თარგმანი: იხილე, ვითარ სადა საჴმარ იყოს, არა უღირს-იჩენს ჴუმევად ღონესა კაცობრივსა; ოდესმე პრომად სახელის-დებითა და აწ კუალად ჰურიად უწოდს თავსა თჳსსა. არა თუ ქრისტეანობასა უარ-ჰყოფს, ნუ იყოფინ! არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, იუდეან უწოდს თავსა თჳსსა, ვითარმედ: მე კაცი ვარ იუდეანი. ხოლო იუდეაჲ აღმსაარებელად გამოითარგმანების. და ჭეშმარიტად ქრისტეს მორწმუნენი არიან, რომელთა ჭეშმარიტებით შეეტყუების სახელი ესე აღმსაარებლობისაჲ. ამას თანა ქალაქისაცა თჳსისა სახელსა იტყჳს, რაჲთა სრულიად წარუკუეთოს ათასისთავსა მას იჭჳ მეგჳპტელ მგონებელობისა თჳსისაჲ, რამეთუ ფრიადი სიშორე არს ტარსუნ კილიკიისაჲ და ეგჳპტისაჲ. ამისსა შემდგომად ითხოვს, რაჲთა უბრძანოს ერისა მიმართ სიტყუად, ვითარცა ღონიერსა თავისა განმართლებისასა. და უბრძანა რაჲ, დადგა აღსავალსა მას ხარისხთასა, რამეთუ მარჯუე იყო სიმაღლითა ადგილი იგი სასმენელად სიტყჳსა.
ეჰა ახოვნებასა მას სულისა მისისასა! ვითარ პყრობილი და ცემული და შეკრული მრჩობლითა ჯაჭჳთა არა შემრწუნდების, არცა მოშიშ იქმნების კადნიერებით სიტყუად ერისა. რამეთუ ღმერთმან წინაჲსწარ გზა-უყო მას მოსლვითა მით ათასისთავისაჲთა, რამეთუ...