თარგმანი: ზემოჲ იგი სიტყჳსა დაწყებაჲ შჯულისათჳს წარმოთქუა და დაუბრკოლებელ ყოფაჲ თჳსი წამა ღმრთისა მიმართ და კაცთა. რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებისაჲ, რაჲთა არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთაცა მიმართ განკრძალულ ვიყვნეთ, რაჲთა არავინ დავაბრკოლოთ. ხოლო აწ მიზეზსა იტყჳს თჳსისა შეპყრობისასა, ვითარმედ: მრავალ ჟამ არა მუნ ყოფილ ვიყავ; რაჲთამცა ამით ჰქონდა მიზეზი, ვითარმედ: სიგრძესა შინა ჟამისასა ვწყლენ იგინი. არამედ აწღა აღვედ; არა შფოთებად, არამედ შესაწირავისა მირთუმად და ქველის-საქმისა ყოფად ნათესავისა ჩემისა, რომელ არიან ჰურიანი: არა ტაძრისა შებილწებად, არამედ ტაძარსა შინა განწმედილად; და არა ერსა შორის მეშფოთედ, არამედ სახლსა შინა ღმრთისასა მლოცველად მპოვეს ასიით მოსრულთა ვიეთმე ჰურიათა, რომელთა აჰა მოუწოდ წინაშე საყდრისა სამშჯავროჲსა, განა თუ თჳთ მოსლვითა, გინა თუ მაგათ აქა მყოფთა მიერ თქუმითა, რაჲთა, რაჲცა ვის აქუს ჩემ ზედა ბრალი, გინა თუ მათ, გინა თუ ამათ, იტყოდედ; რამეთუ მზა ვარ სიტყჳს მიცემად ყოველთა. ხოლო უკუეთუ "ერთისა მის სიტყჳსათჳს მკუდართა აღდგომისაჲსა ვისაჯები" — ესე არა თჳსაგან მითქუამს ყურესა შინა, არამედ შორის შესაკრებელისა...
Acts 24:18
17. Now after many years I came to bring alms to my nation, and offerings.18. Whereupon certain Jews from Asia found me purified in the temple, neither with multitude, nor with tumult.19. Who ought to have been here before thee, and object, if they had ought against me.
Acts თავი 24