მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აჰა ესერა საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა (3,1-2).

თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან წინა-მოსწავებასა თანა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთასა, და ესრეთ განაღჳძებენ კაცთა ჰრულისაგან უდებებისა მოქმედებად მცნებათა ქრისტეს მაცხოვრისათა.

მოციქულისაჲ: ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანასკნელთა დღეთა მეკიცხარნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ (3,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუანი არიან ლამპეტიანელთა წვალებისანი, რომელთა-იგი სახელ-ედების მლოცავცა და გუელოსანცა, რამეთუ მრავალ-სახეობისაებრ საცთურისა მათისა იყო სიმრავლეცა სახელთა მათთაჲ, რომელნი-იგი უვარ-ჰყოფდეს აღსასრულსა სოფლისასა და მეორედ მოსლვასა უფლისასა, რამეთუ არა ენება ყოფაჲ საშჯელისაჲ სიბოროტისათჳს ბილწთა საქმეთა მათთაჲსა, რომლისათჳს მოკიცხარ უწოდს.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან, და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან ცეცხლისა, დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა (3,5-7).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ცანი იყვნეს ძუელადვე, და ქუეყანაჲ წყალთაგან შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რამეთუ არა თუ ამისი ჰნებავს გამოჩინებაჲ მოციქულსა, ვითარმედ დაუბადებელ არიან ცანი, რაჲთა წინა-აღუდგეს მოსეს, რომელმან თქუა: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ცაჲ პირველ შექმნულ არს ნივთისაგან, რომელი მან მხოლომან უწყის დამბადებელმან მისმან, და ქუეყანაჲ შემდგომად მისსა შეიქმნა მითვე სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომელმან შექმნა ყოველი. აწ უკუე, უკუეთუმცა დაუწყებელ და დაუბადებელ იყვნეს, ეგნეს-მცა დაუსრულებელადცა, სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა. ხოლო რომელთა დაწყება იყო არა-არსისაგან შექმნაჲ დამბადებელისა მიერ, მათი დასასრულიცა ყოფად არს დაჴსნითა და შეცვალებითა. ამისთჳს მიერ ცათაჲთ ქუეყანაჲ მაშინვე წარირღუნა წყლით-რღუნითა, და კუალად აწ იგივე ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა საღმრთოთა მსჯავრთა განგებისაჲთა დაუნჯებულ და დამარხულ არიან ცეცხლით განსალევნელ ყოფად დღესა მას სასჯელისასა. ამისთჳს, ვითარცა მაშინ წყლით-რღუნამან ქუეყანისამან მაშინდელნი იგი უღმრთონი კაცნი მოსრნა, ეგრეთვე მერმესა მას შეცვალებასა ცისა და ქუეყანისასა მოისპნენ უღმრთონი და გარდამავალნი საღმრთოჲსა სჯულისანი, რამეთუ ფრიად რაჲმე ამსგავსებს უფალი, ვითარმედ: ვითარცა იყო დღეთა მათ პირველ წყლით-რღუნისა, ეგრეთ იყოს უცნაურად მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.

მოციქულისაჲ: ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ, ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი — ვითარცა ერთი დღე, არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულგრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ (3,8-9).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ რომელ-იგი თქუენ დაყოვნებად და განგრძობად შეგირაცხიეს, ესე წინაშე უფლისა წამად ჟამისა შერაცხილ არს, რამეთუ ჩუენ წუთ ჟამისანი ვართ, ხოლო იგი დაუსაბამო არს და დაუსრულებელ; გარნა ეგრეთცა არავე ჰყოვნის, არცა გარდაჰვლის მისდა ხოლო საცნაურსა მას ჟამსა მოსლვისა მისისასა. ხოლო დროებაჲ ესე და სულგრძელებაჲ მისი ამისთჳს არს, რაჲთა არავინ უნაყოფოჲ მოეკუეთო, არამედ ყოველთა მიეცეს ჟამი სინანულად მოსლვისა და ცოდვათაგან მოქცევისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდე და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ, და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ (3,10).

თარგმანი: ამისთჳს, ვითარცა მპარავი მოიწევის, რაჲთა უცნაურებითა მოსლვისა მისისაჲთა მარადის მოშიშ და განმზადებულ ვიყვნეთ მისთჳს. ხოლო შენ ცათა რაჲ წარჴდომაჲ გესმას, და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ნაცვალად წესთაჲსა, ნივთთა მათ დაწუვაჲ და დაზულობაჲ, რომელ არს დაჴსნაჲ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, ვითარ-ესე გუამნი ჩუენნი არა სრულიად განქარდებიან შემდგომად სიკუდილის ყოფადითა მით დაჴსნითა და ხრწნილებითა, არამედ უმჯობესად განახლდებიან და ქუეყანაჲ, ვითარცა სამოსელი დაძუელებული, ეგრეთ შეიცვალების, რამეთუ ბრძმედი ცეცხლისაჲ ოქროსაცა გამოაჴურვებს და განსწმედს და ვეცხლსა გამოცდილ ჰყოფს მისგან განრჩევითა ბრპენისაჲთა.

მოციქულისაჲ: რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა (3,11-12). რგმანი: ინაჲთგან სასჯელისა მოულოდებელობაჲ წარუყრის აღჳრთა ცოდვისა მიმართ, და განმრავლებაჲ ცოდვათაჲ შთაუთესს ურწმუნოებასა სასჯელისასა, რამეთუ არა ჰნებავნ ყოფაჲ სასჯელისაჲ შიშითა პატიჟისა მიჴდისაჲთა, ამისთჳს ჰნებავს ჩუენი მოციქულსა, რაჲთა შიშითა მის დღისაჲთა განვემზადებოდით მისთჳს კეთილთა საქმეთა მიერ, და განმზადებულებითა მისთჳს მარადის სურვიელ და მოსწრაფე ვიყვნეთ მოსლვად მისსა.

მოციქულისაჲ: რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ (3,12).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომელსა შინა ცანი გამოჴურვებით დაიჴსნნენ და ნივთნი მგზებარენი განიდნვნენ; რომელი-ესე უკუანაჲსკნელისა მის განახლებისა საქმე არს, რაჟამს სიტყჳსაებრ პავლესსა თჳთ ესეცა დაბადებული განთავისუფლდებოდის ხრწნილებისაგან.

მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).

თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).

თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიერ აღძრული პავლე ჴმობს, ვითარმედ: სიტკბოებაჲ და სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს, ხოლო შენ უნანელითა გულითა შენითა იუნჯებ რისხვასა. ამით ესევითარითა და სხჳთა მრავლითა მოსწრაფე არიან, რაჲთა ყოველნი სიწმიდით და ღირსებით განმზადებულ ყვნენ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა.

მოციქულისაჲ: რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათ წიგნთა, მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა (3,16).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ სიტყუათა საყუარელისა ძმისა ჩემისა პავლესთა სიღრმესა და ძალსა ცნობად ზეგარამოჲ სიბრძნე და სულისა საღმრთოჲსა მადლი უჴმს, ხოლო უსწავლელნი და ურწმუნონი კაცნი ბოროტად გარდასდრეკენ მათცა და ყოველთა წიგნთა, მსგავსად სიბოროტისა გონებათა მათთაჲსა, რაჲთა მიიხუნენ იგინი ნივთ-ყოფად წარწყმედისა თჳსისა.

მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაჲსწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა თანა აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).

თარგმანი: ამას პავლეცა ღაღადებს: "ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან" (); და თჳთ თავადი უფალი: "ეკრძალენით მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ" (), რამეთუ უმეტეს ყოვლისა მავნებელ არს თანა-აღრევაჲ უჯეროთა საცთურისაჲ და დამჴსნელ ყოვლისა წესიერებისა და კრძალულებისა სულიერისა; ვინაჲცა აღვირჩიოთ მახლობელ ყოფაჲ კაცთა წმიდათა და სიტყჳთ და საქმით მარგებელთაჲ, რომელთა მიერ აღორძნდების ჩუენ შორის ყოველი კეთილი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და ყოველთა საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე > თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა