თარგმანი: აღმადგინებელად იესუჲსსა უწოდს მამასა ჴორცთა მათთჳს კაცობრივთა, რომელნი აღადგინნა ღმრთეებამან; რამეთუ ღმრთეებითი მოქმედებაჲ ყოველივე ერთ არს მამისა და მისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო იესუჲს აღმადგინებელად ჩუენდა ჴორცთა მათთჳს, რომელნი ჩუენგან შეისხნა და რომელთა ვნებითა და სიკუდილითა მოჰმადლა ბუნებასა ჩუენსა აღდგომადი და მის თანა ამაღლებაჲ ზეცად, ვინაჲ-იგი კუალად მომავალ არს ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა, საყჳრისა მიერ ჴმობითა აღდგინებად მკუდართა და წარდგინებად წინაშე საყდართა თჳსთა, რომლისათჳს აწ მოციქული იტყჳს: "აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა"; მოძღუარნი მოწაფეთა და უფალნი მონათა თანა, რაჲთა უეჭუელ ყოს სასოებაჲ აღდგომისა და განშჯისა, და კაცად-კაცადისა მიგებისაჲ საქმეთა თჳსთაებრ.
2 Corinthians 4:14
ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა
ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა და საცხოვნებელს, და ვხმობ:
ქრისტე აღდგა!
ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.
ქრისტე აღდგა!
მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.
ქრისტე აღდგა!
გამოისყიდა. უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო.
„რაჲ არს...
...იცოცხლებს თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (1 კორ. 15, 20, 35-42,47), „რადგან ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოს მიერ“ ().
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც დაშთენილნია ქრისტეს გარეშე. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა“„...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რომ მოვიპოვოთ სულის ცხონება.
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს:
ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პირო...