მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 24:20

19. Who ought to have been here before thee, and object, if they had ought against me.20. Or else let these same here say, if they have found any evil doing in me, while I stood before the council,21. Except it be for this one voice, that I cried standing among them, Touching the resurrection of the dead I am called in question by you this day.
Acts თავი 24
20. Or else let these same here say, if they have found any evil doing in me, while I stood before the council,
თავი ლ̂ე. ტერტჳლოჲს შესმენაჲ პავლესი და სიტყჳს-გებაჲ მისი წინაშე მთავრისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მრავლისა წლისა შემდგომად ქველის-საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩუენისა და შესაწირავისა, რომელსა შინა მპოვეს მე განწმედილი ტაძარსა შინა. არა ერითა, არცა შფოთითა, ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ, ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოვეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის, ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ (24,17-21).:

თარგმანი: ზემოჲ იგი სიტყჳსა დაწყებაჲ შჯულისათჳს წარმოთქუა და დაუბრკოლებელ ყოფაჲ თჳსი წამა ღმრთისა მიმართ და კაცთა. რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებისაჲ, რაჲთა არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთაცა მიმართ განკრძალულ ვიყვნეთ, რაჲთა არავინ დავაბრკოლოთ. ხოლო აწ მიზეზსა იტყჳს თჳსისა შეპყრობისასა, ვითარმედ: მრავალ ჟამ არა მუნ ყოფილ ვიყავ; რაჲთამცა ამით ჰქონდა მიზეზი, ვითარმედ: სიგრძესა შინა ჟამისასა ვწყლენ იგინი. არამედ აწღა აღვედ; არა შფოთებად, არამედ შესაწირავისა მირთუმად და ქველის-საქმისა ყოფად ნათესავისა ჩემისა, რომელ არიან ჰურიანი: არა ტაძრისა შებილწებად, არამედ ტაძარსა შინა განწმედილად; და არა ერსა შორის მეშფოთედ, არამედ სახლსა შინა ღმრთისასა მლოცველად მპოვეს ასიით მოსრულთა ვიეთმე ჰურიათა, რომელთა აჰა მოუწოდ წინაშე საყდრისა სამშჯავროჲსა, განა თუ თჳთ მოსლვითა, გინა თუ მაგათ აქა მყოფთა მიერ თქუმითა, რაჲთა, რაჲცა ვის აქუს ჩემ ზედა ბრალი, გინა თუ მათ, გინა თუ ამათ, იტყოდედ; რამეთუ მზა ვარ სიტყჳს მიცემად ყოველთა. ხოლო უკუეთუ "ერთისა მის სიტყჳსათჳს მკუდართა აღდგომისაჲსა ვისაჯები" — ესე არა თჳსაგან მითქუამს ყურესა შინა, არამედ შორის შესაკრებელისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის