მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 10:27

26. But Peter took him up, saying, Stand up; I myself also am a man.27. And as he talked with him, he went in, and found many that were come together.28. And he said unto them, Ye know how that it is an unlawful thing for a man that is a Jew to keep company, or come unto one of another nation; but God hath shewed me that I should not call any man common or unclean.
Acts თავი 10
27. And as he talked with him, he went in, and found many that were come together.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. და იყო შესლვასა მას პეტრესსა მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. და იტყოდეს თანად (10,24-27).:

თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს წინა-განმზადებაჲ შეწყნარებად ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, რაჲთა ყოველნივე თჳსნი ჩუენნი თანა-ვიზიარნეთ კეთილთა ჩუენთა,ვითარ-ესე აწ კორნელი, დაღაცათუ უცხოთა ვერ მიანდო, არამედ თჳსნი ყოველნი მოიყვანნა სმენად საღმრთოჲსა ქადაგებისა, და თჳთ მიეგება პეტრეს. ხოლო მან მიწად დავრდომილი წინაშე მისსა აღადგინა სიმდაბლით. და ლიტონად კაცად უწოდა თავსა თჳსსა. რაჲთა არა წარმართულად ღმრთად საგონებელ უჩნდეს იგი კორნილიოსს. ესრეთ უკუე დასაბამად ყოვლისა სიმდაბლე ასწავა, რაჲთა ჩუენცა ვიხილოთ და ვეკრძალნეთ, ვითარ-ესე თავი მოციქულთაჲ კაცსა წარმართთაგანსა არა უტევებს შევრდომად მისსა. რაოდენ უფროჲს ჩუენ გჳჴმს კრძალვაჲ ძმათა ჩუენთა წინაშე ჩუენსა დავრდომისაგან!

ხოლო იტყოდეს თანად, ესე იგი არს, ვითარმედ მგზავრ ზრახვიდეს ურთიერთას ვიდრე შინა შესლვადმდე.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის