მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 15:27

26. Men that have hazarded their lives for the name of our Lord Jesus Christ.27. We have sent therefore Judas and Silas, who shall also tell you the same things by mouth.28. For it seemed good to the Holy Ghost, and to us, to lay upon you no greater burden than these necessary things;
Acts თავი 15
27. We have sent therefore Judas and Silas, who shall also tell you the same things by mouth.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად შჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებად თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს, საყუარელთა ჩუენთა, კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე (15,24-27).:

თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყვნეს იერუსალემით ქადაგნი იგი წინა-დაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ, ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ-ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინა-აღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთნვილთა. ამისთჳს თანა-წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანნეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად განმზადებულ ყეფითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის