📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: იყვნეს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი და თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა, და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არა-წმიდებასა, რომელთაგან გზაჲ: იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის და ანგაჰრებით და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულეს (2,1-3).
თარგმანი: ვინაჲთგან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა რწმუნებაჲ თქუა, აწ განაკრძალებს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთაგან, რაჲთა განარჩევდენ მათ, ვითარცა ღუარძლსა იფქლისაგან და უწყოდენ კრძალვაჲ მათგან, ვითარცა საძოვართა სასიკუდინეთაგან. ამას თანა და კუალად მის ჟამისსაცა აუწყებს ყოფადსა მწვალებელთა მიერსა სიბოროტესა, რამეთუ იწყებდა-ღა ოდენ საცთური იგი ნიკოლაელთაჲ, რომელთათჳს მრჩობლსა სიბოროტება წინა-მოასწავებს, ვითარმედ შჯულითა უღმრთო იყვნენ და საქმითა ბილწ, რომლითა უმრავლესნი მიიზიდნენ საცთურსა მას მათსა და იყვნენ მგმობარ ქადაგებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარცა ყოვლად წინა-აღმდგომსა ტყუილისასა, და უძჳრესი ესე არს, რამეთუ ტყუილისა იგი სიტყუანი ღონე შეძინებისა და სავაჭრო ანგაჰრებისა ყვნეს, რომელი-ესე ყოვლად უცხო არს შჯულისაგან საღმრთოთა სიტყუათაჲსა. ესევითართა მათ უკეთურებისა საშჯელი წინა-განმზადებულ არს ღმრთისა მიერ წინაჲსწარ ყოვლისავე მეცნიერისა, რამეთუ რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყოდა ყოფაჲ კაცთაჲ კეთილთა და სათნოთაჲ და მისაგებელად ღუაწლისა მათისა წინა-განუმზადნა მათ საშუებელნი ზეცისანი, მანვე წინაჲსწარ ცნობითა ბოროტ ყოფადთა მათგან უჩინა ადგილი შემსგავსებული საქმეთა მათთაჲ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად; და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე სიმართლისა ქადაგი დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია, და ქალაქები სოდომელთა და გომორელთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა, და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა, და მართალი ლოთ დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მავალთაგან იჴსნა, რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღე სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა (2,4-8).
თარგმანი: ვინ-მე მიუთხრნეს განგებულებანი ღმრთისანი, რომელმან-იგი მართლმსაჯულებისა მიერ თჳსისა ანგელოზთა შეცოდებულთა არა ჰრიდა მიცემაჲ სატანჯველსა, ხოლო კაცთმოყუარებისათჳს თჳსისა მეძავნი და მეზუერენი სასუფეველსა ღირს ყვნა. გარნა შენ იხილე მოციქულისაჲ, ვითარ დასაბამითგანი ყოველივე საშინელებაჲ მშჯავრთა ღმრთისათაჲ წარმოთქუა შესაძრწუნებელად მათდა, რომელნი-იგი ორგულებდენ უეჭუელად ყოფადსა მას დაუსრულებელობასა საუკუნეთა სატანჯველთასა, და პირველად პირველისა მისგან განდგომილისა დასისა იწყებს, რომელმან-იგი ანგელოზთა პატივისაგან ეშმაკ ყოფაჲ აღირჩია მზუაობრობითა გონებისა თჳსისაჲთა. ამისთჳსცა, რაჟამს განკაცნა ქრისტე, იწყეს მისსა მიმართ ვედრებად, ვითარმედ: ნუ წარმავლინებ ჩუენ უფსკრულად. და მათთჳს იტჳს აწ, ვითარმედ: პირველ ყოფადისა მის საშჯელისა შეკრნა ჯაჭჳთა ბრძანებათა თჳსთაჲთა, და მისცნა იგინი ცეცხლსა საუკუნესა, დამარხვად მერმისა მისთჳს საშჯელისა, რომლისათჳს ჴმობდეს: მოსრულ ხარ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა; ესე იგი არს უწინარეს ყოფადისა მის საუკუნოჲსა საშჯელისა. ამისსა შემდგომად წყლით რღუნისასა მას მოიჴსენებს წარწყმედასა უღმრთოთასა, რომლისაგან მხოლოდ ნოე ოდენ განერა შვილითურთ, რომელი იყო მერვე ნაშობი ადამისითგან. ამათ შეუდგენს სოდომელთა ქალაქებისა დაწუვასა, რომელი-იგი სახედ დაუდვა ყოველთა, რომელნი გარდარეულად უღმრთოებდენ, ვითარმედ მათცა ეგრეთვე ეყოს. ვინაჲცა სახედ უღმრთოთა შორის ღმრთისმსახურებით ქცევისა მოცემულ იქმნა ლოთ, რამეთუ არა ხოლო უცხო იყო საქმეთა მათთაგან, არამედ ესოდენ ზეშთა იყო ვნებისა მათისა, ვიდრეღა არა ხოლო თუ არა განიკითხვიდა მათ, არამედ ელმოდა-ცა მათთჳს ხედვითა და სმენითა ბოროტთა საქმეთა მათთალთა, რამეთუ ლმობაჲ იგი მისი მათთჳს თქუა აქა მოციქულმან სატანჯველად სულისა მის მართლისა.
მოციქულისაჲ: იცის უფალმან ღმრთისმსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს. უფროზჲსღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის-თქუმისასა სიბილწით შეუდგან, და უფლებასა შეურაცხ ჰყოფენ კადნიერნი და თავჴედნი. დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ. სადაღა ანგელოზნი, რომელნი-იგი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ. ხოლო ესენი ვითარცა პირუტყუნი საცხოვარნი შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომლითა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ. ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნნენ და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ (2,9-13).
თარგმანი: ყოვლითავე ამით იგავითა უღმრთოთა ტანჯვისაჲთა და ღმრთისმსახურთა გამოჴსნისაჲთა სიმონიანთა წვალებასა განაქიქებს, ვითარცა ჴორცთა გულისთქუმისა მიდევნებულსა და ყოველთავე ზეცისა ძალთა და საღმრთოთა საქმეთა განგებასა მგმობართა, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ უნდა-ვე თუმცა ანგელოზთა, ფრიად ძლიერ არიან ბრძანებითა უფლისაჲთა მიჴდად მათდა პატიჟსა გმობისასა. არამედ ნებსით დაუმარხვან იგინი დღისა მისთჳს საშჯელისა. ხოლო იგინი ჰბაძვენ პირუტყუთა უგუნურთა, რაჲთა ესრეთ იქცეოდინ, ვითარცა მოსასრველად დაბადებულნი და პირუტყუთ სახედ უგულისჴმოებით მგმობარნი. ამისთჳსცა განიხრწნნენ, ვითარცა მოქმედნი ხრწნილებისა საქმეთანი, და მიეცეს სასყიდლად საქმეთა მათთა სატანჯველი საუკუნოჲ.
მოციქულისაჲ: გულისთქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან. თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა, და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა; გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი (2,13-14).
თარგმანი: ესეცა სიმონიანთა საცთურნი წარმოთქუნა, რაჲთა განაყენნეს მათ თანა აღრევისაგან, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ: არა სიყუარულისა მიზეზითა არს თქუენ თანა აღრევაჲ მათი, არამედ რაჲთა პოვონ ჟამი და აცთუნონ ვინმე საქმითა ბილწებისაჲთა. ამათთჳსვე პავლეცა იტყჳს მიმოსლვასა და სახლებსა შესლვასა, რაჲთა გამოტყუენნენ მიერ დედანი შეკრებულნი ცოდვითა. ვინაჲცა, ვითარცა გულითა ანგაჰრთა და გულისთქუმითა განფრდილთა, შვილ წყევისა სამართლად სახელ-ედების, ვითარცა ეკლისა და კუროჲსთავისა გამომღებელთა.
მოციქულისაჲ: დაუტევეს გზაჲ იგი წრფელი, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაჲსწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ (2,15-16).
თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ტრფიალებითა საჴმართ მოგებისაჲთა აიძულა ღმერთსა მისნობისა ჴელოვნებითა მომრეწელმან მან საჴმართამან ბალაამ შემდგომად ორ-გზის დაყენებისა კუალად წარსლვაჲ ბალაკისსა, რაჲთა შეიძინნეს მიერ საფასენი, რომლისთჳსცა არა ენება ღმერთსა და ჰრქუა, რაჲთა არა წარვიდეს. ხოლო შემდგომად იძულებისა მიუშუა წარსლვად, არამედ შეუკრა პირი, რაჲთა ვერ თქუას, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა. და ვერცა თქუა, დაღაცათუ სამ-გზის იცვალა ადგილი, რამეთუ წინაჲსწარცა მგზავრ მხილებულ იყო კარაულისაგან პირუტყჳსა, რომელი ესრეთ ამხილებდა, ვითარმედ: უკუეთუ მე მივსდერკ გზისაგან წინადამთხუევისათჳს ანგელოზისა, ვითარ შენ არა შეიკდიმე სლვად გზასა, რომლისაგან გაყენებდა ღმერთი? ვინაჲცა ბოროტად მოკუდა მისანი იგი.
მოციქულისაჲ: ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს, რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულისთქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ (2,17-19).
თარგმანი: იგი არს წყარო ურწყულ, რომელსა არა აქუნდეს მის შორის მეტყუელად ცხოველი იგი სიტყუაჲ მამისაჲ, ღუარი საშუებელისაჲ მომდინარე მადიდებელად წარმართთა. ამისთჳს, ვითარცა ღრუბელნი ბნელისანი, ბნელსა საუკუნესა მიეცემიან, რამეთუ ვითარცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა — ღრუბელ ნათლისა, ეგრეთვე ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოძღუართა ღრუბელ ბნელისა სახელ-ედების, ვინაჲთგან არა ხოლო დრკუდ მეტყუელებისა, არამედ სილაღით მომზრახობისაცა საშჯელსა დაიმკჳდრებენ, ვითარცა მაცთუნებელნი მათნი, რომელნი ერთ-გზის ლტოლვილ იყვნენ ბოროტთა გულისთქუმათაგან, და რამეთუ ცოდვასა შინა მყოფთა წარჴსნილობასა თავისუფლება უწოდენ მონანი იგი ცოდვისა და ხრწნილებისანი. რამეთუ, რომლისაგან ვინმე ძლეულ იყოს რაჲსაცა ვნებათაგანისა, მონა მისსა სახელ-იდების.
მოციქულისაჲ: რამეთუ, რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა, მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს. ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა (2,20-21).
თარგმანი: ვინაჲთგან მწვალებელნი იგი სიმონიანნი მორწმუნეთა გარდააქცევდეს, არა ხოლო შჯულითა ბოროტად-მადიდებელ ყოფად, არამედ საქმითაცა ბილწ და არაწმიდა ყოფად, ამისთჳს მოციქული განაჩინებს, ვითარმედ უძჳრეს უმეცრისა და წარმართისა ცოდვისა არს ცოდვაჲ ქრისტეანისაჲ, წმიდათა მათ ქრისტეს მცნებათა დამტევებელისაჲ და შემდგომად ბოროტთა მათ გულისთქუმათა თჳსთა მიდევნებულისაჲ.
მოციქულისაჲ: შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი იმწუბა სანგორელსა მწჳრისასა (2,22).
თარგმანი: შემოღებითა იგავთა მიერ სიტყჳსა საწამებელისაჲთა ძაღლსა და ღორსა მიამსგავსებს მათ, რომელთა შემდგომად საცთურისაგან მოქცევისა და ჭეშმარიტებისა ცნობისა კუალად საცთურივე შეიყუარონ და მიექცენ ჩუეულებასა პირველისა მის არაწმიდებით ქცევისა და მოქალაქობისა თჳსისასა, რომლისაგან გამოიჴსნნეს სარწმუნოებითა ქრისტესითა.