მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მიხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე (23,1).

თარგმანი: არღარა ათასისთავსა, არცა სიმრავლესა ერისასა სიტყუას-უგებს, არამედ შესაკრებელისა მიმართ მღდელთმოძღუართაჲსა ჰყოფს სიტყუასა, ვითარმედ: არარაჲ შემიცნობიეს თავისა ჩემისადა ღირსი კრულებათა და გუემათაჲ, რამეთუ არცა ღმრთისა მიმართ განდრეკილ ვარ, არცა კაცთა მიმართ.

ხოლო მღდელთმოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო, და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად შჯულისა, და უშჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთმოძღუარსა ღმრთისასა აგინებ-ა? ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთმოძღუარ. რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი (23,2-5).

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ესე ანანია სახარებასა შინა ანნად სახელდებულ არს, რაჟამს აღმოიკითხო იესუჲსთჳს, ვითარმედ: მიიყვანა იგი ანნა კრული კაიაფა მღდელთმოძღურისა. ამას ანანიას აღრიპპა მონაცვალემან ჰეროდეს ოთხთა სამთავროთა მთავრისამან, განსძარცუა პატივი მღდელთმოძღურებისაჲ და სხუაჲ დაადგინა მის წილ. არამედ უკუანაჲსკნელ კუალად მიიღო მღდელთმოძღურობაჲ კოპონიოჲსგან, რომელი იყო მთავარი ჰურიასტანისაჲ. და აწ ჯდა და უბრძანებდა ცემად პავლესსა თჳნიერ ყოვლისა ბრალისა. ხოლო პავლე არა გინებით, არცა წყევით, არამედ უფროჲსღა საღმრთოდ კადნიერებით წინა-უწამა და ჰრქუა: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე ეგევითარისა უმშჯავროებისაგან, რომელ აწ ჰზი და უბრალოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა; ვინაჲცა სხუაჲ არს სიტყუაჲ გინებისა და წყევისაჲ, რომელთ-ესე უცხო არს ქრისტესგან და მოწაფეთა მისთაგან, და სხუაჲ არს სიტყუაჲ მხილებისა და კადნიერებისაჲ, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს ჰურიათა: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა. ამისსავე მსგავს არს აწინდელი ესე სიტყუაჲ პავლესი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებით ჰრქუა, ვითარმედ: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე უმშჯავროდ ბჭობისაგან, და "კედელ განგოზილ" უწოდა, მსგავსებითა ქრისტეს სიტყჳსაჲთა, რამეთუ რომელსა გარეთ ემოსოს პატივი რაჲმე მთავრობისაჲ. და შინაგან ბოროტ იყოს გონებითა, მსგავს არს იგი კედელსა საფლავისა განგოზილისასა.

ხოლო რაჟამს ჰრქუეს პავლეს წინაშე მდგომელთა, ვითარმედ მღდელთმოძღუარი არს მის მიერ გინებული იგი, არა ტყუვილით თქუა უმეცრებაჲ მისი; გინა თუ, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო შორს იერუსალემით და არა უწყოდა, ვითარმედ ერთ გზის განჴდილი იგი კუალად-გებულ არს პატივსა მღდელთმოძღურობისასა; გინა თუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა ჭეშმარიტი მღდელთმოძღუარი იყო ეგე, არა ჴელ-მეწიფებოდა რქუმად მაგისსა ბოროტი, რამეთუ ძუელი შჯული მაყენებს მე, რაჲთა მთავარსა ერისა ჩემისასა არა ვჰრქუა ბოროტი. ხოლო აწ არარაჲ სასწაული მღდელთმოძღურობისაჲ ვიხილე მაგას თანა, რამეთუ, ვითარ ეგების მღდელთმოძღურისაგან შჯულისა გარდამავალ ყოფაჲ, რაჲთამცა თჳნიერ ბრალისა ბრძანა ცემაჲ კაცისაჲ ბჭობითა უსამართლოჲთა. ამიერ ჩუენცა სახე განვიგოთ, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ, თუ რაჲ არს ურცხჳნოებაჲ სილაღითი და ვეკრძალებოდით მას, და თუ რაჲ არს ჟამიერი კადნიერებაჲ და მხილებაჲ უწესოთაჲ, და ნუმცა დავეყენებით ქმნად მისსა, ვითარ-ესე აწ მოციქულმან საღმრთოჲთა კადნიერებითა ამხილა მღდელთმოძღუარსა უწესოებაჲ მისი.

ვითარცა იხილა პავლე, ვითარმედ ერთკერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ — სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ, და განივლთა სიმრავლე იგი, რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული; ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. და იყო ღაღადებაჲ დიდი (23,6-9).

თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს, რამეთუ იგიცა თავადი უხილავ არს, დაღაცათუ ზეშთა აღმატებულ არს უხილავობაჲ მისი უხილავობასა ანგელოზთა და სულთასა. და კუალად, მკუდართა აღდგომისა ურწმუნოებითა მყის წარიყრიდეს აღჳრთა დაუპყრობელ ყოფად ყოვლისა ცოდვისა მიმართ. ამისთჳს სამართლად ჰბრძოდა მათ ერთკერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ, ვითარცა აღმსაარებელნი სულთა უკუდავებისანი და ჴორცთა აღდგომისანი და ანგელოზთა ყოფისანი, რომლისათჳსცა შეეწეოდეს პავლეს ქადაგებასა.

და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი. ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ (23,9).

თარგმანი: ნუ-უკუე და ამისთჳს არა შეეწეოდეს პავლეს უწინარეს ამისსა, რამეთუ არა აღეარა, ვითარმედ ფარისეველ არს და ძე ფარისეველისაჲ, ხოლო რაჟამს ესე აღიარა, მყის ღონიერად სიტყჳსგებითა თავისუფალ ჰყოფენ მას ყოვლისა ბრალისაგან, რამეთუ ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ სულისა წმიდისა გინა ანგელოზისა გამოცხადებითა ქადაგებს პავლე აღდგომასა მკუდართასა, იხილეთ, ნუ-უკუე წინა-აღმდგომობითა მისითა ღმრთის მბრძოლ ვიპოვნეთ, რამეთუ ღმრთისა მიერ იტყჳს იგი.

და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი მათ შორის და მიყვანებაჲ მისი ბანაკად (23,10).

თარგმანი: იხილე, ვითარ სარგებელ-ეყო პავლეს ჰრომ წოდებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მიერითგან შიში შეუჴდა ათასისთავსა ცვად მისსა, რამეთუ უკუეთუმცა ჰვნებოდა რაჲმე ანუ მოკლულ იყო იგი ჰურიათაგან, ვერ განერებოდა იგი პატიჟსა მეფისასა, რამეთუ კაცისა ჰრომისაჲ მიუშუა ვიეთმე მოკლვაჲ. ამისთჳს მჴედართა მიერ გამოიტაცა იგი და შეიყვანა დაცვად შორის ბანაკისა თჳსისა.

ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალემს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ (23,11).

თარგმანი: მარადის ჭირთა შინა და კრულებათა, პყრობილებათა და სიკუდილთა ნუგეშინის-სცემს ღმერთი ქადაგთა თჳსთა ჩუენებით გამოცხადებითა თჳსითა, ვითარ-ესე აწ პავლეს, შემდგომად ესოდენთა შფოთთა ზედა-აღდგომისა ეჩუენა და პირველ გარდასრულთა ღუაწლთათჳს აქო, და ეგევითართავე ღუაწლთა თავს-დებაჲ ჰრომეს შინაცა აუწყა, ვითარ-იგი იერუსალემს თავს-ესხნეს. ამას თანა ესეცა განუცხადა, ვითარმედ დიდსა მას ქალაქსა შინა ჰრომისასა იქმნების წამებითა აღსასრული მისი.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა