მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 12:17

16. But be it so, I did not burden you: nevertheless, being crafty, I caught you with guile.17. Did I make a gain of you by any of them whom I sent unto you?18. I desired Titus, and with him I sent a brother. Did Titus make a gain of you? walked we not in the same spirit? walked we not in the same steps?
2 Corinthians თავი 12
17. Did I make a gain of you by any of them whom I sent unto you?
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ, რამეთუ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ. ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-რაჲმე-გაანგაჰრე თქუენ? (12,16-17).:

თარგმანი: კითხვისსახედ ეტყჳს მათ სიტყუათა ამათ და თჳთ მათვე მოწამედ იჴუმევს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუას ვინმე, ნუუკუე დაღაცათუ მე თჳთ არაჲ მოვიღე თქუენგან მეცნიერებით; ესე იგი არს, ღონისძიებით რაჲმე ვზაკუე, რაჲთა სხუათა ჩემ მიერ მოვლინებულთა ბირებითა მოგიყვანნე თქუენ მოცემად რაჲსმე, ვითარმცა მათსა პირსა ზედა მოცემულსა მე ვიჴუმევდი. აწ უკუე, თქუენვე თქუთ, არა ჩემთავე კუალთა შეუდგაა ამის პირისათჳს, ვინცა-იგი იყო ჩემ მიერ მივლინებული თქუენდა, ანუ მო-რაჲმე-იანგაჰრაა თქუენგან? (რამეთუ ანგაჰრებად და მოხუეჭად შეირაცხების არა ნებსითითა გულსმოდგინებითა მოცემული, არამედ იმულებითითა თხოვითა მოღებული რაჲცა). ნამდჳლვე დიდ შესმენა მათდა იყო ესე, უკუეთუ პავლეს და მოწაფეთა მისთა საზრდელი იმულებითად და არა ნებსითად მათდა შეერაცხა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის