მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 19:1

1. And it came to pass, that, while Apollos was at Corinth, Paul having passed through the upper coasts came to Ephesus: and finding certain disciples,2. He said unto them, Have ye received the Holy Ghost since ye believed? And they said unto him, We have not so much as heard whether there be any Holy Ghost.
Acts თავი 19
1. And it came to pass, that, while Apollos was at Corinth, Paul having passed through the upper coasts came to Ephesus: and finding certain disciples,
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).:

თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია ეფესოდ, უწყოდა საქმე მუნ დამთხუეულთაჲ მათ, არამედ თჳთ მათ კითხვით გზა-უყოფს აღსაარებად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ უწყოდინ რაჲმე მოძღუართა ბრალი მოწაფეთაჲ, ნუვე უთხრობენ მათ, არამედ კითხვით გამოჰკითხედ, რაჲთა თჳთ აღიარონ და უმეტესი მადლი აქუნდეს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ფრიად განყოფილ იყვნეს ესენი აპოლოჲსგან, რამეთუ მას ესე ოდენ აკლდა, რომელ სხუაჲ ნათლისცემაჲ. არა იცოდა თჳნიერ იოვანესსა, ხოლო სხჳთ ყოვლით კერძო ძლიერ იყო ქადაგებითა ქრისტესითა და მჴურვალებითა სულისაჲთა. ამისთჳს არა ეჴმარა მას ნათლისცემაჲ სხუაჲ თჳნიერ უსრულესად განსწავლაჲ აკჳლაჲსგან და პრისკილაჲსგან. ხოლო ამათ არცაღა იესუ იცოდეს, დაღაცათუ პავლე სულისა წმიდისა ოდენ უმეცრებაჲ აღსაარებად სცა. ხოლო საძიებელ არს თუ ვინაჲ იყვნეს ეფესოს იოვანეს ნათლისცემითა ნათელღებულნი; ნუ-უკუე და იერუსალემს წარსრულ იყვნეს და მუნ ნათელ-ეღო იოვანესგან და კუალად მიერ მოქცეულ იყენეს ეფესოდ და არღარაჲ უმეტესი ესწავა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის