მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 23:31

30. And when it was told me how that the Jews laid wait for the man, I sent straightway to thee, and gave commandment to his accusers also to say before thee what they had against him. Farewell.31. Then the soldiers, as it was commanded them, took Paul, and brought him by night to Antipatris.32. On the morrow they left the horsemen to go with him, and returned to the castle:
Acts თავი 23
31. Then the soldiers, as it was commanded them, took Paul, and brought him by night to Antipatris.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე (23,31).:

თარგმანი: უკჳრდეს თუ ვისმე მოშიშებისათჳს პავლესსა, არაჲ საკჳრვერ არს, რამეთუ აუწყა ათასისთავსა შეთქუმულებაჲ ჰურიათაჲ, და ღამე წარყვანებითა განირინა თავი თჳსი მკლველობისაგან, რამეთუ დაღაცათუ პავლე იყო, არამედ იგიცა კაცივე იყო, და არა უტკივარად თავს-იდებდა შემთხუევასა ჭირთასა, რამეთუ არათუმცა სტკიოდა და ელმოდა, არამცა გჳრგჳნოსან იქმნებოდა. ვინაჲცა ლმობაჲ იგი და ტკივილი არა დააკნინებენ დიდებასა მისსა, არამედ უფროჲსღა აღმატებულ ჰყოფენ, ვითარ ჭირთა შინა და დღითი-დღედთა სიკუდილთა არა განსცა ღმრთისმსახურებაჲ, არცა მომედგრდა ქადაგებისაგან, არამედ ჴორცითა ამით უძლურითა და მოკუდავითა უჴორცოთა ანგელოზთა მოქალაქობაჲ წარვლო ქუეყანასა ზედა. ესრეთ ახოვანი სულითა ქალაქითი-ქალაქად მიმოიყვანების და იერუსალემით ღამე მიიყვანების ანტიპატრიად, რომელ-იგი არს ქალაქი აღშენებული ჰეროდეს მიერ, რამეთუ ჰეროდე ფრიად მამის მოყუარე იყო უფროჲს სხჳსა ყოვლისა. ამისთჳს სამეუფოსა შინა თჳსსა უკეთესი ადგილი გიმოირჩია — ველი შუენიერი, მდიდირი მდინარეებითა და სამოთხეებითა, და მას ზედა აღაშენა ქალაქი და უწოდა მას სახელი მამისა თჳსისაჲ რომელსა-იგი ანტიპატროს ეწოდებოდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის