მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცისჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან (4,7).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდებულებაჲ მადლისაჲ მის საანჯმნო ყო, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: თავსა თჳსსა ღირსებით შემწყნარებელ ჰყოფს მისსა, ამისთჳს ამასცა ღმრთისა აღიყვანებს, ვითარმედ მისი საქმე არს გარდარეული ესე ძლიერებაჲ, რომელმან შემძლებელ ყვნა კეცის ჭურნი ესე — მიწისა ჴორცნი ჩუენნი — დამტევნელ-ყოფად დიდებულებისა მადლთაჲსა, ვინაჲცა მისსა ყოვლად ძლიერებასა თანა ესოდენსა ვწამებთ უძლურებასა ჩუენსა, რაოდენ შეუტყუებელ არს ჭურჭელი კეცისაჲ მიმოსაღებელად ოქროჲსა.

მოციქულისაჲ: ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს (4,8).

თარგმანი: ესოდენ პატიოსნისა საფასისა ესოდენ უძლურითა გუამითა მიმოღებასა ესე უსაკჳრველეს არს, რამეთუ კეცისა ამას გუამსა მრავალი რაჲ ეკუეთების და მადლისა მიერ ღმრთისა, ჭირთა კუეთებასა ყოველსა ზეშთა ექმნების, არა ხოლო უვნებელად დაცვითა, არამედ შეუწუხებელადცა თავს-დებითა.

მოციქულისაჲ: წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს (4,8).

თარგმანი: რაჲთა წარწირულ? — არამედ ყოვლით კერძოჲთა ჭირითა, შინაგანთაგან და გარეშეთა; მეგობართა და მტერთა თჳსთა და მბრძოლთა. ამათ ყოველთა კუეთებასა და საჭიროთა საჴმართა ნაკლულევანებასა ესოდენ მძაფრიად მოუცავთ, რომელ სხუათაგან განწირულნი ჩუენ თჳთ არა განვსწირავთ თავთა ჩუენთა.

მოციქულისაჲ: დევნულღა თუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ (4,9).

თარგმანი: იდევნებოდეს კაცთაგან, არამედ არა დაიტევებოდეს ღმრთისაგან, რამეთუ ბრძოლისა ოდენ მიშუებაჲ იყო მათ ზედა და არა ძლეულებისაჲცა.

მოციქულისაჲ: და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ (4,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენცა დიდსა განსაცდელსა შთავრდომილ ვართ, ღმრთისა მადლითა არა წარწყმედულ ვართ.

მოციქულისაჲ: მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს (4,10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი სიკუდილსა და აღდგომასა იესუჲსსა ურწმუნოებდეს, ესე ჴორცთა ამათ ჩუენთა შინა თუალით ხილვითა დაირწმუნენ, რომელნი-ესე დღითი-დღე მოკუდებიან ურიცხუებითა ჭირთაჲთა, და მარადის ცხოველ არიან მადლითა უფლისათა, და მერმისა მის საუკუნოჲსა ყოველთა აღდგომასა ცხად ჰყოფენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ ჴორცთა ჩუენთა შინა გამოცხადნეს (4,11).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიმიშუებს ჩუენ ღმერთი შთავრდომად დღითი-დღედთა განსაცდელთა, რაჲთა მტკიცედ გამოცხადნეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე; რამეთუ რომელი-იგი ჩუენ, დღითი-დღე მომკუდართა, აღმადგინებს, უეჭუელ არს, ვითარმედ აღუდგინებიეს მას თავიცა თჳსი. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: ამისთჳს ჩუენ აქა სოფელსა ამას უწყალოდ სიკუდიდ მივსცემთ თავთა ჩუენთა დღითი-დღე, რაჲთა მერმესა მას მან თავადმან იჴსნნეს ჴორცნი ჩუენნი სიკუდილისაგან საუკუნოდ დაშჯისა, და ღირს ყოს მოკუდავებაჲ მათი უკუდავებასა საუკუნოჲსა ცხორებისა და სუფევისა თჳსისასა.

მოციქულისაჲ: ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ — თქუენ შორის (4,12).

თარგმანი: სიკუდილად უწესს თავს-დებასა ჭირთასა, ვითარმედ: უწყალოდ სიკუდიდ განცემაჲ ესე თავთა ჩუენთაჲ კადნიერებით ქადაგებისათჳს სახარებისა მომატყუებელ გექმნების თქუენ საუკუნოჲსა ცხორებისა, რაჲთა განისწავლნეთ რაჲ სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მან შეგიყვანნეს თქუენ ცხორებასა დაუსრულებელსა.

მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳს ვიტყჳთ (4,13).

თარგმანი: ზემო აღსაარებულად ქადაგა საიდუმლოჲ აღდგომისაჲ, ხოლო აქა სიმტკიცისათჳს სასოებისა შემოიღებს წამებად ას და მეათხუთმეტესა ფსალმუნსა, რომელი-იგი საუკუნოჲთა სასოებითა აღსავსემან დავით ესევითართავე ჭირთა ზედა-დართვასა შინა აღწერა, შემმატებელად სასოებისა ყოველთა ძჳრხილულთა. ხოლო ამან აწ იჴუმია, ვითარცა მისვე მეუფისა თანამბრძოლებითა ესევითართა ყოველთაგან განრომილმან.

მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა (4,14).

თარგმანი: აღმადგინებელად იესუჲსსა უწოდს მამასა ჴორცთა მათთჳს კაცობრივთა, რომელნი აღადგინნა ღმრთეებამან; რამეთუ ღმრთეებითი მოქმედებაჲ ყოველივე ერთ არს მამისა და მისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო იესუჲს აღმადგინებელად ჩუენდა ჴორცთა მათთჳს, რომელნი ჩუენგან შეისხნა და რომელთა ვნებითა და სიკუდილითა მოჰმადლა ბუნებასა ჩუენსა აღდგომადი და მის თანა ამაღლებაჲ ზეცად, ვინაჲ-იგი კუალად მომავალ არს ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა, საყჳრისა მიერ ჴმობითა აღდგინებად მკუდართა და წარდგინებად წინაშე საყდართა თჳსთა, რომლისათჳს აწ მოციქული იტყჳს: "აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა"; მოძღუარნი მოწაფეთა და უფალნი მონათა თანა, რაჲთა უეჭუელ ყოს სასოებაჲ აღდგომისა და განშჯისა, და კაცად-კაცადისა მიგებისაჲ საქმეთა თჳსთაებრ.

მოციქულისაჲ: ხოლო ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა (4,15).

თარგმანი: ამას ადგილსა განსწავლის, რაჲთა აღდგომისა და სხუათა ყოველთა კეთილთა მონიჭებისათჳს არცა ერთსა ვის კაცთაგანსა, არცა ცრუმოციქულ და მოძღუართა მათთაგანსა, არამედ მხოლოდ ღმერთსა ჰმადლობდენ, რომელსა-იგი არა ერთსა, არცა ზოგთა ვიეთმე ზედა შემოუწერიეს ნიჭი ესევითართა მადლთა მოღებისაჲ, არამედ ზოგად ყოველთა კაცთადა, რომელთაცა უნდეს, რაჲთა უმრავლესობასა თანა მიმღებელთასა შემოკრბეს მისსა უმრავლესობაჲცა მმადლობელთაჲ.

მოციქულისაჲ: ამისთჳს არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი-დღედ (4,16).

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა რაჟამს უწყოდის კაცმან, ვითარმედ ყოველივე მის ზედა მომავალი ღმრთისა მიერ უმჯობესისათჳს იქმნების და სამადლობელად ღმრთისა სრულ-იქმნების ამისთჳს არა ჯერ-არს მოწყინებაჲ ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევისაჲ. ხოლო გარეშედ კაცად უწოდს ჴორცთა, რომელნი განიხრწნებიან, იცემებოდინ რაჲ, იდევნებოდინ და შეიკრვოდინ. ხოლო შინაგანად კაცად — სულსა, რომელი-იგი ყუავის დღითი-დღედთა მიერ სასოებათა და მხიარულებათა, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ ღმრთისათჳს ევნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამატებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთჳს (4,17).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: მეყსა შინაჲ ესე სისუბუქე ჭირისა ჩუენისაჲ; რამეთუ ორითავე ამით სიტყჳთა მცირედ-ჟამეულობაჲ და სუბუქად თანა-წარმავალობაჲ ჭირთა ჩუენთაჲ დაგჳმტკიცა, რაჟამს არა კმა-იყო "მყისი", ვიდრე არა ზედა-დაჰრთო "სისუბუქე". და კუალად, არა კმა-იყო საზომად ქებისა მოლოდებადისა მისთჳს დიდებისა "გარდამატებული", ვიდრე არა ზედა-დაჰრთო "გარდარეული". ამისსა შემდგომად, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნაცვალად "დიდისა დიდებისა" ესრეთ თქუა, ვითარმედ: სიმძიმესა საუკუნოჲსა დიდებისასა შეიქმს ჩუენთჳს. ვინაჲცა შენ იხილე მოსაგებელთა აღმატებულებაჲ თჳთ მათვე სიტყუათა სამოციქულოთა თანა-შეტყუებითა ურთიერთას, რამეთუ მეყსეულსა შეუზღო საუკუნოჲ და სუბუქსა — მძიმე; ჭირსა —დიდებაჲ; და ამათ ყოველთაჲ თქუა გარდამატებულებაჲ გარდარეულებითურთ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი — საუკუნო (4,18).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ასწავებს კაცთა ღონესა ჭირთა სუბუქად შერაცხვისასა, რაჲთა არარად აღუჩნდებოდინ ხილულნი ესე წარმავალობისათჳს, არამედ ყოვლითურთ უხილავთა მათ კეთილთა შეამშჭუალონ გონებისა იგი ხედვაჲ სიმტკიცითა ამის სასოებისაჲთა, ვითარმედ ყოვლად წარუვალ არიან.

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით უქმნელი საუკუნოჲ ცათა შინა (5,1).

თარგმანი: ქუეყანისა სახლ არს აქაჲ ესე წუთ-ჟამისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე უთქუამს. ხოლო მე უფროჲსღა ჴორცთათჳს თქუმულად გულისჴმა-ვჰყოფ ქუეყანისა სახლსა, რამეთუ ჴორცნი არიან საყოფელ სულისა, რომელნი-იგი დაიჴსნებიან სიკუდილისა მიერ; რომელნი, უკუეთუ დაიჴსნენ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღშენებად მიც ჩუენ ღმრთისა მიერ სახლი ჴელით უქმნელი საუკუნოჲ ცათა შინა; რამეთუ "დაჴსნადობითა" — მოკუდავებასა, ხოლო "აღშენებადობითა" აღდგომასა და განახლებასა გუამთასა ქადაგებს და "საუკუნოდ ცათა შინაობითა" — ვითარმედ ყოვლად უშიშ არიან კუალად განხრწნისა და მიწად მიქცევისაგან, მაშინ აღდგომილნი იგი გუამნი, არამედ საუკუნოდ ჰგიან ცათა შინა, ესე იგი არს ზეშთა ყოვლისა ხრწნილებისა.

მეთოდისი: სახლ არს სოფელი ესე, ხოლო საყოფელ სულისა — ჴორცნი; რამეთუ სხუაჲ არს სახლი და სხუა - საყოფელი, რომელი არს სახლსა შინა, ესე იგი არს სოფელსა ამას შინა, და სხუა — სული ჩუენი, რომელი იყოფების სოფელსა შინა ჴორცთასა. ამისთჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სახლი (რომელ არს სოფელი ესე) საყოფელისა ამის ჩუენისაჲ (რომელ არიან ჴორცნი), უკუეთუ ესევითარი ესე წუთ-ჟამისა ცხორებაჲ დაირღუეს, თანა საყოფლითურთ, რომელ არიან ჴორცნი ესე განხრწნადნი, გუაქუს სახლი ჴველით უქმნელი, რომელ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, არღარა მოქენე ჴელით პყრობისა და მართებისა ჩუენისაჲ; რამეთუ აწ სოფელსა ამას ვმოქმედებთ ჴელითა და ვიპყრობთ გუამსა ჩუენსა, საზრდელითა, სასუმელითა და სამოსლითა, რამეთუ ამის ყოვლისა მოქენე ვართ ცხორებასა ამას შინა მყოფნი. ხოლო მერმესა მას ამისთჳს ჴელით უქმნელ ეწოდების, რამეთუ არღარა ვის უჴმდეს საჭმელი და სასუმელი, არცა სამოსელი, არამედ, ყოვლითურთ უზრუნველი, საუკუნოდ იშუებდეს ხედვითა ღმრთისაჲთა.

მოციქულისაჲ: და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის (5,2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე სხჳსა ვისთჳსმე არს, რაჲთა აქაჲსა ამის განხრწნადობისათჳს მწუხარე იყოს, ხოლო ჩუენ, რომელთა უცვალებელად გუაქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ, ესე სამძიმარ გჳჩნს და ღირს კუნესისა, რამეთუ დაგუეყოვნა განხრწნადთა ამათ ჴორცთა შინა; ვინაჲცა, პირველ სიკუდილისა მიერისა განხრწნისა, უწყალოდ განვჰლევთ მათ, განცემითა ჭირთა შინა და მოღუაწებათა, რამეთუ არა მალიადობისათჳს, არამედ დაყოვნებისათჳს სიკუდილისა მწუხარე ვართ და ამას შინა ვკუნესით, ესე იგი არს, ჴორცთა შინა. ხოლო საყოფლად ჴორცთა უწოდს, რომელთა ზეცით გამო შემოსაჲ უხრწნელებისათჳს თქუა. და ნუვინ ჰგონებნ თუ ესევე ჴორცნი, რომელ აქა განიხრწნებიან, არა იგივე აღდგებიან მიერ; ესე ნუ იყოფინ, არამედ იგინივე აღდგებიან მიერ, ხოლო ვინაჲთგან უხრწნელნი აღდგებიან და არღარა კუალად განხრწნადნი, ამისთჳს მიწით აღდგომილთა "ზეცით გამოდ" უწესს, რამეთუ ყოველსა უხრწნელსა ზეცისათა თანა აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ (5,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ აქა განვიძურცით ჴორცთა, არამედ არავე უჴორცოდ წარმოვდგებით საშინელსა მას სამშჯავროსა, გარნა ამითვე ჴორცითა, აღდგომილითა და უხრწნელად შეცვალებულითა. ხოლო შენ, გესმას რაჲ "შე-თუ-ვიმოსოთ", ნუ გგონიეს თუ გუამთა აღდგომასა საეჭუელ-ჰყოფს; რამეთუ უეჭუელად ყოველნი აღდგებიან. გარნა ვინაჲთგან აღდგომაჲ ერთ არს, ხოლო დიდებაჲ აღდგომილთაჲ მათ — არა ერთ, რამეთუ რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, ხოლო რომელნიმე საშჯელად საუკუნოდ აღდგებიან, ამისთჳს ნუვინ მიენდობვის აღდგომასა ოდენ, არამედ აქავე განმზადენ თავი თჳსი, რაჲთა არა საშჯელისა საუკუნოჲსა თანამდებ იყოს და ქუესკნელს შთასვლისა, არამედ ესევითარი აღდგეს, რომელ ზე-აღმავალობისათჳს ზეცისად იწოდებოდის, და ცხორებითა საუკუნოჲთა შემოსილი არღარა შიშით იპოებოდის, რამეთუ დაღაცათუ ჴორცთაგან არა შიშუელ იყოს, რამეთუ უეჭუელად ყოველნი ამითვე ჴორცითა აღვდგებით, ხოლო დასაშჯელნი ჴორცნი, რომელთა არა ემოსოს დიდებაჲ იგი ზეცისათაჲ მათ, ესევითარი იგი შიშუელვე არს, განჴუებითა ზეცისა ცხორებისაგან.

მოციქულისაჲ: და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან (5,4).

თარგმანი: ვითარმცა ვინმე ჰკითხვიდა წინააღმდგომთაგანი, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა სიკუდილი გიმძიმსა ანუ ჴორცნი გეწყინებიან?" — მიუგებს, ვითარმედ: "სიკუდილი არა მიმძიმს, რომელი-ესე სოფლისმოყუარეთა თჳს-ეყჳს, და ჴორცნი არა მეწყინებიან, რამეთუ არცაღა განძურცაჲ მათი მნებავს, არამედ ესე ოდენ, რაჲთა მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ და დაინთქას მოკუდავებაჲ მათი უკუდავებითა და ცხორებითა, ესე იგი არს —თავისუფლებითა ვნებათაგან და ცოდვათა.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ (5,5).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი საქმენი წარმოთქუნა არა-განქარვებაჲ ჴორცთაჲ, და განქარვებაჲ მათ შორის მყოფისა მის ცოდვისა და ხრწნილებისაჲ, რაჲთა არავის დაუკჳრდებოდის, თუ ვითარ იქმნას ესე, ამისთჳს ღმერთსა წინა-უყოფს, ვითარმედ ყოვლისა შემძლებელი იგი არს მოქმედ ამის ყოვლისა, და არავე ახალსა რასმე იქმს, არამედ მასვე, რომლისათჳს-იგი პირველ შემექმნენით, რამეთუ უხრწნელებისათჳს დაჰბადა კაცი და უკუდავებაჲ მისცა მას, გარნა ვინაჲთგან შურითა მტერისაჲთა შემოჴდა ხრწნილებაჲ, მაშინ შემოქმედმან ყოველთამან ახალი და უცხოჲ გზაჲ განაჩინა —მოკუდავისა მის უკუდავად შეცვალებაჲ და ხრწნილებისა უხრწნელ ყოფაჲ, რომელი-ესე ახალ არს საკჳრველებისათჳს, და კუალად, არა ახალ, რამეთუ არა სხუასა გუამსა, არამედ მასვე, უხრწნელებისაგან განჴუებულსა და უკუდავებისაგან მოკუდაგ ქმნულსა, კუალად-აგებს პირველსავე წესსა უკუდავებისა და უხრწნელებისასა, და თჳსსა მას არაარსისაგან არსად მოყვანებულსა და ცოდვისა მიერ დაძუელებულსა კუალად განაახლებს, რამეთუ ამის საუკუნოდ განახლებისა წინდად შთაჰბერა მას სულისაგან თჳსისა. ხოლო შენ შეისწავე, ვითარ ყოველსა ადგილსა მოციქული ბეჭედსა იტყჳს და წინდსა სულისასა, აქა, რაჲთა ცხად ყოს უეჭუელი იგი სრულებაჲ მერმისაჲ, და სარკეთა მიერ პირისპირობაჲ ხედვისაჲ, რამეთუ წინდობაჲ უზრქელესთათჳს მოუპოებიეს მას სიტყუად, რაჲთა სახითა მით გულისჴმა-ყონ, ვითარმედ, ვითარ-იგი წინდსა შეუდგს უეჭუელი მოცემაჲ აღთქუმულისა რაჲსმე, ეგრეთვე პირველსა მას შთაბერვასა სულისასა და მეორესა ამას განახლებასა ნათლისღებისა მიერ — უეჭუელად საუკუნოჲ შეუდგს სრულებაჲ მადლისაჲ.

მოციქულისაჲ: მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა მით და განვიდეთ უფლისა მიერ, რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ (5,6-7).

თარგმანი: ესე არს მინდობაჲ სამარადისოჲ, რაჲთა უწყოდის კაცმან, ვითარმედ უცხო და მწირ არს ჴორცთა ამათ შინა და უცხოჲთ შემოსრულსა უეჭუელად განსლვაჲ უჴმს მიერ. და ესრეთ, არა უცხოებასა მას შემშჭუალულ იყოს, არამედ თჳსთა მიმართ მიისწრაფდეს. ესრეთ ცხად ყო რაჲ მოციქულმან, ვითარმედ წარმავალობითა ამის საწუთროჲსაჲთა მიეცემის კაცსა, რაჲთა არცა ჭირნი მისნი ეძჳნებოდინ, არცა საშუებელთა მისთა ზედა იხარებდეს. ამისსა შემდგომად გჳჩუენებს, ვითარმედ აწინდელი ესე სიზრქე ჴორცთაჲ — ზდუღე შუა-კედელ გუექმნების, ვერ მიახლებად ქრისტეს მიერსა მას ცხორებასა საუკუნესა. ამისთჳს წადიერ ვართ განსლვად ჴორცთაგან, რაჲთა უსაშუვლო და განუყოფელ ვიყვნეთ მახლობელობისაგან უფლისა. ხოლო კუალად, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა შინა მყოფნი ესე უცხო ვართა ქრისტესგან?" — ამისთჳს ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა ხილვით. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა სრულიად უცხო ვართ, არამედ აწ მერმისა მის ცხორებისა სასოებითა ვიქცევით, რამეთუ გურწამს მიმთხუევაჲ მისი, ხოლო ჯერეთ არღა ვხედავთ, არამედ გურწამს ოდენ, ვითარმედ აწ ვხედავთ სარკითა, ხოლო მერმე —პირსა პირისპირ, რომელ არს უსრულესი ცნობაჲ საღმრთოთა საიდუმლოთა გულისჴმის-ყოფისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა (5,8).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამით მიზეზითა კადნიერ ვიქმნებით სურვილსა ამიერ განსლვისასა, ვინაჲთგან უწყით თუ ვითარისა მახლობელობისა ღმრთისა მომატყუებელ არს ჩუენდა განჴსნაჲ ესე ჴორცთაგან.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისსა (5,9).

თარგმანი: ზემო თქუა მიზეზი წადიერებისაჲ ჴორცთაგან განსლვისათჳს, ესე იგი იყო სურვილი მახლობელობისა ღმრთისაჲ, ხოლო აწ იტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონიეს, ვითარმედ განსლვაჲ ოდენ ჴორცთაგან კმა ეყოფვის კაცსა ღონედ მახლობელობისა ღმრთისა, არამედ იგი ოდენ განსლვაჲ მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა, რაჟამს ამასვე სოფელსა შინა ვისწრაფოთ სათნო-ყოფად მისსა კეთილითა მოქალაქობითა. ესე არს განსლვაჲ სანატრელი, რაჟამს შემოსლვაჲ, რომელ არს ჴორცთა ამათ შინა ყოფაჲ ჩუენი, სათნოდ მისსა წარვვლოთ. ხოლო თჳნიერ ამისსა სამგზის საწყლობელ და უბადრუკ ვართ, უკუეთუ არა აქავე სათნო-ყოფილ ვიყვნეთ მისდა, და ეგრეთ განვიდეთ. ვინაჲცა უსაკუთრეს ესრეთ არს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ: ამით პატივ-ვიცემით, გინა თუ შემომავალნი, გინა თუ განმავალნი სათნო მისსა ყოფითა.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან. რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი (5,10).

თარგმანი: ამიერითგან საზარელ ჰყოფს სიტყუასა მოჴსენებითა საზარელთა მათ საყდართაჲთა, სადა-იგი არა ხოლო შემაწუხებელთა, არამედ კეთილისა სასოებისაცა სიტყუათა ურთიერთას განჰზავებს, რამეთუ ვინაჲთგან არა ყოველთა კეთილისა ოდენ, არამედ ვიეთმე ბოროტისაცა ორღანო და მსახურ ექმნნეს ჴორცნი სულსა. ამისთჳსცა მის თანავე იზიარებს მათ სული მისაგებელსა საქმეთაებრსა, რაჲცა რაჲ ზოგად ექმნეს სოფელსა ამას შინა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რომელნი გმობენ არა ამათვე ჴორცთა აღდგომასა, რომელი-ესე ნუ იყოფინ, ვითარმცა სხუათა ჴორცთა ეცოდა და სხუანი იტანჯებოდეს; არცა სხჳსა კეთილისმოქმედებათათჳს იდიდებინ სხუაჲ; არამედ მოციქული ამას მოგუცემს მტკიცედ პყრობად, ვითარმედ: ამათვე ჴორცთაგან მოვიღოთ, ესე იგი არს არა სხუათა ჴორცთა, არამედ ამათვე თანა მოიღოს სულმან მისაგებელი ზოგად ქმნილისაჲ ერთად, კეთილისა გინა ბოროტისაჲ.

მოციქულისაჲ: უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავ გონებათაცა შინა თქუენთა განცხადებად (5,11).

თარგმანი: არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე: უწყით უკუე შიში უფლისაჲ; კაცთა ვერწმუნებით, ხოლო ღმრთისა განცხადებულ ვართ. ხოლო ვესავ გონებათაცა შინა თქუენთა განცხადებად. ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთსა, ყოვლისავე მეცნიერსა, არარაჲ რწმუნებაჲ უჴმს, არამედ ჩუენდა ჯერ-არს, რაჲთა კაცთაცა ვერწმუნნეთ, რამეთუ არა ხოლო მოქმედობაჲ ოდენ ბოროტისაჲ დაშჯის ვისმე, არამედ დაღაცათუ არარაჲ გუექმნას ბოროტი, არამედ საეჭუ ოდენ ქმნილ ვიყვნეთ ბოროტის მოქმედად, და არა ვიღუაწოთ ძალისაებრ ჩუენისა გულსავსე-ყოფად მეჭუელთა მათ, რაოდენ რაჲ ეგებოდის. ამისთჳსცა საშჯელისა თანამდებ ვართ, რამეთუ მრავალგზის ძალ-ედვის კაცსა განქარვებაჲ ვიეთისამე იჭჳსა მისდა მიმართისაჲ, და შეურაცხ-ყოფითა მეჭუელთაჲთა თანა-წარჰჴდებინ, და არა გულსავსე ჰყოფნ მათ, რომელი-ესე უჯერო არს და თანამდებ საშჯელისა. ამისთჳს მოციქული დაღაცათუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ იყო, და ეგრეთვე გონებათაცა მათთა შინა, რომელნი-იგი არა იჭუნეულ იყვნეს მისსა მიმართ, არამედ იგი მცირეთაცა მათ უძლურთა და იჭუნეულთა არავე შეურაცხ-ჰყოფს, გარნა მათითა გულსავსე-ქმნითა ჩუენ განგუსწავლის, რაჲთა არავის შეურაცხ-ვჰყოფდეთ, არცა დაუტევებდეთ თჳნიერ გულსავსებისა.