მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 16:18

17. The same followed Paul and us, and cried, saying, These men are the servants of the most high God, which shew unto us the way of salvation.18. And this did she many days. But Paul, being grieved, turned and said to the spirit, I command thee in the name of Jesus Christ to come out of her. And he came out the same hour.19. And when her masters saw that the hope of their gains was gone, they caught Paul and Silas, and drew them into the marketplace unto the rulers,
Acts თავი 16
18. And this did she many days. But Paul, being grieved, turned and said to the spirit, I command thee in the name of Jesus Christ to come out of her. And he came out the same hour.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა (16,17-18).:

თარგმანი: ვითარ-იგი არა შუენის ფერჴ-მრუდსა მართალი ფერჴთ-შესასხმელი, ეგრეთვე პირსა ეშმაკთა გინა მწვალებელთასა —ქადაგებაჲ ქრისტესი. ამისთჳს თჳთ იგი თავადი და მოწაფენი მისნი განჰჴდიან და დაადუმებენ ესევითართა, რაჲთა ჩუენ გუასწაონ არა-ოდეს სმენად ეშმაკთა და მწვალებელთასა, რამეთუ, დაღაცათუ სიტყუასა რასმე კეთილსა იტყოდინ, არამედ გონებაჲ მათი ბოროტ არს. ვითარ-ესე აწ კეთილსა ამას სიტყუასა ქრისტეს ქადაგებისასა ბოროტი იგი ეშმაკი აპოლონის კერპისაჲ ამისთჳს ათქუმევდა დედაკაცსა მას, რაჲთა ჭირსა და ტანჯვასა შესთხინეს მოციქულნი, ვინაჲცა ყოვლად უჯერო და განგდებულ არს საქმე ესე, რომელ მრავალ-გზის ვიეთნიმე ჰკითხვენ ეშმაკეულსა ყოფადისა რაჲ-სათჳსმე, და იგი მიუგებს. რამეთუ რაჲ ძნელ არს ეშმაკისა, ჰაერთა შინა მყოფისა, უკუეთუ ეხილვოს რაჲმე ეგჳპტეს და წინა აუწყოს მყოფთა აღმოსავალისა გინა ჰრომისათა, რამეთუ რაჟამს მოვიდოდიან ვიეთნიმე, წინა უთხრობს სხუათა და კაცობრივთა საქმეთაგანსა, რომელსამე იჭჳთ და ჰაზრით იტყჳს და რომელსამე სხუათაგან ქმნილსა და თქუმულსა სხუათა მიუთხრობს, და კუალად საღმრთოთა საქმეთათჳს უკუეთუ რაჲმე ესმეს განჩინებაჲ გამოსრული, წინაჲსწარ ეტყჳნ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის