მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 19:7

6. And when Paul had laid his hands upon them, the Holy Ghost came on them; and they spake with tongues, and prophesied.7. And all the men were about twelve.8. And he went into the synagogue, and spake boldly for the space of three months, disputing and persuading the things concerning the kingdom of God.
Acts თავი 19
7. And all the men were about twelve.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მათ ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუჲსითა, და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა, მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაჲწარმეტყუელებდეს. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ (19,5-7).:

თარგმანი: ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, სახელსა ზედა იესუჲსსა ნათელღებულნი სარწმუნოებითა მისსა მიმართ ნათელ-იღებენ; ხოლო მისსა მიმართ სარწმუნოებაჲ ესე არს, რაჲთა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა, სახელითა მამისაჲთა და მისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ნათელ-ვიღოთ, და რაჟამს იესუჲს სახელსა ზედა ნათლისღებაჲ გუესმეს, არა ესრეთ ვჰგონოთ, ვითარმედ მის მხოლოჲსა მიმართ ოდენ გურწამს, არამედ ესრეთ, ვითარმედ, რაჟამს იესუ იჴსენოს, რომელ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მამაჲ და სული წმიდაჲ მისგან განუშორებელ არიან, და რომელიცა ამათ სამთაგანისა მიმართ რომლისაცა ერთისა ურწმუნო იყოს, და არა ერთ-არსებად და ერთღმრთეებად და სწორ პატივითა ჰრწმენეს სამგუამოვნებაჲ წმიდისა სამებისაჲ, ესევითარი იგი ზოგად სამთაგანვე უცხო და განვრდომილ არს. ამას თანა ესეცა ცხად არს, ვითარმედ შემდგომად ნათლისღებისა მაშინ სადმე მოციქულთა, ხოლო აწ მღდელისა გინა ეპისკოპოსისა ჴელის დადებითა მოვალს სული წმიდაჲ ნათელღებულთა ზედა და მიეცემის მათ. გარნა მაშინ, მოციქულთა ზე, რამეთუ ახალ-მორწმუნე და ჩჩჳლ იყვნეს კაცნი და თჳნიერ ხილულთასა ვერ ირწმუნებდეს უხილავთა, ამისდა გულსავსემყოფელად შეუდგის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის