მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 John 1:3

2. For the truth's sake, which dwelleth in us, and shall be with us for ever.3. Grace be with you, mercy, and peace, from God the Father, and from the Lord Jesus Christ, the Son of the Father, in truth and love.4. I rejoiced greatly that I found of thy children walking in truth, as we have received a commandment from the Father.
2 John თავი 1
3. Grace be with you, mercy, and peace, from God the Father, and from the Lord Jesus Christ, the Son of the Father, in truth and love.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (1,3).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა მადლით მოტევებასა ცოდვათასა მოგუაჴსენებენ ჩუენ ქადაგნი საღმრთოჲსა მადლისანი წმიდანი მოციქულნი, და წყალობასა მას ღმრთისა მამისა მიერ მოვლინებულსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან მშჳდობა ყო სისხლითა თჳსითა შორის ზეცისათა და ქუეყანისათა. ამითვე გჳლოცვენ და ამისდავე ქონებად გულოცვენ, რაჲთა ჭეშმარიტებით და სიყუარულით ვიყოფოდით, განშორებულნი ყოვლისაგანვე ტყუილისა და ორგულებისა.

სააღდგომო ეპისტოლე 2000 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თემატური კომენტარი
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
მკვიდრთა საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ძეთა და ასულთა ღვთისათა ყოველთა ღვთივკურთხეულთა ივერთა::

მკვიდრთა საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ძეთა და ასულთა ღვთისათა ყოველთა ღვთივკურთხეულთა ივერთა:

„იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაი და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესო ქრისტესა ძისა მამისა ჭეშმარიტებით და სიყვარულით“ ()

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

აღდგა ერთობა ღმერთთან, და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

სიცოცხლე მეფობს, რამეთუ უჭკნობ ნეტარებას მივემთხვიენით.

მოვედით და შევსვათ წყარო უხრწნელებისა, ვიხმიოთ პური საზეპურო, ტრაპეზი - სამეუფო.

მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი“ ().

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაუტევნელი გრძნობა ვახაროთ დედას უფლისასა და ანგელოზის მსგავსად, რომელმაც პირველმა მიულოცა მას მ...

სრულად ნახვა