მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Peter 2:7

6. And turning the cities of Sodom and Gomorrha into ashes condemned them with an overthrow, making them an ensample unto those that after should live ungodly;7. And delivered just Lot, vexed with the filthy conversation of the wicked:8. (For that righteous man dwelling among them, in seeing and hearing, vexed his righteous soul from day to day with their unlawful deeds;)
2 Peter თავი 2
7. And delivered just Lot, vexed with the filthy conversation of the wicked:
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად; და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე სიმართლისა ქადაგი დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია, და ქალაქები სოდომელთა და გომორელთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა, და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა, და მართალი ლოთ დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მავალთაგან იჴსნა, რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღე სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა (2,4-8).:

თარგმანი: ვინ-მე მიუთხრნეს განგებულებანი ღმრთისანი, რომელმან-იგი მართლმსაჯულებისა მიერ თჳსისა ანგელოზთა შეცოდებულთა არა ჰრიდა მიცემაჲ სატანჯველსა, ხოლო კაცთმოყუარებისათჳს თჳსისა მეძავნი და მეზუერენი სასუფეველსა ღირს ყვნა. გარნა შენ იხილე მოციქულისაჲ, ვითარ დასაბამითგანი ყოველივე საშინელებაჲ მშჯავრთა ღმრთისათაჲ წარმოთქუა შესაძრწუნებელად მათდა, რომელნი-იგი ორგულებდენ უეჭუელად ყოფადსა მას დაუსრულებელობასა საუკუნეთა სატანჯველთასა, და პირველად პირველისა მისგან განდგომილისა დასისა იწყებს, რომელმან-იგი ანგელოზთა პატივისაგან ეშმაკ ყოფაჲ აღირჩია მზუაობრობითა გონებისა თჳსისაჲთა. ამისთჳსცა, რაჟამს განკაცნა ქრისტე, იწყეს მისსა მიმართ ვედრებად, ვითარმედ: ნუ წარმავლინებ ჩუენ უფსკრულად. და მათთჳს იტჳს აწ, ვითარმედ: პირველ ყოფადისა მის საშჯელისა შეკრნა ჯაჭჳთა ბრძანებათა თჳსთაჲთა, და მისცნა იგინი ცეცხლსა საუკუნესა, დამარხვად მერმისა მისთჳს საშჯელისა, რომლისათჳს ჴმობდეს: მოსრულ ხარ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა; ესე იგი არს უწინარეს ყოფადისა მის საუკუნოჲსა საშჯელისა. ამისსა შემდგომად წყლით რღუნისასა მას მოიჴსენებს წარწყმედასა უღმრთოთასა, რომლისაგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის