მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. ლოცვაჲ სრულებისათჳს და მადლობისა აღსაარებისათჳს, სტუმართმოყუარებისა ძმათაჲსა ქრისტესთჳს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მესამე

მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარ მე ჭეშმარიტებით (1,1).

თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი სიყუარული, რაჟამს მოხუცებული იყოს შემყუარებელ, რომელმან კეთილად უწყის გამორჩევაჲ ღირსსა სიყუარულისასა. და კუალად ესეცა თუ რომელი არს გზაჲ ჭეშმარიტებით სიყუარულისაჲ, რაჲთა არარათ ჴორციელთა და განხრწნადთა მიზეზთათჳს, არამედ სულიერისა შეძინებისა და წარმატებისათჳს ვიყუარებოდით ურთიერთას.

მოციქულისაჲ: საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა. რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ. სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ (1,2-4).

თარგმანი: რომელი ეგოს მას ზედა, რომელი მიეღოს, ესევითარი იგი დღითი-დღე წარემატების უმჯობესისა მიმართ, და ესრეთ მოიგებს მშჳდობასა შორის სულისა და ჴორცთა თჳსთა, და კუალად მშჳდობითა მით უმეტესი შეეძინების წარმატებაჲ სულიერი. ამისთჳს ღმრთისმეტყუელი ამას ასწავებს გზად წარმართებისა, რაჲთა მტკიცედ დგეს კაცი მოძღურებასა შინა სახარებისასა, და ესრეთ მიემადლოს ჭეშმარიტებით სლვაჲ, რაჲთა აღვიდოდის სისრულისა მიმართ და სიხარულ იქმნეს და ჭეშმარიტად მსგავს შვილ ღმრთისა და ქადაგისა მისისა, რომელთა არარაჲ უსახარულევანეს უჩნს უფროჲს ცხორებისა კაცთაჲსა, რაჲთა ვიდოდინ გზათა მშჳდობისათა.

მოციქულისაჲ: საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა, რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა, რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმავალთაგან. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნნეთ ჭეშმარიტებასა (1,5-8).

თარგმანი: იგივე და ერთ იყვნეს ძმანი და უცხონი და ამისთჳს მაქებელ ექმნების მოციქული გაიოსს, რამეთუ ზოგად შეიკრიბნა ძმათმოყუარებაჲ და უცხოთმოყუარებაჲ, რამეთუ ძმანი იყვნეს ერთსარწმუნოებისათჳს და უცხო — სტუმრობისათჳს, რომელნი-იგი მიმორბიოდეს მსახურებასა მას სახარებისა ქადაგებისასა, და არარაჲ აქუნდა მათ თანა წარმავალთაგანი, არამედ მხოლოდ ყოველთა გამომზრდელსა მას ესვიდეს ჴელსა ღმრთისასა. ამისთჳს უცხოთ შემწყნარებელი და მსტუმრებელი და განმსაგზლველი მათი მას თავადსა შეიწყნარებს, რომელი იტყჳს: რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარებს. და კუალად, თანაშემწე იქმნების ჭეშმარიტებისა, ვითარცა საჭიროჲსა საზრდელისაგან უზრუნველმყოფელი ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათაჲ. ამისთჳს ქებაჲ მისი განითქუმის შორის შესაკრებელისა წმიდათაჲსა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მესამე > თავი ა̂. ლოცვაჲ სრულებისათჳს და მადლობისა აღსაარებისათჳს, სტუმართმოყუარებისა ძმათაჲსა ქრისტესთჳს