მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 John 1:5

4. I have no greater joy than to hear that my children walk in truth.5. Beloved, thou doest faithfully whatsoever thou doest to the brethren, and to strangers;6. Which have borne witness of thy charity before the church: whom if thou bring forward on their journey after a godly sort, thou shalt do well:
3 John თავი 1
5. Beloved, thou doest faithfully whatsoever thou doest to the brethren, and to strangers;
თავი ა̂. ლოცვაჲ სრულებისათჳს და მადლობისა აღსაარებისათჳს, სტუმართმოყუარებისა ძმათაჲსა ქრისტესთჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა, რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა, რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმავალთაგან. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნნეთ ჭეშმარიტებასა (1,5-8).:

თარგმანი: იგივე და ერთ იყვნეს ძმანი და უცხონი და ამისთჳს მაქებელ ექმნების მოციქული გაიოსს, რამეთუ ზოგად შეიკრიბნა ძმათმოყუარებაჲ და უცხოთმოყუარებაჲ, რამეთუ ძმანი იყვნეს ერთსარწმუნოებისათჳს და უცხო — სტუმრობისათჳს, რომელნი-იგი მიმორბიოდეს მსახურებასა მას სახარებისა ქადაგებისასა, და არარაჲ აქუნდა მათ თანა წარმავალთაგანი, არამედ მხოლოდ ყოველთა გამომზრდელსა მას ესვიდეს ჴელსა ღმრთისასა. ამისთჳს უცხოთ შემწყნარებელი და მსტუმრებელი და განმსაგზლველი მათი მას თავადსა შეიწყნარებს, რომელი იტყჳს: რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარებს. და კუალად, თანაშემწე იქმნების ჭეშმარიტებისა, ვითარცა საჭიროჲსა საზრდელისაგან უზრუნველმყოფელი ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათაჲ. ამისთჳს ქებაჲ მისი განითქუმის შორის შესაკრებელისა წმიდათაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის