თარგმანი: ვითარცა შეეტყუების ჴელოვნად განმგებელობასა ჰრომთასა, არა კმა იყო ზეპირით მიმცნებაჲ, არამედ წერით აუწყებს ყოველსავე საქმესა პავლესსა. და თავისა თჳსისათჳს მრჩობლთა სახელთა დასწერს: კლავდიოსს და ლუსიას. ხოლო პატივსა ათასისთავობისა თჳსისასა არღარა დაჰრთავს, არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე კლავდიოს ლუსია იერუსალემისა ოდენ ქალაქისა მჴედართ მთავარი იყო ათასთა კაცთაჲ, მცველთა გოდლებისა და ზღუდეებისათაჲ, ხოლო ფელიქს — ყოვლისა ჰურიასტანისა, გალილეაჲსა და სამარიაჲსა და პერეაჲსა მთავრად და განმგებელად განჩინებულ იყო მიერ ჟამთაჲთგან კლავდის კეისრისათა, ვითარცა დასწერს მისთჳს იოსიპპოს, და კესარიას მჯდომარე იყო, ვითარცა უმთავრესსა შინა ყოველთა პალესტინისა ქალაქთასა. ამისთჳს მუნ წარივლინა პავლე, რაჲთა უშიშად განიკითხოს ჰურიათა ერისა შფოთებისაგან, და რაჲთა კესარიასცა შინა ქადაგოს ქრისტეს ღმრთეებაჲ ჭეშმარიტი.
Acts 23:27
26. Claudius Lysias unto the most excellent governor Felix sendeth greeting.27. This man was taken of the Jews, and should have been killed of them: then came I with an army, and rescued him, having understood that he was a Roman.28. And when I would have known the cause wherefore they accused him, I brought him forth into their council:
Acts თავი 23