მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 16:21

20. And brought them to the magistrates, saying, These men, being Jews, do exceedingly trouble our city,21. And teach customs, which are not lawful for us to receive, neither to observe, being Romans.22. And the multitude rose up together against them: and the magistrates rent off their clothes, and commanded to beat them.
Acts თავი 16
21. And teach customs, which are not lawful for us to receive, neither to observe, being Romans.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა. ჰურიანი არიან და მითხრობენ შჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ (16,19-21).:

თარგმანი: იხილე ძალი საჴმართმოყუარებისაჲ, რომელი დააბრმობს ხედვად ამის სასწაულისა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა ეშმაკეულ ყოფაჲ მჴევლისაჲ, ვიდრე დაკლებაჲ სარეწავისაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ წარმართთა ჰრწმენა სიტყუაჲ ეშმაკისაჲ. ამისთჳს არა მას იტყჳან, რომელი-იგი მან თქუა, ვითარმედ: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი; რამეთუ ესე ეშმაკთაცა უწყიან, ვითარმედ ღმერთ მაღალ არს და არა ლიტონ კაც ჯუარ-ცუმული იგი ჴორცითა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელსა ქადაგებდა პავლე ვითარცა მონაჲ ერთგული მეუფისა თჳსისაჲ; არამედ ესრეთ იტყჳან: "ესე კაცნი", რამეთუ დაღაცათუ პავლე ქმნა სასწაული იგი, არამედ მათ შილაცა შეიპყრეს მის თანა და უწოდენ მათ გარდამაქცეველ და აღმძრველ ქალაქისა, ვითარმცა განაყენებდეს წარმართთა მონებისაგან ჰრომთაჲსა და აწუევდეს შედგომად შჯულსა ჰურიათასა. ამისთჳს ჰურიაობაჲ დასდვეს ბრალად მათდა, რაჲთა უმეტეს აღაბორგნენ მთავარნი იგი ჰრომთანი მათ ზედა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის