იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა (14,1-2).
თარგმანი: კუალად აქაცა ჩუეულებისაებრ ჰურიათავე შესაკრებელად შევლენ მოციქულნი, რაჲთა არა დააბრკოლნენ იგინი წარმართთა მიმართ მისლვითა, არამედ მუნცა ესევითარითა სიტყჳთა მოძღურებენ, რომელი კმა-ეყო ზოგად მომაქცეველად ჰურიათა და წარმართთა, ხოლო ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ჰურიანი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფთა წარმართთა აღაზრზენდეს, და მრავალ-სახითა შესმენითა განაბოროტებდეს სულთა მათთა ძმათა ზედა ქრისტეანეთა.
მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა, და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა (14,3).
თარგმანი: არა წარვიდეს მიერ, რამეთუ დაღაცათუ იშურებოდეს, არამედ არა იდევნებოდეს. ამისთჳს კადნიერებით იქცეოდეს იგინი მრავალ ჟამ, და უშიშად ქადაგებაჲ იგი ქრისტესი იყო მათდა ნაცვალ ყოვლისა სასწაულისა, და რაჟამს-ესე წარჰმართეს, მაშინღა ეწამა უფალი გულსმოდგინებასა მათსა, და ყო ჴელითა მათითა ნიშები და სასწაულები მრავალი.
მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა. და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა-მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა (14,4-6) — ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა, და მუნ ახარებდეს. თარგმანი: ესე განწვალებაჲ ამათი სრულ ჰყოფს სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა, რამეთუ ამით შფოთებითა და დევნითა მოციქულთაჲთა არა ხოლო ქალაქთა, არამედ სოფლებსაცა შინა მიმოდაეფინებოდა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, და რომლითა წინა-აღმდგომნი ღონე-ჰყოფდეს მოსპოლვად, ესე უფროჲს აღორძინება და შემატება ქადაგებისა ქრისტესისა იქმნებოდა. ამიერ ვისწავებთ ჩუენ მოციქულთაგან, რაჲთა არა შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ჟამ ერთ მივჰრიდებდეთ, რაჟამს წინა-გუეუწყოს ზედამოსლვაჲ ვიეთიმე გინებად გინა ქოლვად ჩუენდა, რამეთუ ესეცა შჯული სამეუფოჲ არს რაჟამს: გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად ქალაქად, და შემდგომი ამისი.