თარგმანი: სამართალითა ბჭობითა ყოველნი იტყოდეს - მეფე აღრიპაა და მთავარი ფესტოს და ბერენიკე, დაჲ აღრიპპაჲსი, ყოვლით სიმრავლითურთ ათასისთავთა და ერისაჲთ, ვითარმედ: უბრალო არს პავლე და ღირს თავისუფლებისა, არა ხოლო სიკუდილისაგან, არამედ ჯაჭუთაგანცა და პყრობილებისა. ხოლო ესე საღმრთოჲსა განგებულებისაჲ იყო, რომელ თქუა პაელე, ვითარმედ: კეისარსა უღაღადებ. და ამით ვერღარა-ვის ჴელ-ეწიფებოდა სხუასა განტევებაჲ მისი თჳნიერ კეისრისა. რაჲთა, ვითარ-იგი მეუფე ჩუენი ქრისტე თჳნიერ ყოვლისა ბრალისა უშჯულოთა თანა შეირაცხა უცოდველი იგი, ეგრეთვე პავლე, მართალი და უბრალოჲ პყრობილთა თანა შეირაცხოს, და, ვითარცა განსაკითხავად წარგზავნილი, წარდგეს კეისრისა, ვითარცა მოძღუარი მისი წინაშე პილატესსა, და აღავსნეს დაკლებულნი იგი ჭირნი ქრისტესნი ჴორცითა მით თჳსითა, და ზიარებული სიკუდილისაჲ ზიარ დიდებისა მისისა იქმნეს.
Acts 26:32
31. And when they were gone aside, they talked between themselves, saying, This man doeth nothing worthy of death or of bonds.32. Then said Agrippa unto Festus, This man might have been set at liberty, if he had not appealed unto Caesar.
Acts თავი 26