თარგმანი: ესე არს წესი მლიქნელთაჲ, რაჲთა მცირენი სიტყუანი თქუნენ და იგიცა ლიქნითა აღსავსენი, ვითარ-ესე აწ ტერტჳლოს მცირეთა სიტყუათა თჳსთა საწყინოდ და დამაშრობელად უწოდს, და ეგრეთ იწყებს ვედრებად, რაჲთა ტანჯოს პავლე, ვითარცა ყოველსა სოფელსა შინა შფოთის მოქმედი. და შეურაცხებით უწოდს მას წინამძღურად, არა გალილეველთა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნაზარეველთა წვალებისა, რამეთუ ნაზარეთი ქალაქი არს მცირე, მახლობელად მთისა თაბორისა, საზღვართა გალილეაჲსათა: გარნა, რაჲთა არა ჰრქუას მთავარმან, ვითარმედ — თქუენდა რაჲ არს, უკუეთუ სხუათა ადგილთა შფოთი უქმნიეს პავლეს, — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს თჳსაგან მათსაცა სავნებელსა, ვითარმედ: ტაძრისა შეგინებაჲ აზმნო. ესე იგი იყო, რომელ სწამებდეს, ვითარმედ წარმართობასა შინა მყოფნი ვინმე ურწმუნონი შეიყვანნა. ესრეთ უკუე ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს მათ შორის შჳლნი წვალებანი, ქრისტესსაცა მას ქადაგებასა ნაზარეველთა წვალებად უწოდს, რამეთუ იესუს ნაზარეველ ეწოდა და მოწაფეთა მისთა — წინამძღუარ ნაზარეველთა წვალებისა. ესრეთ წარმოთქუა ტერტჳლოს ყოველი საქმე ჰურიათაჲ, ვითარცა სჳნოღოროსად მოყვანებულმან,...
Acts 24:7
6. Who also hath gone about to profane the temple: whom we took, and would have judged according to our law.7. But the chief captain Lysias came upon us, and with great violence took him away out of our hands,8. Commanding his accusers to come unto thee: by examining of whom thyself mayest take knowledge of all these things, whereof we accuse him.
Acts თავი 24