მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 2:8

7. Consider what I say; and the Lord give thee understanding in all things.8. Remember that Jesus Christ of the seed of David was raised from the dead according to my gospel:9. Wherein I suffer trouble, as an evil doer, even unto bonds; but the word of God is not bound.
2 Timothy თავი 2
8. Remember that Jesus Christ of the seed of David was raised from the dead according to my gospel:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მოძღვრის შრომა და რჩეულთა ცხონება:

...რ წყვეტს მის სასარგებლოდ ლოცვას, ვინაიდან, როგორც ჭეშმარიტი შვილისთვის, შიშით ფრთხის და ამბობს: „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ (). რად ახსენებს ამას აქ? უპირველეს ყოვლისა — მწვალებელთა საწინააღმდეგოდ; ამავე დროს — ტიმოთეს გასამხნევებლად და ვნებათა სარგებელის საჩვენებლად, რომ თვით ჩვენმა მოძღვარმა, ქრისტემ, ვნებით სძლია სიკვდილს. ამის გახსენება გქონდეს, ამბობს, და საკმარის ნუგეშინისცემას პოვებო. „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა“ () — ამბობს. რადგან მაშინდაგან დაიწყეს ზოგიერთებმა განგებულების გადაყირავება, ვინაიდან რცხვენოდათ ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადით. ისეთი იყო ის კეთილი, რაც ღმერთმა მოგვიყო, რომ ხალხს რცხვენოდა მათი მიწერა ღმერთისთვის და არ ს...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტესთან თანასიკვდილი და სასუფევლის სასოება:

...ირდები, ზეცაში კი მაძლევ? მცირეს არ მაძლევ და დიდს მინიჭებ? ამიტომ, რათა არავინ იფიქროს ეს, ამ საქმის დასაბუთებას უეჭველად წარმოაჩენს: წინასწარვე დებს მას და ნიშნებსაც აძლევს; რადგან სიტყვა „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით“ () ამას ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ აღდგა; ახლა კი იმავეს კვლავ განმარტავს და ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ ვინც ზეციურ ცხოვრებას ეღირსა, საუკუნო ცხოვრებასაც მიაღწევს.

საიდან ჩანს, რომ იგი სარწმუნოა? რადგან, ამბობს: „უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ“ (). მითხარი, მასთან თანაზიარნი ვართ მწუხარე საქმეებში და იმაში, რასაც შრომა აქვს, კეთილებში კი აღარ? მაგრამ ამას ადამიანიც კი არ იზამდა: მას, ვინც მასთან ერთად სიკვდილი და შევიწროება აირჩია, თუ თვითონ ოდესმე განსვენებაში აღმოჩნდება, თავის თანაზიარად გახდომაზე უარს არ ეტყოდა....

სრულად ნახვა