მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 10:9

8. And when he had declared all these things unto them, he sent them to Joppa.9. On the morrow, as they went on their journey, and drew nigh unto the city, Peter went up upon the housetop to pray about the sixth hour:10. And he became very hungry, and would have eaten: but while they made ready, he fell into a trance,
Acts თავი 10
9. On the morrow, as they went on their journey, and drew nigh unto the city, Peter went up upon the housetop to pray about the sixth hour:
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ხვალისაგან, მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი განუმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ და ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხ-ფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი (10,9-12).:

თარგმანი: იხილე მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარ ერთად შემოჰკრებს ჟამთა, რამეთუ კორნილიოსს პირველსა დღესა ეჩუენა, რაჲთა წარავლინნეს კაცნი. ხოლო პეტრეს - მეორესა დღესა, ვიდრეღა მიახლებულ იყვნეს მწოდებელნი მისნი. ხოლო — თჳსაგან და ლოცვასა შინა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ მყუდროებით მმარხველსა და მლოცველსა მიემადლების ხილვაჲ საღმრთოთა ჩუენებათაჲ, რომელსა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, გარნა შენ განკჳრვებაჲ რაჲ გესმას, ნუ ცნობისაგან განსლვად ჰგონებ, ვითარ-იგი შეემთხუევის ფრჳგიელთა და მზორველთა ეშმაკისათა, რომელთა არა უწყიან თუ რასა ხედვენ გინა ზრახვენ, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პეტრესი და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა განკჳრვებაჲ ჩუენებათა შინა სულისა ამაღლებაჲ არს ჴორცთაგან და ჴორციელთა საღმრთოთა ხედვათა მიმართ. ამისთჳს, რომელსა ხედვენ, გულისჴმა-ჰყოფენ და ჩუენებასა მას წერით მიუთხრობენ, ვითარ-ესე აწ პეტრეს ეჩუენა განხუმაჲ ცათაჲ, რომელნი-იგი ქრისტემან სავალ ყვნა კაცთა; და ხედვიდა ჭურჭელსა ტილოჲს სახესა სახედ ყოვლისა სოფლისა, ოთხთა კიდეთაგან დამოკიდებულსა, რამეთუ ყოველივე ესე სოფელი ოთხთა ნივთთაგან შექმნულ არს.

და კუალად, ტილოსა მას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის