მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).

თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია ეფესოდ, უწყოდა საქმე მუნ დამთხუეულთაჲ მათ, არამედ თჳთ მათ კითხვით გზა-უყოფს აღსაარებად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ უწყოდინ რაჲმე მოძღუართა ბრალი მოწაფეთაჲ, ნუვე უთხრობენ მათ, არამედ კითხვით გამოჰკითხედ, რაჲთა თჳთ აღიარონ და უმეტესი მადლი აქუნდეს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ფრიად განყოფილ იყვნეს ესენი აპოლოჲსგან, რამეთუ მას ესე ოდენ აკლდა, რომელ სხუაჲ ნათლისცემაჲ. არა იცოდა თჳნიერ იოვანესსა, ხოლო სხჳთ ყოვლით კერძო ძლიერ იყო ქადაგებითა ქრისტესითა და მჴურვალებითა სულისაჲთა. ამისთჳს არა ეჴმარა მას ნათლისცემაჲ სხუაჲ თჳნიერ უსრულესად განსწავლაჲ აკჳლაჲსგან და პრისკილაჲსგან. ხოლო ამათ არცაღა იესუ იცოდეს, დაღაცათუ პავლე სულისა წმიდისა ოდენ უმეცრებაჲ აღსაარებად სცა. ხოლო საძიებელ არს თუ ვინაჲ იყვნეს ეფესოს იოვანეს ნათლისცემითა ნათელღებულნი; ნუ-უკუე და იერუსალემს წარსრულ იყვნეს და მუნ ნათელ-ეღო იოვანესგან და კუალად მიერ მოქცეულ იყენეს ეფესოდ და არღარაჲ უმეტესი ესწავა.

ჰრქუა მათ პავლე. იოვანე ნათელ-სცემდა ნათლისცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე (19,4).

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ იოვანეს ნათლისცემაჲ არარაჲ იყო; არამედ ამას, ვითარმედ სინანულად მომწოდებელი ოდენ იყო, და არა ცოდვათა შემნდობელიცა. ხოლო ქრისტეს მიერ სწავლული და მოციქულთა მიერ აღსრულებული — პირველ ქმნულთა ბრალთა აღმჴოცელ არს და ბეჭედ და მცველ წინამდებარეთა ვნებათაგან. და ესე არს განყოფილებაჲ ორთა ამათ ნათლისცემათაჲ, რამეთუ, რაჟამს იოვანე ნათელ-სცემდის, ეტყოდის მომავალისა მისთჳს შემდგომად მისსა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს, იესუ ქრისტე. რამეთუ რაჟამს ნათელ-სცემდის, ესრეთ თქჳს: ნათელ-გცემ შენ მომავალისა მიმართ შემდგომად ჩემსა, და ვითხოვ შენგან, რაჲთა გრწმენეს მისსა მიმართ. ამას მოციქული თარგმის, ვითარმედ: მომავალი იგი შემდგომად იოვანესსა — ესე თავადი არს იესუ ქრისტე, რომლისა მიმართ ამას ამცნებდა იოვანე კაცთა ესრეთ რწმუნებად, ვითარმედ იგი არს კრავი ღმრთისაჲ, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ. ხოლო ახალსა ამას ნათლისღებასა მორწმუნეთასა ესრეთ ეტყჳან ნათელღებულსა: ნათელ-გცემ შენ სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა. და ესრეთ, ნაცვალად პირველისა მის ხრწნილებისა, ქრისტესა შევიმოსთ, რაჟამს ნათლისღებასა შინა განვიძარცოთ ხრწნილებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.

ხოლო მათ ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუჲსითა, და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა, მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაჲწარმეტყუელებდეს. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ (19,5-7).

თარგმანი: ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, სახელსა ზედა იესუჲსსა ნათელღებულნი სარწმუნოებითა მისსა მიმართ ნათელ-იღებენ; ხოლო მისსა მიმართ სარწმუნოებაჲ ესე არს, რაჲთა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა, სახელითა მამისაჲთა და მისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ნათელ-ვიღოთ, და რაჟამს იესუჲს სახელსა ზედა ნათლისღებაჲ გუესმეს, არა ესრეთ ვჰგონოთ, ვითარმედ მის მხოლოჲსა მიმართ ოდენ გურწამს, არამედ ესრეთ, ვითარმედ, რაჟამს იესუ იჴსენოს, რომელ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მამაჲ და სული წმიდაჲ მისგან განუშორებელ არიან, და რომელიცა ამათ სამთაგანისა მიმართ რომლისაცა ერთისა ურწმუნო იყოს, და არა ერთ-არსებად და ერთღმრთეებად და სწორ პატივითა ჰრწმენეს სამგუამოვნებაჲ წმიდისა სამებისაჲ, ესევითარი იგი ზოგად სამთაგანვე უცხო და განვრდომილ არს. ამას თანა ესეცა ცხად არს, ვითარმედ შემდგომად ნათლისღებისა მაშინ სადმე მოციქულთა, ხოლო აწ მღდელისა გინა ეპისკოპოსისა ჴელის დადებითა მოვალს სული წმიდაჲ ნათელღებულთა ზედა და მიეცემის მათ. გარნა მაშინ, მოციქულთა ზე, რამეთუ ახალ-მორწმუნე და ჩჩჳლ იყვნეს კაცნი და თჳნიერ ხილულთასა ვერ ირწმუნებდეს უხილავთა, ამისდა გულსავსემყოფელად შეუდგის მიღებასა სულისა წმიდისასა, საცნაურ-მყოფელად მათდა, განცხადებული იგი მეტყუელებაჲ ენათაჲ და წინაჲსწარმეტყუელებაჲ. ხოლო აწ ჩუენ, ვითარცა უსრულესთა სარწმუნოებითა, არღარა გჳჴმს მეტყუელებაჲ (149ირგ) ენათაჲ და წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რაჲთა გულსავსე გუყვნეს, არამედ უხილავი იგი ჴელის დადებითა მღდელისაჲთა მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ უეჭუელად და მტკიცედ გურწამს. ამისთჳს არღარას ხილულსა ვეძიებთ.

აჰა ესერა აღესრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს იოვანესსა არს" (). რამეთუ არა ხოლო თჳთ თავადი ქრისტე, არამედ მოწაფენიცა მისნი ჴელის დადებით მისცემენ სულსა წმიდასა, რომელი-იგი ვერ ეძლო მიცემად იოვანეს, ეზეშთაესსა მას ყოველთა შორის ნაშობთა დედათასა. კეთილად უკუე ითქუა რიცხჳცა ათორმეტთა მათ კაცთაჲ, რაჲთა სცნა სიმდიდრე ნიჭთა სულისათაჲ, არა ერთისა ხოლო ანუ ორისა, არამედ ათორმეტთა კაცთა ზედა მიფენილი ჴელის დადებითა პავლესითა.

შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე. ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს, წინაშე სიმრავლისა მის განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე, და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი ჰურიათა და წარმართთა (19,8-10).

თარგმანი: ჰნებავს მოციქულსა, რაჲთა განაშორნეს მორწმუნენი ქრისტესნი შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, გარნა არა ჰყოფს ამას სულმოკლებით და სიძულილით, არამედ სამ თუე მათ თანა მივალს და კადნიერად მიუთხრობს ქადაგებასა სასუფეველისასა. ხოლო რაჟამს იხილნა იგინი გულფიცხელად და ურჩებით გარდამაქცეველად შჯულთა საღმრთოთა, მგმობარ და ძჳრის-მეტყუელ ყოფითა ქრისტესითა, რომელ-იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, მაშინღა წინაშე ყოვლისა ერისა იჯმნა მათგან, ვითარცა უბრალომან სისხლთა მათთაგან. და მის თანა განშორებითა მოწაფეთაჲთა ჩუენ გუასწავებს არა-აღრევად მწვალებელთა თანა და ურწმუნოთა, რაჟამს წარვიკუეთოთ სასოებაჲ მოქცევისა მათისაჲ. ხოლო წარმოვიდა არა ლიტონსა ადგილსა, არამედ სასწავლოდ განკუთნვილსა შესაკრებელსა ერთასა. და ესოდენ სულგრძელებით ყოვნა ორ წელ, ვიდრემდის ფრიადითა წარმატებითა ურთიერთას აღაბაძვა ფრიადი სიმრავლე ჰურიათა და წარმართთაჲ, რაჲთა სწორებით მორწმუნე იქმნეს ქრისტესსა ყოველი ერი მკჳდრთა ასიისათაჲ.

ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (19,11-12).

თარგმანი: აქა სრულ იქმნებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: "რომელსა მე ვჰრწმენე, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს" (). აპა უმეტესი იხილვა მოციქულთა მიერ, რომელი არა გუასმიეს ქრისტესთჳს სახარებასა შინა, რამეთუ აჩრდილი პეტრესი სნეულთა მკურნალ და ეგრეთვე ოფლიცა პავლესი უძლურებათა და ეშმაკთა მდევნელ იყო, რამეთუ არა ხოლო ჴელის შეხებითა თჳთ, არამედ სხუათა მიერ ზედა-დადებითა მისდა შეხებულთაჲთა იქთებოდეს ძალნი. ხოლო ვარშამანგ ეწოდების სუდარსა, რომელ არს თავის სახუეველი. ხოლო "ოლრისა" წილ "მოსაკიდელი" უსაკუთრეს არს, რამეთუ, რომელთა სამეუფოჲ პატივი არა აქუნდის, ვერ შეიმოსდეს ოლარსა, რომელი-იგი მათ ხოლო ჰმოსიედ, რომელნი საიპატოსოჲთა სამოსლითა შემოსილ იყვნიან, ხოლო მოსაკიდელი იგი არს ჴელთ საჴოცელ და მოსაწმედელ ოფლსა პირისასა და ყოველსა ნოტიობასა, რომელი-იგი გუერდსა ჰკიდავნ ანუ თუ ჴელთა აქუნ კაცთა. აწ უკუე ვარშამანგითა თავისაგან, ხოლო მოსაკიდლითა ჴელთა და პირისაგან დამწუთარსა ოფლსა მიიღებდეს მორწმუნენი და ზედა-დადებითა მათითა განიოტებდეს სენთა და ეშმაკთა.

იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთმოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ? და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით (19,14-15).

თარგმანი: ვითარცა არს ჩუეულებაჲ კეთილთა და ჭეშმარიტთა აღმწერელთაჲ, არა კმა-იყო ჰამბავი ოდენ მაფუცებელთაჲ, არამედ ზედა-მიწევნით გჳთხრობს სახელსა მამისასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარი იყო სკვეა, გარეგან წესთა შჯულისათა ქმილისა მისგან განმრავლებისა მღდელთმოჭღუართაჲსა, და რიცხუსა ძეთასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარსა მამასა ვერცა ერთი შჳდთა მათ ძეთაგანი განესწავლა წესიერებით შინა ჯდომად, არამედ მიმოვიდოდეს მსგავსად მათსა, რომელნი ეშმაკთა სახელებითა აფუცებენ ეშმაკთა და იგინი გზა-სცემენ მოყუასთა, რაჲთა განსლვითა მათითა არწმუნონ მაფუცებელთა მათ რწმუნებაჲ საცთურსა ეშმაკთასა. ესრეთ უკუე მიმომავალთა მათ და მაფუცებელთა შჳდთა ძეთა სკევაჲსთა, მსგავსად სახელისა ეშმაკთაჲსა, ღონე საფასეთა შეძინებისა ყვეს უზეშთაესი იგი ყოველთა სახელთაჲ — სახელი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელსა პავლე ქადაგებდა , და თჳნიერ ყოვლისა სარწმუნოებისა, ნუ-უკუე კიცხევითცა სახელ-სდებდეს სახელსა მისსა, რომელი-იგი პავლეს მიერ თქუმითა საზარელ ეშმაკთა არს, ხოლო სკევაჲს ძეთა იგი ურწმუნოებით და კიცხევით თქუმაჲ თჳთ ეშმაკმან მათდავე საბასრობელ ყო. ეტყოდა და ჰრქუა: იესუ ვიცი, რამეთუ არა თქუენებრ ლიტონად საბასრობლად, არამედ ძედ ღმრთისად ვიცნობ მას, განმჴდელად ოცნებათა ჩემთა, და პავლესთჳსცა მეცნიერ ვარ, რამეთუ ქადაგი არს მისი, ხოლო თქუენ ვინ ხართ, ჵ ჩემსა საცთურსა დამონებულნი, და მისითა მგმობარ-ყოფითა ჩემნო წარტყუენულნო; რამეთუ რაჟამს პავლესგან მესმის სახელი იესუჲსი, ვითარცა ცჳლი დავდნი წინაშე ცეცხლსა. არა ხოლო სამეუფოჲსა სახელისაგან, ანუ პავლეს ხოლო სიტყჳსაგან, არამედ თავის სახუეველისაცა და ჴელთსაჴოცელისაგან, რომელნი ოფლსა პავლესსა შეხებულ იყვნიან, მყის დევნულ და ოტებულ ვიქმნი, ხოლო აქ ბოროტთა ბაგეთაგან არცაღა ჴსენებასა თავს-ვიდებ კეთილისასა. ესრეთ უკუე მიშუებითა ღმრთისაჲთა მიეტევა მათ ზედა და რასა-იგი დაფარულად ჰყოფდეს წინაშე ერისა, განაქიქა სივერაგე მათი ცემითა და წყლვითა და მობძარვითა სამოსელთაჲთა, ვიდრემდის სივერაგეთა მათთა თანა ჴორცნიცა მათნი განაშიშულნა და ესრეთ წარიოტნა მიერ სახლით, რომელსა შინა იყო ეშმაკეული იგი მძლე-ქმნილი მათდა.

და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი. და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა. და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი, და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა (19,17-20).

თარგმანი: თითო-სახითა განგებულებითა მრავალგზის წინა-აღმდგომთაგანცა ჰყოფს ღმერთი შემატებასა სარწმუნოებისა თჳსისასა, ვითარ-ესე აწ ეშმაკთა მიერიცა იგი უნებლიეთი აღსაარებაჲ ქრისტეს სახელისაჲ და განქიქებაჲ ტყუვილისაჲ შემაძრწუნებელ ექმნა ზოგად ყოველთა მკჳდრთა ეფესოჲსათა ჰურიათა და წარმართთა, და არა ხოლო ურწმუნონი მოაქცინა, არამედ მორწმუნენიცა უგანკრძალულეს ყვნა, რამეთუ შეეშინა, ნუ-უკუე ეშმაკთა მიერ განქიქნენ დაფარულნი სირცხჳლისა მათისანი. ამისთჳს თჳთ უსწრეს წინაშე პავლესსა აღსაარებად საქმეთა თჳსთა, და ყოველთა მორწმუნეთა მისცეს სახე აღსრულებად სიტყუასა მას წერილისასა: იტყოდე შენ პირველად ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე. ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ დიდ იყო საცთურსა ზედა საწარმართოთა გრძნებათასა განთქუმულებაჲ მკჳდრთა ეფესოჲსათაჲ, ვიდრეღა წიგნებიცა ესევითართა მათ სასწავლოთაჲ ესოდენ მრავალ-სასყიდლისად შეემკო და განეშენა, ვიდრეღა ფასი მათი აღირიცხუა ვეცხლად ხუთ ბევრად, და ესოდენ ფრიადი იგი საფასე, ვითარცა არაწმიდაჲ და საძაგელი, უღირს-უჩნდა განსყიდად და დადებად ფერჴთა თანა მოციქულთასა, რამეთუ ძუელითგანვე დაყენებულ არს არაწმიდებისა ფასი საჴმარ-ყოფად სიწმიდეთა. ამისთჳს ცეცხლსა მისცეს წიგნები იგი; და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არღარა დაშთეს კუალი ბოროტთა მათ გრძნებათაჲ წიგნებითა მით სასწავლელად კაცთა საცთურისა ამისთჳს სრულიად უჩინო ყვნეს, რამეთუ ვითარცა-იგი რაჟამს გარე-მოდგომითა მბრძოლთა ძლიერთაჲთა დაირღჳს სიმაღლე გოდოლთა ძლიერთაჲ, მყის მას შინა მყოფთა საჭურველნი და მახჳლნი დაყარნიან, და წინაშე ფერჴთა ზედა-მისრულისა მის ერისმთავრისათა შეუვრდებოდიან. ეგრეთვე აწ პავლეს მიერ განიჴადნეს რაჲ სიმრავლენი ეშმაკთანი, მყის მათ მიერ გრძნებით შეცთუნებულთა მათ დაყარნეს მახჳლნი იგი გრნებათა მათთანი და შეუვრდეს ფერჴთა ერისმთავრისა მის, ზეცათა მეუფისა ქრისტეს მიერ ჩინებულისა პავლესთა, და ესრეთ აღორძინება და განმტკიცება ქრისტეს ქადაგებისა იქმნა სასწაული ესე და მასწავლელ კაცად-კაცადისა ჩუენისა, რაჲთა უმეტეს შეგუერაცხოს თავთა ჩუენთაგან განჴდაჲ საეშმაკოთა ვნებათაჲ, უფროჲს ვიდრეღა სხუათაგან განჴდაჲ ეშმაკისაჲ, რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულებისა არიან საეშმაკოთა ვნებათა სულსა შინა მკჳდრობანი, ვინაჲთგან ეშმაკეულებაჲ კაცსა ვერ დააყენებს სასუფეველად მისლვისაგან, რაჟამს ტანჯვითა ჴორცთაჲთა სული ცხონდის. ხოლო საეშმაკოთა ვნებათა დამონებული ვერვინ ცხონდემის, ვიდრე არა განთავისუფლდეს მათგან ყოვლითურთ.

ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ მისლვად იერუსალემდ (150ბრგ) და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ, ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი: ტიმოთე და ერასტოს. ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა (19,21-22).

თარგმანი: არარას დაიდებდა პავლე გულსა საქმედ თჳნიერ რაჲ-იგი სთნავს სულსა წმიდასა. ამისთჳს წარსლვისა რაჲ ჰამბვითა შეაწუხნა მორწმუნენი იგი ასიაჲსანი, კუალად წინაჲსწარმეტყუელებითა ნუგეშინის-სცა წინაუწყებითა ჰრომს წარსლვისა თჳსისაჲთა. და ვითარმედ წარ-რაჲ-ვიდოდის ჰრომედ, კუალად იხილავს მათ. ესრეთ წინა-განმზადნა მაკედონელნი მოლოდებად მისლვისა თჳსისა მივლინებითა მათდა ტიმოთესითა და ერასტოჲსითა, რომლისათჳს მისწერს ებისტოლეთა შინა თჳსთა. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ; ხოლო თჳთ და-ვე-ღა-ადგრების ასიას შინა, რამეთუ მუნ იყო მძლავრებაჲ ფილოსოფოსთა სიმრავლისაჲ, რომელთასა მრჩობლ ეშმაკეულებასა ვერვინ სხუაჲ ეგრეთ განაქარვებდა, ვითარ დიდებული მოციქული პავლე.

იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, რამეთუ დემეტრიოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა, და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არამცირედსა, რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი, და ჰხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი. და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი, და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს (19,23-27).

თარგმანი: ჟამსა მას, ოდეს ტიმოთე და ერასტოს მაკედონიად წარვიდეს, იქმნა ასიას შინა შფოთი არამცირედი გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქადაგებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ხოლო მიზეზ შფოთისა მის იყო დიმიტრი, რომლისა მიერ ქმნასა ვეცხლისა მცირეთა კიდობანთასა შენება ტაძართა ვეცხლისათა უწოდს, რამეთუ კიდობნებსა და კერპებსა ვეცხლისასა იქმოდა და მისთჳს ჰყვა მის თანა სიმრავლე ჴელოვანთაჲ, რომელთა-იგი სივერაგით აცთუნებდა, ვითარმედ, უკუეთუ კერპთმსახურებაჲ დაიჴსნას და ჴელით ქმნულნი ღმრთად არღარა შერაცხილ იყვნენ, სიყმილითა მოსრვად არიან იგინი, რამეთუ ამით ჴელთ-საქმრითა იზარდებოდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ უმრავლესნი ჴორციელისა რაჲსმე მიზეზისა და შესაძინელისათჳს უზორვიდეს კერპთა, ვითარ-ესე აწ უგუნურებით მოშიშ იყვნეს დემეტრე და მის-თანანი, რომელთა ვეტყჳ: უკუეთუ ესოდენ ძლიერ არს ღმერთი პავლესი, რომელ სახელისა მისისა ქადაგებაჲ სძლევს სოფელსა, და არა ხოლო სხუათა კერპთა, არამედ თჳთ მის დიდ შერაცხილისა და ყოველთა მიერ სამსახურებელისა არტემის საოცრებათა ტაძრითურთ დაჰჴსნის, რად არა თქუენცა გრწამს მისი, ჵ უგუნურნო, რომელი-იგი ზრდის სიყმილსა სულთა და ჴორცთასა, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ. ხოლო თქუმულ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ შეინანა და მოიქცა დიმიტრი, და ესოდენ წარჩინებულ იქმნა ღმრთისმსახურებითა, ვიდრეღა დასწერს მისთჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან" () და შემდგომი ამისი.

მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა, და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარხოს მაკედონელნი პავლეს თანა წარსრულნი (19,28-29).

თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს შფოთსა მოციქულისათჳს, ვინაჲცა ხილვად მისსა მისრულნი იგი მაკედონიით არისტარხოს და გაიოს თანა-წარითრინეს, მიყვანებად იგინი სამშჯავროსა. ამის გაიოჲსთჳს დასწერს მოციქული: გიკითხავს თქუენ გაიოს მოსტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, რამეთუ არა ხოლო მოციქულსა, არამედ ყოველსა შესაკრებელსა მორწმუნეთასა ისტუმრებდა.

ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა, და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისსა. მიავლინეს მისსა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას (19,30-31).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუნდა პავლეს, რაჲთა ჟამი განსაცდელთაჲ იჴუმიოს მან ჟამად ქადაგებისა, ფრიადითა უშიშოებითა სულისაჲთა. ამისთჳს შევიდოდა შორის ერისა, არამედ მოწაფეთა დააყენეს და მორწმუნეთა მთავართა მიუმცნეს მას, რაჲთა არა შევიდეს შორის ერისა უწესოდ აღბორგებულისა და მიიღოს მათგან წყლულებაჲ სასიკუდინე ცემითა უწყალოჲთა.

სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს (19,32).

თარგმანი: ღაღადებაჲ ესე და უმეცრებით ჴმობაჲ ჩუეულებაჲ არს ერისა უწესოჲსაჲ, რომელნი მზა იყვნიან შფოთისათჳს, თჳნიერ გამოკითხვისა მიზეზთაჲსა, ვითარ-იგი თქუმულ არს ძუელთა ფილოსოფოსთაგანისა ვისგანმე, ვითარმედ: რაჟამს სიჭაბუკე ერისაჲ მიიწიოს ადგიდ რისხვისა, მსგავს იყვის ნაკუერცხალთა დამშრეტელად ზედა დადებულსა მას ნივთსა, აღმაგზებელად ალისა, ყოვლად მარჯუედ განჴმელსა.

ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი, ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე; ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! (19,33-34).

თარგმანი: ჰურიათა წარმოადგინეს ალექსანდრე, რაჲთა დააცხრვოს შფოთი ერისაჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. ხოლო წარმართთა იხილეს რაჲ იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, არცა ერთი სიტყუათა მისთაგანი მიითუალეს, არამედ მითვე შფოთებითა მასვე ჴმასა ღაღადებდეს. რამეთუ ორი წელიწადი დაეყო მათ შორის პავდეს და ჯერეთ ესიდენნი ერნი დაშთომილ იყვნეს კერპთმსახურებასა შინა, ვიდრეღა დაუპყრობელ იყო სიმრავლე მათი, მიდევნებული ეშმაკთაჲ, რამეთუ დიდ იყო საცთური ქალაქისა მის ეფესელთაჲსაჲ.

დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო! ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი? და ესე უცილობელ არს (19,35-36).

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიისა ჴმასა უსმ იქმნნეს მეშფოთენი იგი, ამისთჳს მწიგნობარმან დააცხრვო შფოთი მათი. მწიგნობარ უწოდდეს სამშჯავროთა შინა ეფესოჲსათა მყოფსა წარმკითხველსა ერისა წიგნებისასა, რომელმან კადნიერებით და ჴელოვნებით იწყო სიტყუად ერისა, ვითარმედ: რაჲსა, ვითარცა უცხოსა რასმე და უცნაურსა საქმესა, ჰღაღადებთ; ვინ უმეცარ არს კაცთაგანი ქალაქისა ამის ჩუენისათჳს, ვითარმედ ყოველნი არტემის და დიოპეტის მსახურ არიან, რომელი-ესე უცილობელ არს. არტემი ასული იყო ლიტოჲსი და დიოჲსი, რომელსა წარმართნი დიოპეტით უწოდდეს, ესე იგი არს დიოჲს გარდმოფრინვებული. და კუალად სხუანი იტყჳან, ვითარმედ სხუა იყო კერპი არტემისი და თჳსაგან სხუა კერპი პალლადისი, რომელსა დიოპეტედ უწოდდეს, რამეთუ ჴელოვანთა მათ, რომელთა შექმნიან კერპი ესე, ღონე-ყვიან მისთჳს, რაჲთა არავინ ვითარცა ჴელითქმნული შეურაცხ-ყოს. ამისთჳს ზღაპრობდიან, ვითარმედ ზეცით გარდმოფრინვებულ არს და არა კაცთა მიერ შექმნულ არს, ვინაჲცა ეფესელნი ორთა კერპთა ჰმსახურებდეს — არტემისსა და პალლადისსა და ორთავე დიოპეტიდ უწოდდეს, ვითარმედ არა ჴელით ქმნულ არიან, არამედ ზეცით დიოჲსგან გარდმოფრინვებულ; რამეთუ დიო კერპისა სახელი არს, ხოლო პეტი — ფრინვისაჲ.

ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით, რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუველ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთმე თანა სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ და მთავარნი არიან და აბრალებედ ურთიერთას. უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, შჯულიერითა კრებითა განეგოს, და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელმეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი (19,36-40).

თარგმანი: თქუა რაჲ, ვითარმედ: დაწყნარებულ იყვენით და ნუ წარმდებ, —ამხილებს, ვითარმედ დაუწყნარებელ და მეშფოთეობით წარმდებ იყვნეს და უბრალონი კაცნი წარედგინნეს საშჯელსა —გაიოს და არისტარხოს, რომელთა არცა ბაგინი საკერპოჲსა ტაძრისაჲ განეპარა, არცა განცხადებული რაჲ სხუაჲ ბრალი უძღოდა, თჳნიერ რამეთუ პავლეს თანა ქადაგებდეს ჴელით ქმნულთა კერპთა არა ღმერთ ყოფასა. დაღაცათუ აწ მწიგნობარი ესე ჰფარავს ამასცა ბრალსა და იტყჳს, ვითარმედ: არა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა; რაჲთა ყოვლითურთ უსიტყუელ ყვნეს შფოთისა მისთჳს. ამისთჳს ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: არა ხოლო წაღმართ სხჳსა შფოთებისაგან გაყენებ, არამედ თჳთ მაგის უწესოდ აღტეხისათჳსცა ვერ სიტყჳს-მგებელ ვარ წინაშე პირსა მთავართასა. რამეთუ უკუეთუ დიმიტრის და მის თანა ხუროთა უც ვიეთმე თანა საშჯელი, უბანთ-ვაჭარნი მოიყვანნედ და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე უმეტესი საძიებელი არს მისთჳს, შჯულიერი კრებაჲ ჯერ-არს განსაგებელად და არა უწესოჲ ჴმობაჲ და შფოთებაჲ. ესრეთ შეაშინნა და მიმოგანყარნა შფოთებად შეკრებულნი იგი. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერ ათინელთაჲთ ეფესელთაცა ეპყრა წესი ესევითარი, რამეთუ ორ სახე იყვნეს ბჭენი ქალაქისანი. ერთნი-იგი უპატიოსნესთა საქმეთა განჰბჭობდეს, ხოლო მეორენი-იგი — შეურაცხთა რათმე და უნდოთა. პირველთა მათ მთავარ სახელ-ედებოდა, ხოლო მეორეთა — მეუბნე. ამისთჳს აწ მწიგნობარი იგი დიმიტრის და მის თანა ხუროთა საბჭოჲსათჳს ესრეთ იტყოდა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: უკუეთუ დიმიტრის და მის თანა ჴელოვანთა აქუს ვისსამე მიმართ სიტყუაჲ, მეუბნენი მოიყვანნედ და მთავარნი არიან, აბრალებედ ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ დიმიტრისი და მის-თანათაჲ საქმე, ვითარცა უნდოჲ და შეურაცხი, მეუბნეთა განბჭონ. და მთავარნი არიან, რამეთუ ესე კიცხევით თქუმულ იყო მათთჳს ფილოსოფოსთაგან წარმართთა, რამეთუ, რაჟამს იხილნიან უბანთაგან მოყვანებულნი იგი ბჭედ უნდოთა საქმეთა, ესრეთ თქჳან მათთჳს ბასრობით: მეუბნენი მოსრულ არიან, და ვითარცა მთავარნი, მსხდომარე არიან. ხოლო კუალად კრებანიცა საბჭოჲსანი ორ სახე იყვნეს: შჯულდებითნი და მიწოდებანი, რომლისათჳს აწ იტყჳს, ვითარმედ უკუეთუ პატიოსანთა რათმე საძიებელთაგანი არს, ესე შჯულიერითა კრებითა განეგოს. ესე შჯულიერი კრებაჲ არს შჯულდებითი, რამეთუ შჯულად ესე აქუნდა ათინელთა მიერ ეფესელთაცა, რომელ სამთა შესაკრებელთა ჰყოფდეს ყოველსა თუესა შინა: ერთსა თჳსასა, ათსა და ოცდაათსა. ამათ შინა იქმნებოდის ბჭობაჲ განჩინებული განბჭობითა მთავართაჲთა საქმეთათჳს დიდ-დიდთა და პატიოსანთა. ხოლო სხუათა დღეთა თჳსათა, უჴმდის თუ რაჲმე, უბანთაგან მოიყვანნიან უნდოთა საქმეთა ბჭობად, და ამას უწოდდეს კრებად მოწოდებითად.

ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად (20,1).

თარგმანი: ყოვლისა შფოთისა შემდგომად უჴმს მორწმუნეთა განმტკიცებაჲ, რაჲთა არა შეირყინენ შფოთთა და განსაცდელთა კუეთებისაგან, ვითარცა მეცნიერნი მათ მიერ მიღებასა გჳრგჳნთასა. ესე ყო პავლე ჯეროვნითა განგებითა ეფესოს შინა და წარვიდა მაკედონიად.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ