...ვლა და ლოცვებისთვის ფრთების შესხმა, რათა ჭირში არ გაღიზიანდე და არ შეწუხდე, არამედ მათგან სარგებელი მოიმკო. რადგან თუ წინასწარმეტყველი ელისე, თუმცა ადამიანი იყო, მისკენ მიმავალი ქალის განდევნის ნებას მოწაფეს არ აძლევს და ეუბნება: „აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს“ (), ამით სხვა არაფერს აჩვენებს, თუ არა იმას, რომ ამ ქალს ჭირი დიდ გამართლებად და შუამდგომლად უდგას; მით უმეტეს ღმერთი არ უკუაგდებს შენ, როცა ტკივილით სავსე სულით მიუახლოვდები.
ამის გამო ქრისტეც მგლოვიარეთ ნეტარად აცხადებს, ხოლო მოცინართ ვაის ეუბნება. ამის გამო ნეტარებათა დაწყებისას შესავალიც აქედან გააკეთა და თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.“ () ამიტომ, თუ გსურს ამ საფეხურებით ახვიდე, მოჰკვეთე ცხოვრების მოშვებულობა და სიფუყე, თავი შრომატევადი ცხოვრებით შემოიჭირე და მიწიერ საქმეებს განეშორე. ეს არის პირველი აღმასვლა. რადგან შეუძლებელია, შეუძლებელია, ერთდ...