მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 1:21

20. For it is written in the book of Psalms, Let his habitation be desolate, and let no man dwell therein: and his bishoprick let another take.21. Wherefore of these men which have companied with us all the time that the Lord Jesus went in and out among us,22. Beginning from the baptism of John, unto that same day that he was taken up from us, must one be ordained to be a witness with us of his resurrection.
Acts თავი 1
21. Wherefore of these men which have companied with us all the time that the Lord Jesus went in and out among us,
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჯურ -არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი (1,21-22).:

თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგებელი იუდაჲსი, რომელ არს პატივი მოციქულებისა მისისაი, სხუასა მიღებად უცი და აწ თვთ უტყვს ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაგანი, რომელნი არა მეყსა შინა შეკრებულ არიან, არამედ მიერითგანი, ვინაჲთგან შემოვიდა იესუ (არა შობასა უწოდს შემოსლვად, არამედ ნათლის-ღებასა, რამეთუ მაშინღა შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო შეკრებად მოწაფეთა. ამისთჳს არა სოფლად შემოსლვასა იტყჳს, არამედ მათდა შემოსლვასა, ოდეს-იგი იწყო მოწოდებად მოწაფეთა; და განსლვად ამაღლებასა უწოდს), აწ უკუე ჯერ-არსო, იტყჳს, რაჲთა მიერ ნათლის-ღებითგან და ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა შეკრებულთა მოწაფეთაგანი ერთი ჩუენ ათორმეტთა რიცხუსა აღმავსებელ იქმნეს ადგილსა მას განმცემელისასა. ესე ჰრქუა ქმნად და გამორჩევაჲ იგი ყოველთა წინა-უყო, რაჲთა სწორებითა მით პატივ-ცემულ იქმნნე და არა ეშურვნენ ზოგადითა განზრახვითა გამორჩეულსა მას, არამედ პატიოსან იქმნეს იგიცა, ვითარცა სწორთა მიერ და ერთ-ნება ქმნილთა გამორჩეული. ხოლო რად არა სასწაულთა მოწამედ, ვიდრეღა აღდგომისასა, ეძიებს ყოფად? — ამისთჳს, რამეთუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის