მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 21:2

1. And it came to pass, that after we were gotten from them, and had launched, we came with a straight course unto Coos, and the day following unto Rhodes, and from thence unto Patara:2. And finding a ship sailing over unto Phenicia, we went aboard, and set forth.3. Now when we had discovered Cyprus, we left it on the left hand, and sailed into Syria, and landed at Tyre: for there the ship was to unlade her burden.
Acts თავი 21
2. And finding a ship sailing over unto Phenicia, we went aboard, and set forth.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან; მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ. და კუალად ხვალისაგან როდედ და მიერ პატრად. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღ-ვიდოდა ფინიკედ. აღვჴედით და შევსხედით მას. და აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთად, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ტჳრთი ნავისაჲ მის (21,1-3).:

თარგმანი: ესე იყო ნავითა მართლ წარმოსლვაჲ, რამეთუ არასადა ყოვნეს სოფელთა და ქალაქთა, არამედ მსწრაფლ წარვიდეს ადგილები ესე: კონი, რომელ არს ჭალაკი და ქალაქი, რომელსა მოიჴსენებს ისიოდოს ფილოსოფოსი, და უწოდს მას მძლედ და წინამძღურად ქალაქთა. ხოლო როდონი ჭალაკი არს საჩინოჲ, რომელსა როდ ეწოდა როდისგან, ასულისა პოსიდონისსა, და კუალად ფრიადისა ვარდისაგან, რომელი იქმნების მუნ თჳთცენებით ველურად და არა შინაურად. ხოლო პატრაჲ ქალაქი არს ლუკიაჲსაჲ, სადაიგი არს ნავთსადგური, ანდრიაკად სახელდებული, რომელსა შინა იცვალეს ნავი იგი ეფესოჲთ წარმომყვანებელი მათი პავლე და მის თანათა. ნუ-უკუე და თჳთ მის ადგილისაჲ იყო ნავი იგი. ამისსა შემდგომად, ვინაჲთგან არა პოვეს ნავი, მიმყვანებელი კესარიად ფილიპიისა, ამისთჳს ტჳრელსა ნავსა შევიდეს, წიაღ-მავალსა პატრაჲთ ფინიკედ. რამეთუ ფინიკე უწოდიან ყოველსა ასურეთსა, სადაცა დგას ფინიკისა ხე. ესრეთ უკუე უმეტესითა სწრაფითა არა შევიდეს კჳპრედ, არამედ წიაღ-ჴდეს ტჳრედ, რომელსა აწ სურ ეწოდების, და მუნ გარდაყარეს ტჳრთი ნავისაჲ, რამეთუ მებრვე ამისთჳს მისრულ იყვნეს მუნ ტჳრთისა მისთჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის