მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 15:19

18. Known unto God are all his works from the beginning of the world.19. Wherefore my sentence is, that we trouble not them, which from among the Gentiles are turned to God:20. But that we write unto them, that they abstain from pollutions of idols, and from fornication, and from things strangled, and from blood.
Acts თავი 15
19. Wherefore my sentence is, that we trouble not them, which from among the Gentiles are turned to God:
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამისთჳს მე ესრეთ ვშჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ (15,19-20).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო განაცხადა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-მოსწავებულად წოდებაჲ წარმართთაჲ, აწ ჴელმწიფებით, ვითარცა ეპისკოპოსი და ძმაჲ უფლისაჲ, განაჩინებს სიტყუასა, მიერითგან შჯულად ეკლესიისა დადებულსა, რაჲთა არავისგან იძიებოდის სიმძიმე წინა-დაცუეთისაჲ, არამედ ესე ხოლო, რაჲთა არა ჭამდენ ნაზორევსა კერპთასა, და განეყენნენ სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისა, რამეთუ ესენი ძუელსაცა შინა განგდებულ იყვნეს. ხოლო აწ ჩუენ არა ძუელისა მის შჯულისა ბრძანებასა ქუეშე ვართ, არამედ იაკობისსა და მოციქულთასა, და უპირატეს მათსა ქრისტესსა, რომლისაჲ არს სიტყუაჲ ესე მოკლე ზომითა და სრული ყოვლითა სათნოებითა, ვითარმედ: ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყოფდით მათდა მიმართ; რამეთუ ამისდა დამოკიდებულ არონ შჯული და წინაჲსწარმეტყუელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის