოებად ქრისტესსა.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მიწიერი უპატიოება და ზეციური დიდება:

...აოცარ და კეთილ ბერძნულსაც კი არად აგდებენ, მითუმეტეს — ებრაელთა ენას. კაცი, რომელიც ხშირად შიმშილში ცხოვრობდა და მშივრად დაიძინებდა; შიშველი კაცი, რომელსაც არც კი ჰქონდა, რა გადაეფარებინა. „ყინელითა და შიშლოებითა“, — ამბობს ()4. და მხოლოდ ეს არ იყო, არამედ ბორკილებშიც იმყოფებოდა; რამეთუ ავაზაკებთან, გრძნეულებთან, სამარის მთხრელებთან და კაცისმკვლელებთან ერთად, თვით მისი ბრძანებით, ჩაგდებული იყო და იგვემებოდა ვითარცა ბოროტმოქმედი, რასაც თვითონაც ამბობს.

მაშ, ვინ უფრო ბრწყინვალე იყო? განა ერთი მხრივ მისი სახელიც კი არ იცის ბევრმა, ხოლო ამას კი — და ბერძნებიც, და ბარბაროსებიც, და სკვითებიც, და მსოფლიოს შორეულ კიდეებში მცხოვრებნიც, ყოველდღიურად არ უგალობენ? მაგრამ ჯერ ახლანდელს ნუ შევეხებით, არა...

სრულად ნახვა