თარგმანი: კუალად აქაცა ჩუეულებისაებრ ჰურიათავე შესაკრებელად შევლენ მოციქულნი, რაჲთა არა დააბრკოლნენ იგინი წარმართთა მიმართ მისლვითა, არამედ მუნცა ესევითარითა სიტყჳთა მოძღურებენ, რომელი კმა-ეყო ზოგად მომაქცეველად ჰურიათა და წარმართთა, ხოლო ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ჰურიანი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფთა წარმართთა აღაზრზენდეს, და მრავალ-სახითა შესმენითა განაბოროტებდეს სულთა მათთა ძმათა ზედა ქრისტეანეთა.
Acts 14:1
...უფლისეულთაგან არაფერს თმობდა; ამბობდა, რომ ყოველივე უფლისა იყო, თავისი საკუთარი საქმეებიც კი. არ ითვისებდა ღვთის დიდებას. ამის დასტურად მოუსმინე, რას ამბობს იგი სხვაგანაც: „კაცნო, რასა იქმთ ამას?" ()2. „ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი" (). აი, ეს არის: „სარწმუნოდ შემრაცხა მე" (). და კვლავ სხვაგან ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (); და კვლავ: „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა" (). ამით აჩვენებს იგი თავის თავს სასჯელის ღირსად; რამეთუ წყალობა ასეთთა მიმართ აღესრულება....
...ონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ ლისტრაში მცხოვრებლებსაც, როგორ დაემართათ ეს პავლესა და ბარნაბას მიმართ და ისინი ღმერთებად ჩათვალეს, როცა მათ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და ყვირილით ამბობდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას?“ (). „რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი“ (). და კვლავ, როცა პეტრემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველა მომხდარით გაკვირდა, მან პასუხად თქვა: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ (). ახლა კვლავ ნეტარ პავლესაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ ().
მაგრამ, ამბობს, აქ საუბარია თავმდაბლობაზე. შორს ეს აზრი, ეს ასე...