📋 სარჩევი
იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე
მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიყუარან მე ჭეშმარიტებით, და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე (1,1-2).
თარგმანი: დაღაცათუ დედაკაცსა თანა მისწერს და რჩეულ უწოდს სარწმუნოებად მოსლვისათჳს, მას, რომელი-იგი არა პატივითა და ღირსებითა ჴორციელითა, არამედ სულიერად წარმართებულებითა თჳსითა და შვილთა თჳსთაჲთა საყუარელ უჩნდა, არამედ ეგრეთცა არავე შეუტყუებელ არიან სიტყუანი ესე ეკლესიისა მიმართცა, რომელი-იგი არს გამორჩეულ ქრისტეს მიერ და ჭეშმარიტებით საყუარელ. არა ხოლო მოციქულისა, არამედ მათდაცა ყოველთა, რომელთა უცნობიეს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ ქრისტესგან, რომელ-იგი არს ბუნებით ჭეშმარიტებაჲ, რომელი დაიმკჳდრებს წმიდათა შორის თჳსთა, და მათ შორის ჰგიეს უკუნისამდე.
მოციქულისაჲ: იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (1,3).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა მადლით მოტევებასა ცოდვათასა მოგუაჴსენებენ ჩუენ ქადაგნი საღმრთოჲსა მადლისანი წმიდანი მოციქულნი, და წყალობასა მას ღმრთისა მამისა მიერ მოვლინებულსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან მშჳდობა ყო სისხლითა თჳსითა შორის ზეცისათა და ქუეყანისათა. ამითვე გჳლოცვენ და ამისდავე ქონებად გულოცვენ, რაჲთა ჭეშმარიტებით და სიყუარულით ვიყოფოდით, განშორებულნი ყოვლისაგანვე ტყუილისა და ორგულებისა.
მოციქულისაჲ: განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოვენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან (1,4).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ წინა-მოსწავებით ეკლესიისა მიმართცა თქუმად შეეტყუების, რამეთუ მრავალ არიან შვილნი მისნი, ხოლო არა ყოველნივე, არამედ რჩევითნი ოდენ იპოებიან მათგან, რომელნი ვლენან მოქმედებასა შინა მცნებათასა, რომელნი მოგუცნა მადლით შვილებისა მომანიჭებელმან მან მამამან ზეცათამან, განმყოფელად ჩუენდა ყოვლისაგან სიცრუისა და მომატყუებელად ყოვლისა ჭეშმარიტებისა.
მოციქულისაჲ: და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა (1,5-6).
თარგმანი: შემდგომად მოკითხვისა სწავლად იწყებს სიტყჳთა, ყოვლად ერთჴმოვანითა სიტყუათა მათ თანა პირველისა მის ებისტოლისათა, რამეთუ ორნივე ესე ურთიერთას იცნობების, რამეთუ სიყუარულითა ურთიერთას მცნებასა ღმრთისასა აღვასრულებთ და მცნებისა საღმრთოჲსა აღსრულებითა მოყუარე ღმრთისა გამოვჩნდებით, რამეთუ მან გუამცნო დასაბამსა ჩუენისა მოწოდებისასა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.
მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხუჳდოდით, რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა, ჴორციელად მოსრულსა. ესე არს მაცთური და ანტიქრისტე (1,6-7).
თარგმანი: სარწმუნოებისა შჯულთა უცვალებელად უბრძანებს პყრობად, რაჲთა მას შინა წარემატებოდინ საქმითა კეთილითა, და კუალად, პირველისა ებისტოლისაებრ ქრისტეს განკაცებისა მგმობართა მწვალებელთა განაქიქებს და უწოდს მათ მაცთურ და ანტიქრისტე, რაჲთა ყოველნივე წინა-განაკრძალნეს ლტოლვად სივერაგეთაგან მათთა.
მოციქულისაჲ: ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მიიღოთ (1,8).
თარგმანი: მუშაკობასა თანა საღმრთოსა ესე საძიებელ არს, რაჲთა მარადის მზა ვიყვნეთ ცვად საღმრთოთა მათ ნაყოფთა, რაჲთა არარაჲ მათგანი განრყუნას და უჴმარ ყოს მტერმან, ვიდრე ჟამამდე ნაყოფთა შეკრებისა, რომელსა შინა შევწირნეთ ნამუშაკევნი ჩუენნი და მოვიღოთ სასყიდელი უფლისაგან და მეუფისა ქუეყანისა მის გულთა ჩუენთაჲსა.
მოციქულისაჲ: ყოველივე, რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს (1,9).
თარგმანი: რაჲთა უჩუენოს მწვალებელთა, ვითარმედ არა გმობისაებრ მათისა ლიტონი კაცი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი ჴორცშესხმული, ამისთჳს ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი უცხო-იქმნეს ქრისტეს მოძღურებისაგან, ყოვლად განშორებულ არს იგი ღმრთისაგან. ხოლო რომელი აღასრულებდეს მცნებათა მისთა, იგი თავადი მის შორის სავანე-ჰყოფს თანა მამით და სულითურთ.
მოციქულისაჲ: რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და გიხაროდენ ნუ ეტყჳთ მას, რამეთუ, რომელმან ჰრქუას მას გიხაროდენ, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა (1,10-11).
თარგმანი: ამისთჳს განსაგდებელ ჰყოფს მორწმუნეთათჳს მეგობრობასა მწვალებელთასა, რაჲთა არა თანა-მეინაჴეობითა და ერთ-მოკარვეობითა მათითა შთაუგდოთ ვიეთმე ჩუენთჳს იჭჳ ბოროტი, ვითარცა თანაზიარ ვიყვენით წვალებისა მათისა. და ეს მაშინ, ოდეს ძლიერ ვიყვნეთ. ხოლო უკუეთუ უძლურნი მათ თანა აღვერეოდით მოსწაფედ, მოვიღოთ ჩუენცა გესლისაგან მათისა. ამისთჳს შორითვე ვიოტნეთ , ვითარცა მჴეცნი წამლიანნი, და ნუმცა ვეტყჳთ მათ გიხაროდენ, რომელი-იგი ღმრთისმგმობარებითა მათითა შეაწუხებენ სულსა წმიდასა, რომლითა აღბეჭდულ ვართ ჩუენ დღედ გამოჴსნისა.
მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს (1,12).
თარგმანი: აქა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა თჳსთა სიმოკლისაჲ, რამეთუ წინა-მაუწყებელნი ოდენ არიან მისლვისა მისისანი და არღარაჲს უმეტესისა განმაგრძობელნი, ვინაჲთგან ესავს მოკლედ ხილვასა მათსა და კეთილად განჰმზადებს მათ, რაჲთა წესიერებითა აღსავსენი დაემთხჳნენ მუნ მისლვასა მისსა.
მოციქულისაჲ: გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი (1,13).
თარგმანი: ნუ-უკუე ესუა მას დაჲ, რომლისა აწ მიწერს და შვილნი დისანი, რომელთა მიერ მიკითხავს, ვითარცა ზოგად რჩეულთა სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა; ხოლო უფროჲსღა ესრეთ საგონებელ არს, ვითარმედ ეკლესიასა ეტყჳს და მოიკითხავს შვილთა მიერ ეკლესიისათა.