მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 23:4

3. Then said Paul unto him, God shall smite thee, thou whited wall: for sittest thou to judge me after the law, and commandest me to be smitten contrary to the law?4. And they that stood by said, Revilest thou God's high priest?5. Then said Paul, I wist not, brethren, that he was the high priest: for it is written, Thou shalt not speak evil of the ruler of thy people.
Acts თავი 23
4. And they that stood by said, Revilest thou God's high priest?
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მღდელთმოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო, და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად შჯულისა, და უშჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთმოძღუარსა ღმრთისასა აგინებ-ა? ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთმოძღუარ. რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი (23,2-5).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ესე ანანია სახარებასა შინა ანნად სახელდებულ არს, რაჟამს აღმოიკითხო იესუჲსთჳს, ვითარმედ: მიიყვანა იგი ანნა კრული კაიაფა მღდელთმოძღურისა. ამას ანანიას აღრიპპა მონაცვალემან ჰეროდეს ოთხთა სამთავროთა მთავრისამან, განსძარცუა პატივი მღდელთმოძღურებისაჲ და სხუაჲ დაადგინა მის წილ. არამედ უკუანაჲსკნელ კუალად მიიღო მღდელთმოძღურობაჲ კოპონიოჲსგან, რომელი იყო მთავარი ჰურიასტანისაჲ. და აწ ჯდა და უბრძანებდა ცემად პავლესსა თჳნიერ ყოვლისა ბრალისა. ხოლო პავლე არა გინებით, არცა წყევით, არამედ უფროჲსღა საღმრთოდ კადნიერებით წინა-უწამა და ჰრქუა: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე ეგევითარისა უმშჯავროებისაგან, რომელ აწ ჰზი და უბრალოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა; ვინაჲცა სხუაჲ არს სიტყუაჲ გინებისა და წყევისაჲ, რომელთ-ესე უცხო არს ქრისტესგან და მოწაფეთა მისთაგან, და სხუაჲ არს სიტყუაჲ მხილებისა და კადნიერებისაჲ, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს ჰურიათა: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა. ამისსავე მსგავს არს აწინდელი ესე სიტყუაჲ პავლესი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებით ჰრქუა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის