თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს შფოთსა მოციქულისათჳს, ვინაჲცა ხილვად მისსა მისრულნი იგი მაკედონიით არისტარხოს და გაიოს თანა-წარითრინეს, მიყვანებად იგინი სამშჯავროსა. ამის გაიოჲსთჳს დასწერს მოციქული: გიკითხავს თქუენ გაიოს მოსტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, რამეთუ არა ხოლო მოციქულსა, არამედ ყოველსა შესაკრებელსა მორწმუნეთასა ისტუმრებდა.
Acts 19:29
28. And when they heard these sayings, they were full of wrath, and cried out, saying, Great is Diana of the Ephesians.29. And the whole city was filled with confusion: and having caught Gaius and Aristarchus, men of Macedonia, Paul's companions in travel, they rushed with one accord into the theatre.30. And when Paul would have entered in unto the people, the disciples suffered him not.
Acts თავი 19