მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 23:8

7. And when he had so said, there arose a dissension between the Pharisees and the Sadducees: and the multitude was divided.8. For the Sadducees say that there is no resurrection, neither angel, nor spirit: but the Pharisees confess both.9. And there arose a great cry: and the scribes that were of the Pharisees' part arose, and strove, saying, We find no evil in this man: but if a spirit or an angel hath spoken to him, let us not fight against God.
Acts თავი 23
8. For the Sadducees say that there is no resurrection, neither angel, nor spirit: but the Pharisees confess both.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა იხილა პავლე, ვითარმედ ერთკერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ — სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ, და განივლთა სიმრავლე იგი, რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული; ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. და იყო ღაღადებაჲ დიდი (23,6-9).:

თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის