მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 22:25

24. The chief captain commanded him to be brought into the castle, and bade that he should be examined by scourging; that he might know wherefore they cried so against him.25. And as they bound him with thongs, Paul said unto the centurion that stood by, Is it lawful for you to scourge a man that is a Roman, and uncondemned?26. When the centurion heard that, he went and told the chief captain, saying, Take heed what thou doest: for this man is a Roman.
Acts თავი 22
25. And as they bound him with thongs, Paul said unto the centurion that stood by, Is it lawful for you to scourge a man that is a Roman, and uncondemned?
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედა-მდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არსა თქუენდა ტანჯვად? ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე რაჲ გეგულების ყოფად; რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარ-ა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა. იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი. და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისსა იყო შევედრებულ (22,25-29).:

თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა მოციქულმან, ვითარმედ ჯერ-არს მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებაჲ, რამეთუ არა არს მთავრობაჲ გარნა ღმრთისა მიერ; ამისთჳს, რაჟამს განართხმიდეს მას ღუედებითა ცემად, ჰრქუა ასისთავსა უბრალოებაჲცა თჳსი და ჰრომობაჲცა. თქუას ვინმე: ვითარ მოძღუარმან ქრისტეანეთამან პირველ თქუა ჰურიაობაჲ და ტარსელობაჲ და აწ იტყჳს ჰრომაელობასა? ნუ-უკუე არა ტყუვისა წინა-აღმდგომთა სიტყუათა თქუმად ზედაჲს-ზედა? არამედ გულისჴმა-ყავ, საყუარელო, რამეთუ ამას შენსა უწულილეს ათასისთავი იგი შემძლებელ იყო გამოწულილვად, და უკუეთუმცა ტყუილით რაჲმე ეთქუა, უძჳრესად ჰგუემდა. ხოლო აწ ცხად არს, რამეთუ სამართალ ყოფაჲ ცნა. ამისთჳს შიშით განეშორა, განჰჴსნა და დააცადა ტანჯვაჲ მისი. გარნა მოვედ და ისწავე, რამეთუ ჭეშმარიტად არა იპოების ტყუვილი უტყუველთა მათ შინა ბაგეთა პავლესთა; რამეთუ შჯულითა ჰურიათაჲ იყო და შობილი ტარსუნს კილიკიისასა; ხოლო ჰრომი — ამისთჳის, რამეთუ ძუელთა მეფეთაჲთგან ვიდრე ანდრიანე მეფისამდე არავინ იკადრებდა ყოველი კაცი, რაჲთამცა ჰრომად სახელ-იდვა თავსა თჳსსა, უკუეთუ არა მრავლითა საფასითა ანუ ღირსებითა რაჲთმე მოიგის ჰრომ ყოფაჲ და წოდებაჲ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის