თარგმანი: არა ცალიერითა ჴელითა გამოვიდა, არამედ მის თანა აქუნდა ნატყუენავად დიდძალად დიდი დიონოსი, მთავარი საბჭოჲსა მის არიოპაგელთაჲსაჲ, უზეშთაესი საყდართა ყოველთა მათ მსაჯულთაჲსაჲ, განთქუმული სიბრძნესა ზედა გარეშესა, და მიწევნული თავსა მათ ყოველთა მოძღურებისასა, ვინაჲცა სრულ იპოვა საღმრთოსაცა შინა გულისჴმის-ყოფასა, დაუტევა ყოველი და შეუდგა პავლეს, რამეთუ დაღაცათუ მაშინ ჰრომთა სამეუფო იყვნეს ყოველნი, არამედ ლაკედემონელნი და ათინელნი თჳთფლობით მიშუებულ იყვნეს მათგან. ამისთჳს დაუყენებელ იქმნა დიონოსი შედგომად მოციქულისა. ჰრწმენა და ნათელ-იღო მის მიერ, ხოლო განისწავლა საღმრთოჲთა მოძღურებითა იეროთეოჲსგან ყოვლად საკჳრველისა, რომელსა თჳთ ნეტარი დიონოსი ყოველსავე ადგილსა მოიჴსენებს მოძღურად თჳსსა. ამისსა შემდგომად, ვითარცა წერილ არს მეშჳდესა წიგნსა შინა სამოციქულოთა განწესებათასა, დადგინებულ იქმნა ნეტარი დიონოსი პავლეს მიერ ეპისკოპოსად მორწმუნეთა მკჳდრთა ათინისათა, და სავსე დღეთაგან სულიერისა სრულებისათა ქრისტესთჳს წამებითა აღესრულა. ესე დიდი დიონოსი და დედაკაცი სახელით დამარი და სხუანი ვინმე მათ თანა კმა-იყვნა ჟამ ერთ თესლად ქადაგებისა...
Acts 17:33
32. And when they heard of the resurrection of the dead, some mocked: and others said, We will hear thee again of this matter.33. So Paul departed from among them.34. Howbeit certain men clave unto him, and believed: among the which was Dionysius the Areopagite, and a woman named Damaris, and others with them.
Acts თავი 17