📋 სარჩევი
და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).
თარგმანი: რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყის ყოველი, წინაჲსწარ-მცნობელობამან სულისამან, მანვე ასწრაფა აწ პავლეს და ბარნაბას მოქცევაჲ ანტიოქიად, და მრავალ ჟამ ყოფაჲ მოწაფეთა მათ თანა სიდიდისათჳს მის ქალაქისა, რაჲთა მზად დახუდენ იგინი იერუსალემით მომავალთა განმდრეკელთა წინა-განწყობად ძლიერებითა სიტყუათა თჳსთაჲთა. ხოლო წინააღმდგომნი იგი იყვნეს ახალ-მორწმუნენი ვინმე ფარისეველთაგანნი, რომელნი წინაუკუმო ქადაგებდეს, რამეთუ არა წინა-დაუცუეთელობითა, არამედ წინა-დაცუეთილებითა ოდენ შეუძლებელ იყო ცხორებაჲ. ამისთჳსცა ჯეროვნად ყვეს მყოფთა ანტიოქიისათა არა ლიტონთაჲ ვიეთიმე, არამედ პავლეს და ბარნაბაჲს წარვლინებაჲ იერუსალემდ, გამოძიებად საქმისა ამის წინაშე მოციძულთა, რამეთუ მაშინდელნი იგი მორწმუნენი არა მსგავს ჩუენდა იყვნეს უდებებით, რომელნი-ესე დიდ-დიდთა შჯულთა საღმრთოთა უგულებელს-ვჰყოფთ და დავივიწყებთ. გარნა იგინი კნინ-ოდენსაცა რასმე არა დაიცონებდეს გამოძიებად, ვითარ-ესე აწ არა სამებისათჳს, არცა ქრისტეს ჴორცთ შესხმისა, არცა ზეცისა ძალთათჳს იყო საძიებელი ესე, არამედ წინა-დაცუეთისათჳს შორიელად წარავლენენ ანტიოქიით იერუსალემდ. რამეთუ უწყიან, ვითარმედ იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა ჯერ-არს წარჴდომად უდებებითა შჯულისაგანი და წინაჲსწარმეტყუელთაჲ. ხოლო აწინდელი ესე აღსლვაჲ პავლესი იგი არს, რომლისათჳს თჳთვე დასწერს, ვითარმედ: "მეათოთხმეტესა წელსა აღვედ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა." () ესრეთ უკუე კეთილად გარე-წარაქცინა პავლე ჰურიათა-განმან მთავრობის მოყუარებისათჳს წარმოსრულნი იგი იერუსალემით ჰურიანი, რომელთა, ვინაჲთგან იერუსალემს ვერ ეძლო მოძღუარ ყოფაჲ, მუნ მყოფობისაგან მოციქულთაჲსა, ამისთჳს მოწაფეთა მიმართ ანტიოქიად გარდამოვიდეს, რაჲთა ქადაგებითა ამით წინა-დაცუეთისაჲთა მოძღუარ მათდა იქმნნენ.
და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა, და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ, შეწყნარებულ იქმნნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა. და მიუთხრეს მათ, რაოდენი რაჲ ყო ღმერთმან მათ თანა და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ (15,3-4).
თარგმანი: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და ბარნაბა, რამეთუ თჳთ ხარებაჲ იგი წარმართთა მორევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურიათაგანთა მიმართ, რაჲთა არა ეშურებოდინ, არამედ უფროჲსღა უხაროდის მოქცევისათჳს წარმართთაჲსა. ესევე მიუთხრეს მოციქულთა იერუსალემს, რამეთუ თავთა თჳსთათჳს ამას ახარებდეს, ვითარმედ მისცა მათ ღმერთმან ძალი მოთმინებად ჭირთა და ქოლვათა, რომელნი-ესე უფროჲს სასწაულთასა შეერაცხნეს მათ, რაჟამს იტანჯებოდინ სახელისათჳს ქრისტესისა. ხოლო წარმართთათჳს ამას, ვითარმედ ღირს იქნნეს მოსლვად სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა.
აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი. შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად. და გულთ-მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ. და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა. და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი. აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ (15.5-11).
თარგმანი: უწყებაჲ ჯერ-არს, რამეთუ სახელი მწვალებელთაჲ ძუელითგანი არს, და პირველთა ჟამთა ფრიად უწინარეს ქრისტეს მოსლვისა ვინაჲცა თჳთ ერთსა მას შინა ნათესავსა ჰურიათასა შჳდნი წვალებანი იყვნეს: პირველი მწიგნობართაჲ, რომელნი-იგი არა კმა-იყოფდეს შჯულისა მცნებათა, არამედ თავით თჳსით სხუათაცა რათმე წესთა მოიპოებდეს უწერელად მოგონებულთა. მეორედ ფარისეველთაჲ, რომელნი-იგი დაღაცათუ სხუათა უმჯობეს იყვნეს, არამედ შობისა დღესა იზმნიდეს. მესამედ სადუკეველნი, უარის-მყოფელნი მკუდართა აღდგომისა და ანგელოზთა და სულთა ყოფისანი. მეოთხედ დღითი-დღე ნათლის-მღებელნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ ვერვინ მიემთხუევის საუკუნესა ცხორებასა, უკუეთუ არა იბარებოდის წყლითა დღითი-დღე. მეხუთედ ოსინელნი, რომელნი სხუათაცა რათმე უცხოთა წიგნთა შემოიღებდეს თჳნიერ შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა. მეექუსედ ნაზარეველნი, რომელნი ყოველსა ჴორცისა ჭამასა შეგინებულად შეჰრაცხდეს და წინაჲსწარმეტყუელთა არა შეიწყნარებდეს. მეშჳდედ ჰეროდიანნი, რომელნი ჰეროდესთჳს იტყოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. აწ უკუე ამათ შჳდთა წვალებათაგანნი იყვნეს ფარისეველნი, ვითარცა ზემო ვთქუ. ხოლო პავლე არარაჲთ უწესოებითა მათითა მოცვულ იყო, დაღაცათუ ფარისეველ უწოდს თავსა თჳსსა. არამედ აწ წინა-აღმდგომად მათდა შეკრბების მოციქულთა და ხუცესთა თანა. ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ ზეშთა აღჴდეს ათორმეტნი პატივსა ხუცობისასა, და აღვიდეს საყდარსა ეპისკოპოსობისასა. ამისთჳს თჳსაგან იწყო აღრიცხუვად ლუკა და ამიერითგან სხუად იტყჳს ხუცესთა და სხუად მოციქულთა, რომელნი-იგი ზოგად შემოკრბეს გამოძიებად საქმისა ამის. ვინაჲცა თჳთ აქამომდე შენდობით მიმშუებელი იგი ჰურიათაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთისაჲ პეტრე აწ განეცხადების მათ, რომელნი აბრალობდეს მას კორნილიოჲს თანა მისლვისათჳს. და ჴმა-მაღლად ეტყჳს, ვითარმედ: არა მე, არამედ ღმერთი პირით ჩემით გამო ეტყჳს წარმართთა სიტყუასა სარწმუნოებისასა, და ამას წამებს გულთ-მეცნიერებით ღირს ჩინებითა მინიჭებასა მას ზედა მათდა სულისა წმიდისასა. და ისე თქუენ უწყით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რამეთუ დღეთაგან დასაბამითგანთა ჩუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ სახარებისაჲ და რწმუნებად. ესე იგი არს, რამეთუ პირველად პეტრე იწყო ქადაგებად წარმართთა, მი-რაჲ-ვიდა კორნილიოჲსსა, და მას უწოდს დღედ დასაბამითგანად, ოდეს იხილა მათ ზედა მიფენაჲ სულისა წმიდისაჲ. რამეთუ მადლი ქრისტესი არცა ერთსა რჩევასა ჰყოფს შორის ჰურიისა და წარმართისა, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ. არამედ სარწმუნოებითა წმიდა ჰყოფს გულთა კაცთასა, რამეთუ არღარა ჴორცთასა ეძიებს წინა-დაცუეთასა, არამედ გულისაგან მოკუეთად ნამეტნავსა გულის-თქუმისასა, ვინაჲცა მეძიებელი კუალად ჴორცთა წინა-დაცუეთისაჲ ღმრთის განმცდელ არს, რამეთუ იგი თავადი ჴმობს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი (ცხად არს, ვითარმედ — უღლითა შჯულისაჲთა, ვერღარა სატჳრთავითა), და მე განგისუენო თქუენ სუბუქითა მით უღლითა და ტჳრთითა მცირითა სახარებისა ჩემისაჲთა. ესე უღელი შჯულისაჲ ვერცა ჩუენ ვიტჳრთეთ, ვერცა მამათა ჩუენთა, არამედ აღუსრულებელობითა ყოვლისაჲთა შთავცჳვენით წყევასა მას: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა ამას წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა, გარნა ქრისტემან მხოლოდ ყოველი აღასრულა და გამომიჴსნნა ჩუენ წყევისაგან, რომლისა თანა-მდებ ვიყვენით, და ესრეთ დაჰჴსნა ძუელი და მოგუცა ახალი, მადლით მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, ყოველთა რომელთა გურწმენეს მისი. რამეთუ რაოდენიცა მოღუაწებაჲ ვაჩუენოთ ახალსა ამას შინა, მტკიცედ უწყით ესე, ვითარმედ, რაჟამს ყოველივე ვყოთ, მონანი ვართ უჴმარნი და არარაჲთ სხჳთა, არამედ მადლითა ქრისტესითა ვცხონდებით. იხილე სიბრძნე პეტრეს სიტყუათა სიმოკლისაჲ, რამეთუ რასა-იგი პავლე ვრცელად აღსწერს ჰრომაელთა მიმართ, იგი ყოველი მცირეთა ამათ სიტყუათა შინა შეუწყუდევიეს მადლით სარწმუნოებისა მიერ და არა საქმეთაგან ცხოვნებისათჳს. იხილე კუალად განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ წინა-აღმდგომთა მიერ განაგებს უმჯობესსა, ვითარ-ესე აწ უკუეთუმცა არა ფარისეველნი წინა-აღდგომილ იყენეს, არამცა ესოდენ სრულიად განგდებულ და უჴმარ ქმნილ იყო შჯული წინა-დაცუეთისაჲ.
და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლესსა მითხრობასა, რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ (15,12).
თარგმანი: იხილე, ვითარ თჳნიერ მთავრობის მოყუარეთა მათ ფარისეველთაჲსა ყოველი იგი ერი დუმილით ისმენენ და უხარის მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ხოლო ბარნაბა და პავლე არარას თავთა თჳსთა აჩემებენ და იქადიან, არამედ ყოველსავე ღმრთისა მიერ ქმნულად იტყჳან, ვითარცა მიმსგავსებულნი ქრისტეს სიმდაბლისანი.
და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო. ისმინეთ ჩემი. სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოჰხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა. და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ამისსა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი, და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი, საცნაური საუკუნითგან (15,13-18).
თარგმანი: ესე არს იაკობ ძეობითა იოსებისითა ძმაჲ უფლისაჲ და ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომელი-ესე არა პეტრესებრ სიფიცხით, არამედ უმშჳდესად ეზრახების ერსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს ეპისკოპოსსა, რაჲთა სიფიცხითი მხილებაჲ სხუათა ვიეთმე ათქუმიოს, ხოლო თჳთ სიმშჳდით, ვითარცა მამაჲ სახიერი, ეგრეთ ეზრახოს შვილთა სამწყსოჲსა თჳსისათა, რამეთუ აჰა კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ-იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ," () რამეთუ ესე იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამისის მიერ თქუმულისა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა, ვითარმედ: მას დღესა შინა, ესე იგი არს ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი არს ამისსა შემდგომად (ესე იგი არს ძუელისა შჯულისა შემდგომად ახალი შჯული) ამათ ჟამთა აღეშენების კარავი დავითისი (ჴორცნი იგი საუფლონი თესლისაგან დავითისსა) და დამჴობილი იგი მისი (ესე იგი არს დაჴსნილი იგი ტაძარი ჴორცთაჲ მათ) მესამესა დღესა აღდგების და აღემართების, და განახლდების ბაბილოვნელთა მიერ დაჴსნილი მეფობაჲ დავითისი, რაჟამს ძე მისი ქრისტე მეუფებდეს, არა ხოლო ნეშტთა მათ კაცთა ჰურიათაგანთა, არამედ ყოველთა წარმართთა ზედა, რომელნი წოდებულ იქმნნენ მოსახელედ მისსა ქრისტეანედ. ამას იტყჳს უფალი, რომელმან ქმნა ახალი ესე დაბადებული ქრისტეს მიერ, პირველ საუკუნითგან საცნაურად წინა-განსაზღვრებული და აწ აღსასრულსა ჟამთასა აღსრულებული.
ამისთჳს მე ესრეთ ვშჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ (15,19-20).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო განაცხადა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-მოსწავებულად წოდებაჲ წარმართთაჲ, აწ ჴელმწიფებით, ვითარცა ეპისკოპოსი და ძმაჲ უფლისაჲ, განაჩინებს სიტყუასა, მიერითგან შჯულად ეკლესიისა დადებულსა, რაჲთა არავისგან იძიებოდის სიმძიმე წინა-დაცუეთისაჲ, არამედ ესე ხოლო, რაჲთა არა ჭამდენ ნაზორევსა კერპთასა, და განეყენნენ სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისა, რამეთუ ესენი ძუელსაცა შინა განგდებულ იყვნეს. ხოლო აწ ჩუენ არა ძუელისა მის შჯულისა ბრძანებასა ქუეშე ვართ, არამედ იაკობისსა და მოციქულთასა, და უპირატეს მათსა ქრისტესსა, რომლისაჲ არს სიტყუაჲ ესე მოკლე ზომითა და სრული ყოვლითა სათნოებითა, ვითარმედ: ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყოფდით მათდა მიმართ; რამეთუ ამისდა დამოკიდებულ არონ შჯული და წინაჲსწარმეტყუელი.
რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა (15,21).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ მოსეს ძუელთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი თჳსნი აქუნდეს. ყოველთა შაბათთა მისითა აღმოკითხვითა შესაკრებელთა შორის მათთა. ესე იგი არს, რამეთუ მოსე უწოდიან წიგნთა მოსესთა, სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ: დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე. ვინაჲთცა ზოგად პავლეცა და იაკობცა ესრეთ იტყჳან ჰურიათაგამთა მიმართ, ვითარმედ: ვთქუათ რაჲ დაყენებაჲ წინადაცუეთისაჲ, ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ბოროტ უწოდთ ძუელსა შჯულსა, რომლისა-იგი წიგნნი მაშინ სადმე დიდითა ქადაგთა განვლინებითა შაბათთა ოდენ აღმოიკითხვოდეს და შესაკრებელსა ოდენ ჰურიათასა. ხოლო აწ ჩუენ დღითი-დღე ყოველთა ეკლესიათა აღმოვიკითხავთ მათ. და რაჟამს ვთქუათ ყოველი წიგნი ღმრთით-სულ და სარგებელ, ზოგად ყოველთათჳს ვიტყჳთ წიგნთა, ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ ერთ არს ორისავე მის დამდებელი ღმერთი — ძუელისა და ახლისაჲ.
მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა: იუდა, რომელსა ეწოდებოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის. და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ. გიხაროდენ (15,22-23).
თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ რჩეულნი და წინამძღურად შერაცხილნი მათ შორის წარავლინნეს ანტიოქიად, სადა-იგი ეთესა მტერსა ღუარძლი. და მისცეს მათ წიგნი ზედა-წარწერილი ჴელითა ყოველთა იერუსალემს მყოფთა მორწმუნეთაჲთა, რომელსა შინა მოკითხვითა და გიხაროდენითა იწყებენ დასაბამსა სიტყჳსასა.
ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად შჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებად თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს, საყუარელთა ჩუენთა, კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე (15,24-27).
თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყვნეს იერუსალემით ქადაგნი იგი წინა-დაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ, ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ-ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინა-აღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთნვილთა. ამისთჳს თანა-წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანნეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად განმზადებულ ყეფითა.
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავსდვათ თქუენ ზედა (15,28).
თარგმანი: თქუეს ვიეთმე მწვალებელთა, ვითარმედ დაკნინება სულისა არს სიტყუაჲ ესე, რომელ კაცთა თანა ჯერ-უჩნს მასცა. არამედ შენ, საყუარელო, მიიხუენ ჩემგან სამნი ისარნი კაპარჭთაგან წმიდათა წერილთაჲსა მოღებულნი, რომლითა სასიკუდინედ მოსწყლნე იგინი, და ჰრქუა: უკუეთუ სიტყჳთა ამით, ვითარმედ "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" — დააკნინებ სულსა წმიდასა, ჵ მბრძოლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა მისთა ღმერთ-ჰყოფს მადლით და მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ ძუელთა წესთა ძიებითა.
გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).
თარგმანი: სამნი ესე თხოვანი მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე ძუელისა შჯულისაგან შემოიხუნეს. ხოლო მეოთხე ესე, სიძვისაგან განყენებაჲ ზოგად ძუელთა და ახალთა შინა გესმის. მუნ ესე, ვითარმედ: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ" (). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.
იგინი ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა (15,30-31).
თარგმანი: არა თჳსაგან თითოეულსა, არამედ ზოგად ყოველთა მისცეს, რაჲთა კადნიერებით ექადაგოს ერთბამად ყოველთა და არა თჳსაგან თითოეულსა, რომლისა აღმოკითხვითა ნუგეშინის-ეცა სულსა წარმართთასა.
იუდაცა და შილა, რამეთუ იგინი წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს (15,32).
თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ ახლისაცა ამის შჯულისა წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს შემდგომად ქრისტესსა, ვითარ-ესე აწ იუდა და შილა, რომელთა ყოფადთა თხრობითა ნუგეშინის-სცეს მწუხარებასა ანტიოქიას მყოფთა ძმათასა და დაამტკიცნეს შერყეულნი სარწმუნოებისაგან.
და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე (15,33-34).
თარგმანი: ესოდენი ჟამი დაყვეს ანტიოქიას, ვიდრემდის დაჰჴსნეს ყოველი შფოთი და იჭჳ და ცილობაჲ. და ამისსა შემდგომად წარიგზავნნეს ზოგად ორნივე, იუდა და შილა, არამედ შილა მუნვე დაადგრა ნებსით თჳსით, ხოლო იუდა წარვიდა იერუსალემდ მოციქულთა მიმართ.
ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა (15,35).
თარგმანი: იხილე სიმდაბლე პავლესი, ვითარ ერთად მრავალთაგანად იჴსენების და ბარნაბაჲს თანა ასწავებს მორწმუნეთა სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა, და ზოგად ახარებენ ამას, ვითარმედ კნინთა შრომათა წილ სასუფეველი ცათაჲ მიენიჭების.
შემდგომად დღეთა რავდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან (15,36).
თარგმანი: ცეცხლებრ მჴურვალებასა პავლესსა საცნაურ ჰყოფს სიტყუაჲ ესე მოხილვისაჲ, ვითარ ელმოდა მათთჳს რომელნი-იგი ქრისტეს მიერ სახარებითა ეშვნეს, ნუ-უკუე და არა წესიერად ვიდოდინ გზათა შინა საღმრთოჲსა მოქალაქობისათა, რომელი-ესე ჩუენდა უმეტეს დასაშჯელ არს, ვითარ რომელსა იგინი ჰყოფდეს შრომით და სლვით გზათა გრძელთა, ჩუენ არცაღა წიგნებითა ვაჩუენებთ ზრუნვასა და განმტკიცებასა სამწყსოთასა.
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა (15,37-41).
თარგმანი: ვითარცა ძუელსა შინა მშჳდ იყო მოსე, ხოლო მოშურნე — ელია, და ზოგად ორნივე — საღმრთოდ მჴუმეველ ორისავე, ეგრეთვე აწ ბარნაბა იყო მშჳდ, ხოლო პავლე მკჳრცხლ და ზედა-მიწევნით გამომეძიებელ ყოვლისა, და ორნივე მითვე ერითა სულითა საღმრთოჲთა აღსავსე, რამეთუ განყოფანი არიან მადლთანი. ამისთჳსცა ბარნაბა სიმშჳდით შეუნდობდა მარკოზს, და პავლე არავე სიმწარით, არამედ სიმდაბლით პლოცვიდა ბარნაბას, რაჲთა ერთ-გზის გამოცდილი და ვერ თავს-მდებელი ჭირთა გრძელისა მგზავრობისათა არღარა კუალად წარიტანონ საჭიროსა მას საქმესა და საშრომელსა გზასა. ბარნაბა უკუე ეგო თჳსსავე წესსა სიმშჳდისასა, ხოლო პავლე ზედა-მიწევნით და სიფრთხილით გამომეძიებელობასა საქმეთასა. და მკსინვარებაჲ იგი არა თუ სხუად რადმე იყო, არამედ რაჲთა თითოეულმან დაიცვას ჩუეულებაჲ თჳსი, ხუედრებული მისდა განყოფისაგან მადლთაჲსა. ხოლო ურთიერთას განყოფაჲ მათი საღმრთოჲსა განგებულებისაჲ იყო, რაჲთა სხუაჲ სხჳთ წარსლვითა უმრავლესთა ერთა მომაქცეველ იქმნნენ, რამეთუ თითოეული მათი კმა იყო წინამძღურად და მოძღურად. ამისთჳს შეიდგინნეს მოწაფენი, ვითარიცა შეეტყუებოდა წესსა და ჩუეულებასა თითოეულისასა. პავლე შერისხვით განსწავლიდა მარკოზს, რაჲთა არა სხუასაცა ადგილსა დაუტევნეს მოძღუარნი მოწყინებითა ჭირთა და შრომათაჲთა, ხოლო ბარნაბა ნუგეშინის-სცემდა, რაჲთა არა სასოებაჲ წარიკუეთოს შერისხვასა ზედა პავლესსა, რამეთუ არა ქრისტე უარ-ექმნა, გარნა ესე ხოლო ცოდა, რომელ ჭირთა მოწყინებითა დაუტევნა მოძღუარნი, რომელთადა მსახურად მიცემულ იყო. უჴმდა უკუე შერისხვაჲ და პავლე შეჰრისხნა; უჴმდა ნუგეშინის-ცემაჲცა და ბარნაბა ნუგეშინის-სცა და ორთავე შჯული საღმრთოჲ აღასრულეს; მან შერისხვითა, ხოლო ამან ნუგეშინის-ცემითა. და მკსინვარებაჲ იგი მცირე იყო, რაჲთა იმხილნენ, ვითარმედ იგინიცა კაცნი არიან და არა ქვისა, არცა რკინისა გუამითა, არამედ ამითვე ჴორცთა უძლურებითა შემოსილნი უჴორცოთა მოქალაქობასა მოიღუაწებდეს. იხილე უკუე, ვითარმედ არცა თუ კუალი დაშთა მათ შორის ამის მკსინვარებისაჲ, რამეთუ ამისსა შემდგომად დიდთა ქებათა დასწერს ბარნაბაჲსთა პავლე ებისტოლეთა შინა თჳსთა, და რომელსა აწ არა წარიტანებს მარკოზს, ვითარცა სულმოკლესა და გამოუცდელსა, ამის შორიელისათჳს ტიმოთეს მიუწერს: "მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა" (), და მახლობელისა მიერ სხუათა მოიკითხავს, ვითარმედ: "გიკითხავს თქუენ არისტარხოს თანა-ტყუჱ ჩემი, და მარკოზ, ძმისწული ბარნაბაჲსი" (). ესრეთ უკუე ბარნაბა თჳსებითაცა ჴორციელითა მის თანა წარიტანა მარკოზ, და წიაღ-ჴდეს კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა, კაცი საკჳრველი, რომელსა სილოვანედცა სახელსდებს, თესალონიკელთა რაჲ მისწერდეს, და ესრეთ განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან. ესე იგი არს, რამეთუ ილოცეს და შეჰვედრეს იგი ღმერთსა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ფრიად შემძლებელ იყო ლოცვაჲ ძმათაჲ სარგებელ ყოფად. ხოლო რაჲსათჳს არა ულოცეს ბარნაბასცა? — რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, პავლეს თანა მათცა სამძიმარ უჩნდა მისგან წარტანებაჲ მარკოზისი. ხოლო პავლე ფრჴივ ვიდოდა ჴმელით, რაჲთა სრბასა შინა ქადაგებისასა უმეტეს დააშუროს თავი თჳსი. ამისთჳს მიმოვიდოდა ასურეთსა, რამეთუ ასურეთი მრავალთა ნათესავთა ქუეყანისა სახელი არს, რომელი იწყებს ისსიკოჲსა წიაღით და მიიწევის ვიდრე ევქსინო პონტოდმდე, ამათ ეკლესიათა ასურეთისა და კილიკიისათა მოიხილვიდა პავლე, რომელთა შორის პირველ ექადაგა და მოექცინეს სარწმუნოებად, ხოლო აწ განამტკიცებს მათ სარწმუნოებასა ზედა. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ, რაჟამს აღმოვიკითხოთ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ "გიკითხავს თქუენ მარკოზ ძმისწული ბარნაბაჲსი, რომლისათჳს მიგეხუნეს მცნებანი; უკუეთუ მოვიდეს, შეიწყნარეთ იგი" () — ამას ვისწავებთ ამიერ, ვითარმედ პირველ ამისსა ემცნო მათდა, რაჲთა არა შეიწყნარონ იგი, რომელი მოწყინე იქმნა ჭირთა ქადაგებისათა და მიიქცა იერუსალემდ, ხოლო რაჟამს იხილნა პავლე და ბარნაბა, ვითარ მრავალი ქებაჲ მიიღეს მოციქულთაგან, მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ, ფრიადისა მისთჳს შრომისა და ტანჯვისა, რომელ თავს-იდვეს მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, მაშინღა შეიკდიმა მარკოზ და გულისჴმა-ყო, ვითარმედ, უკუეთუმცა ზიარებულ იყო ჭირთა და ღუაწლთა მათთა, მათ თანავე ღირს იქმნებოდა სასყიდელსა და ქებასა. ამისთჳს მიერითგან იწყო სინანულად და უკუანაჲსკნელ ესოდენ განბრძნდა მაშინდელითა მით შერისხვითა მოციქულისაჲთა, რომელ საჴმარ მისსა იპოვა მსახურებასა. ამისთჳს მიუწერს მოციქული ეკლესიათა, ვითარმედ: მარკოზისთჳს, რომლისათჳს მიგცენ მცნებანი ჩემნი, რაჲთა არა შეიწყნარებდეთ მას, აწ გეტყჳ, უკუეთუ მოვიდეს, შეიწყნარეთ იგი. რამეთუ ესევითარივე ყო კორინთეს შინა შეცოდებულისა მისთჳს, რაჟამს პირველ ამცნო განგდებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ — კუალად შეწყნარებაჲ. ესრეთ ყოველივე პავლესი საცხორებელ არს კაცთა — შერისხვაჲცა და ნუგეშინის-ცემაჲცა.