მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 21:15

14. And when he would not be persuaded, we ceased, saying, The will of the Lord be done.15. And after those days we took up our carriages, and went up to Jerusalem.16. There went with us also certain of the disciples of Caesarea, and brought with them one Mnason of Cyprus, an old disciple, with whom we should lodge.
Acts თავი 21
15. And after those days we took up our carriages, and went up to Jerusalem.
თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალემდ. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა. მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალემდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა (21,15-17).:

თარგმანი: გესმას რაჲ "შემდგომად ამათ დღეთა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალი ჟამი დაყვეს კესარიას; ვინაჲცა მგონიეს მე, ვითარმედ მრავალი რაჲ უქმნიეს ჟამთა შუვადაყრაჲ აღმწერელსა ამის წიგნისასა ლუკას. რამეთუ არა ჟამთა შეაწყობს, არამედ საქმესა ხოლო მოციქულთასა ურთიერთას შეუდგენს ყოველსავე ამას შინა წიგნსა მოციქულთა საქმისასა. ესრეთ უკუე, წარ-რაჲ-ვიდეს კესარიით, თანა-ჰყვანდეს კაცნი ძმათა მათგანცა კესარიელთა, და მათ თანა იყო მასპინძელი მათი; არა კესარიისაჲ, რამეთუ კესარიას ფილიპეს სახლსა იყვნეს, არამედ იერუსალემისაჲ, რამეთუ იერუსალემს მნასონს თანა იყვნეს; რამეთუ პირველ, რაჟამს ძმათა მიერ წარივლინა ანტიოქიით, ეკლესიას დაადგრა მოციქული, ვითარცა საეკლესიოჲსა საქმისათჳს მივლინებული. ხოლო აწ თჳსაგან დაივანა მნასონის თანა კჳპრელისა, ძუელითგანისა მოწფისა და მეგობრისა თჳსისა, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს ეკლესიასა, და ესრეთ მხიარულებით შეწყნარებულ იყო ყოველთაგან ძმათა, მკჳდრთა იერუსალემისათა მორწმუნეთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის