მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Peter 3:7

6. Whereby the world that then was, being overflowed with water, perished:7. But the heavens and the earth, which are now, by the same word are kept in store, reserved unto fire against the day of judgment and perdition of ungodly men.8. But, beloved, be not ignorant of this one thing, that one day is with the Lord as a thousand years, and a thousand years as one day.
2 Peter თავი 3
7. But the heavens and the earth, which are now, by the same word are kept in store, reserved unto fire against the day of judgment and perdition of ungodly men.
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან, და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან ცეცხლისა, დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა (3,5-7).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ცანი იყვნეს ძუელადვე, და ქუეყანაჲ წყალთაგან შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რამეთუ არა თუ ამისი ჰნებავს გამოჩინებაჲ მოციქულსა, ვითარმედ დაუბადებელ არიან ცანი, რაჲთა წინა-აღუდგეს მოსეს, რომელმან თქუა: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ცაჲ პირველ შექმნულ არს ნივთისაგან, რომელი მან მხოლომან უწყის დამბადებელმან მისმან, და ქუეყანაჲ შემდგომად მისსა შეიქმნა მითვე სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომელმან შექმნა ყოველი. აწ უკუე, უკუეთუმცა დაუწყებელ და დაუბადებელ იყვნეს, ეგნეს-მცა დაუსრულებელადცა, სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა. ხოლო რომელთა დაწყება იყო არა-არსისაგან შექმნაჲ დამბადებელისა მიერ, მათი დასასრულიცა ყოფად არს დაჴსნითა და შეცვალებითა. ამისთჳს მიერ ცათაჲთ ქუეყანაჲ მაშინვე წარირღუნა წყლით-რღუნითა, და კუალად აწ იგივე ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა საღმრთოთა მსჯავრთა განგებისაჲთა დაუნჯებულ და დამარხულ არიან ცეცხლით განსალევნელ ყოფად დღესა მას სასჯელისასა. ამისთჳს, ვითარცა მაშინ წყლით-რღუნამან ქუეყანისამან მაშინდელნი იგი უღმრთონი კაცნი მოსრნა, ეგრეთვე მერმესა მას შეცვალებასა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის