📋 სარჩევი
და ვითარცა დღენი რავდენნიმე წარჴდეს, აღრიპპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსსა, და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალემს, მითხრეს მე მოხუცებულთა და მღდელთმოძღუართა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს საშჯელსა, რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისსამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე რომელსა-იგი შეასმენდენ, პირის-პირ აქუნდენ შემასმენელნი იგი. და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალეულისა მისთჳს. და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ-ვყავ. ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის, რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა. ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისსა მიმართ, და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად, და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალემდ და მუნ განკითხვად ამისთჳს. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისსა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს. და ვბრძანე დამარხვაჲ მისი, ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა (25,13-21).
თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერითგან, ვინაჲთგან ჰრომთა მოხარკე ქმნილ იყვნეს ჰურიანი, მეფენიცა მათნი დაიდგინებოდეს ჰრომთა მიერ, და თჳსაგან უჩნდა მათ თანა ნაწილი სამეუფოჲ და კუალად ქალაქნი და ციხენი ჰურიასტანისანი სხუათა ეპყრნიან, და ვითარცა ჰრომთა მეფისა ნაწილსა ზედა ჰრომით მთავარნი მოივლინებოდიან მათ ზედა, ვითარ-იგი ჯუარცუმასა უფლისასა პილატე ჰრომთა ნაწილისა მთავარი იყო, და ბჭობაჲ ქუეყანისაჲ მას აქუნდა, ხოლო იზიარებდა ჰეროდესცა, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, რომელი-იგი მაშინ მეფედ ჰურიასტანისა დადგინებულ იყო კეისრისა მიერ ჰრომთაჲსა, რამეთუ მისსა მიავლინა განკითხვად უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და კუალად მან პილატესვე მიუძღუანა. ამითვე წესითა იყვნეს აწ აღრიპპა მეფე ჰურიასტანისაჲ თჳსსა ნაწილსა ზედა და სამეუფოსა, და ფესტოს მთავარი პალესტინისა — ქალაქთა და ციხეთა და ხარკთა სამეუფოთაჲ; და ორნივე კეისრისა მიერ დადგინებულ იყვნეს. ბჭობისა უკუე ჴელმწიფებაჲ ფესტოსს აქუნდა, ხოლო იზიარებდა აღრიპპასცა, რომელსა მიუთხრა პავლესთჳს, ვითარ უმშჯავროდ გამოითხოვდეს მას ჰურიანი სიკუდიდ. და სიტყუათა ამათ შინა ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ სიკუდიდ განცემაჲ კაცისა უბრალოჲსაჲ. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს ეკრძალებოდეს მთავარნი ესე სიკუდილსა პავლესსა, რამეთუ პატიჟი მიეჴადებოდა მეფისა მიერ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ ჰეროდე ექსორია-ყვეს მკლველობისათჳს ნათლის-მცემელისა, და პილატეს პატიჟი მიჰჴადეს უბრალოდ დაშჯისათჳს იესუჲსსა. ხოლო ესე არა საკჳრველ არს, რომელ არა დიდ მიზეზ უჩნს ფესტოს ჰურიათა შჯულისა ძიებაჲ და იესუჲსთჳს "ვისთჳსმე"-ობისა თქუმითა უმეცარ იქმნების ქრისტესგან. რამეთუ ჯერეთ აწღა მოსრულ იყო ჰრომით და არარაჲ ოდეს ასმიოდა ძუელისათჳს გინა ახლისა შჯულისა. ხოლო უშმაკეულებად ამისთჳს უწოდს, რამეთუ ჰრომაელნიცა მსგავსად ათინელთაჲსა ყოველსა რასმე ღმერთთა და შჯულისა გამოძიებასა მრჩობლ ეშმაკეულება უწოდდეს. ესრეთ უკუე ყოველივე საქმე პავლესა წარმოასრულა ფესტოს სიტყუასა ამას ზედა, ვითარმედ: არა ინება მან იერუსალემს განკითხვაჲ, არამედ კეისრისა წარსლვად დამარხულ არს.
მიუგო აღრიპპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპპა და ბერენიკე მრავლითა საოცრებითა და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ მთავართა ქალაქისათა (25,22-23).
თარგმანი: და ესეცა ღმრთისა განგებულებაჲ იყო, რამეთუ შთაუგდო აღრიპპას სურვილი სმენად ჰამბავსა პავლესსა, რაჲთა შესაკრებელსა ზედა უმრავლესთა მთავართასა გამოჩნდეს უბრალოებაჲ პავლესი, და კადნიერებით იქადაგოს სახელი ქრისტესი.
და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე, და თქუა ფესტოს: აღრიპპა მეფე, და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე შემემთხჳა მე იერუსალემს, და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას, და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი, რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა. ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო, რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად (25,23-27).
თარგმანი: დიდ არს ქებაჲ ესე, რაჟამს მსაჯული თჳსითა პირითა წამებდეს უბრალოებასა განსაკითხავად წარდგინებულისასა, ვითარ-ესე აწ ფესტოს წინაშე მეფისა და ყოველთა მთავართა უბრალო ყო პავლე, და ყოველი ბრალი დაჰკრიბა მათ, რომელნი სიკუდიდ გამოითხოვდეს მას, კაცსა ესოდენ უბრალოსა, რომელ არცა ერთი სიტყუაჲ აქუს მისთჳს მიწერად მეფისა. ესევითარი ესე შესაკრებელი ქრისტემან მოუმზადა პავლეს, რამეთუ არათუმცა ვითარცა განსაკითხავი წარმოდგომილ იყო, ვინაჲმცა ესოდენმან ერმან მეფისა და მთავართამან ესოდენ დუმილით ისმინეს სიტყუაჲ ქადაგებისა მისისაჲ.
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: ყოველთათჳს, რომელითა მაბრალობენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად. უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი (26,1-3).
თარგმანი: არა იტყვს, უბრძანეს რაჲ სიტყუად ვითარმედ: რაჲსა-ღა მკითხავთ, რაოდენ გზის განკითხულსა ამას და აწ კეისრისა წინაშე წარდგომად განმზადებულსა. არამედ, ვითარ-იგი ჩუენდა უსწავლიეს, თჳთცა მზა არს სიტყჳს-გებად ყოველთა, რაოდენნი რავდენ-გზისცა ითხოვდენ მისგან სიტყუასა. ამას თანა, არა ჰლიქნის, არამედ, ვითარცა მეცნიერისა მიმართ შჯულისა ძიებათაჲსა, ესრეთ წადიერ არს სიტყჳს-ყოფად აღრიპპაჲს მიმართ. ამისთჳს ნეტარ უწოდს თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს მტერთა მიერ წამებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარ-იგი თქუა აღრიპპა შემდგომად სმენისა პავლეს სიტყუათაჲსა, ვითარმედ: "მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად". ვინაჲცა აწ ითხოვს მოციქული სულგრძელებით სმენასა და იტყჳს:
ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალემს შინა იციან ყოველთა ჰურიათა. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა შჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპპა. რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს (26,4-8).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ იტყოდიან, თჳთ მათ ჰურიათა იციან, თუ ვითარითა ზედა-მიწევნით მეცნიერებითა ვჰმსახურებდ შჯულსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ უმჯობესისა მისებრ წვალებისა ჩუენისა მსახურებისა ვცხონდებოდე ფარისეველი. ესე იგი არს, რამეთუ, დაღაცათუ სხუათა მათ ექუსთა წვალებათა უმჯობეს იყვნეს ფარისეველნი, ვითარცა აღმსაარებელნი მკუდართა აღდგომისანი და მორწმუნენი ანგელოზთა და სულთა ყოფისანი, არამედ მათ შორისცა იყო წვალებაჲ ნამეტნავთა რათმე წესთა ქონებისაჲ, რომელ არა წერილ იყვნეს შჯულსა შინა მოსესსა.
ვინაჲცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ზოგად ყოველნი უსრულ იყვნეს მეტობითა და ნაკლულევანებითა მოსეს შჯულთაგან, არამედ მე ეგრეთცა უმჯობესი სხუათაჲ მათ აღმერჩია და წესისაებრ ფარისეველთაჲსა ვცხონდებოდე. და აწ რაჲსა მაბრალობენ მე ქადაგებისათჳს მკუდართა აღდგომისა, რომელი-იგი ათორმეტთა შორის ნათესავთა ძეთა იაკობისთა აღსაარებულ არს; რამეთუ, რაჲთაღა სხჳთა სასოებითა თავს-ვიდებთ ოფლთა და ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათა, გინა თუ ჩუენ, გინა თუ მამანი ჩუენნი, უკუეთუ არა არს ღმრთისა მიერ აღდგინებაჲ მკუდართაჲ და მიგებაჲ საქმეთაებრ? ესრეთ უკუე, ვითარცა სხუაგანცა გჳთქუამს, ჰურიანი უკუე იესუჲს აღდგომისა ქადაგებასა აბრალებდეს პავლეს. ხოლო იგი ღონიერად პირველად მკუდართა აღდგომასა დაამტკიცებდა, რამეთუ, უკუეთუ მკუდართა აღდგომაჲ სარწმუნო არს, რაჲღა ცილობაჲ იყოს აღმადგინებელისა მის მკუდართაჲსა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს აღდგომისათჳს? რამეთუ ორსავე ამას მარადის ერთიერთისა დამამტკიცებელად იჴუმევს მოციქული, ვითარ-იგი იტყჳს, ვითრმედ: უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. ესრეთ უკუე, შჯულისაგან რაჲ და წინაჲსწარმეტყუელთა დაამტკიცა სიტყუაჲ აღდგომისაჲ და თჳსი წამა შჯულსა შინა აღზრდილობაჲ, აწ მიზეზსა იტყჳს თჳსისა ქრისტიანობისასა.
მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათჳს იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძჳრისა საქმედ, რომელი-იგი ვყავ-ცა იერუსალემს შინა და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოვიღე მღდელთმოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხჳ. და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად. უმეტესადღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქათამდეცა, რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთმოძღუართაჲთა. შუვა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ. და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გეჩუენა შენ, განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ, მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ (26,9-18); თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემო წარმოთქუმულთა თავთა შინა განგჳმარტებიან, რამეთუ მასვე იტყჳს, ვითარ მბრძოლი და მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ იყო პირველ, მოშურნეობისათჳს მამულთა შჯულთაჲსა, ხოლო ჩუენებამან მან გზისამან განსწავლა იგი მოძღურად ქრისტეანეთა სარწუნოებისა, რომელ-იგი პირველ არა თუ იძულებითა ანუ ბრძანებითა ვისითამე, არამედ თავით თჳსით მოშურნეობითა შჯულისაჲთა აღბორგებულ იყო აღმსაარებელთა ზედა ქრისტეს სახელისათა. ამისთჳსცა უმეცრებაჲ მისი განსწავლა ქრისტემან სიბრმითა მით, და თჳთ, დაბრმობილი იგი და კუალად ქრისტეს მიერ ახილული, იქმნა განმანათლებელ დაბრმობილთა ეშმაკისაგან. ესე იგი არიან მრავალნი ნათესავნი ჰურიათა და წარმართთანი, რომელნი მან განწმიდნა ღმრთისა, ასწავა რაჲ სარწმუნოებაჲ მისსა მიმართ.
რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა, არამედ, რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალემს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და
წარმართთა, მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისაჲ საქმე ქმნად. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა (26,19-21).
თარგმანი: ესევითარი ესე ჩუენებაჲ, რომელი იხილა პავლე,ზეშთა აღემატების სახედველთა ჴორციელთა კაცთასა, და რომელი ჴორცთა შინა იყოს, ვერ იხილავს ესევითარსა მას ჩუენებასა, ვიდრე არა ღმერთმან განუნათლნეს მას თუალნი გონებისანი, ვითარ-ესე აწ პავლე საცნაურითა თუალითა სულისაჲთა იხილა უფალი, და მყის იქმნა ნათელ ყოვლისა სოფლისა, რაჲთა ასწავოს შეტკბობაჲ სარწმუნოებისა და საქმეთა კეთილთაჲ, რამეთუ შემდგომად სარწმუნებად მოსლვისა ჯერ-არს საქმეთაჲ მათი ქმნაჲ, რომელნი შეეტყუებიან ქრისტეანესა. ამისთჳს აწ წარმოუთხრობს აღრიპპას მიზეზსა თჳსისა ჰურიათა მიერ შეპყრობისასა. ესე იგი არს, სარწმუნოებად მოქცევაჲ წარმართთა ნათესავისაჲ, რომელი ეძჳნებოდა მათ.
შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ ვიდრე აქა დღედმდე, ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა (26,22).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰურიანი მიმზირდეს მოკლვად, არამედ მე შეწევნისა ღმრთისა მიმთხუევად ღირს ვიქმენ, რომლითა აქა დღედმდე ვდგა ცოცხალი და უწამებ ყოველსა ერსა, რაჲთა ისმინონ ჩემი და მოიქცენ ქრისტესსა.
არარას გარეშესა ვიტყჳ წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა, ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესსა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა (26,22-23).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ახლის-მეტყუელ ვარ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა მას ყოფადთა საქმეთა წინა-მოსწავებასა ვქადაგებ. ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ აღსავსე არს წიგნები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინა-მოსწავებითა აღსასრულსა ჟამთასა ქმნილისა ამის ქრისტეს განკაცებისაჲთა, რომელსა პავლე ქადაგებდა და საყუედრელ საგონებელისაცა ამისთჳს ვნებისა მისისა მოსე იტყჳს: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა დამოკიდებულსა წინაშე თუალთა თქუენთა; არამედ ესე მიფარულად-რე თქუმულისაგან გამოიძიე, ვითარმედ პირველ ზოგადისა მის მკუდართა აღდგომისა აღდგომაჲ უფლისაჲ ნათლად მოეფინა ყოველსა სოფელსა, რამეთუ იქმნა პირმშო მკუდართა აღდგომისა, ვინაჲთგან სხუანი, რომელნიცა სადა აღდგეს მკუდარნი, კუალად მოკუდეს, ხოლო საუკუნოჲსა მის დაუსრულებელისა და კუალად უკუდავისა აღდგომისა პირმშოდ იგი მხოლოჲ აღდგომილ არს — უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან შემდგომად აღდგომისა მისისა სრულ ყვნა სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარ მოსე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა; და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: აპა ესერა მიგეც შენ ნათლად წარმართთა. ესე ნათელი მიუთხრა ქრისტემან ერსა და ნათესავსა წარმართთასა მოწაფეთა მიერ თჳსთა, რომელთა ჰრქუა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი" () და შემდგომი ამისი. ესრეთ კეთილად განაცხადა პავლე, ვითარმედ არარაჲ უქმნიეს გარეშე შჯულისა, რამეთუ არა ხოლო ქრისტეს შობისათჳს და ვნებისა, არამედ მის მიერ ყოფადისა ამის წარმართთა მოქცევისა, რომელსა პავლე ქადაგებს, მრავალსა ადგილსა წინა-მოასწავებენ შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისაჲ ეგულების მითხრობად ერთა და წარმართთა. აჰა ესერა ქრისტეს ქადაგებისა ნათელი არს, რომელი დაუყენებელად მიეთხრობვის ერთა, რომელ არიან ჰურიანი, და წარმართთა, რომელ არიან ყოველნი ნათესავნი ცასა ქუეშე. რამეთუ ძუელი იგი შჯული ჰურიასტანს შინა ოდენ შეწყუდეულ იყო და ერთსა ხოლო ნათესავსა ჰურიათასა მიეთხრობვოდა, ხოლო ახალი ესე — ყოველთა კიდეთა და ყოველთა ნათესავთა მიეფინების.
და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. ხოლო პავლე თქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ, რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისსა არა რაჲსამე ამათგანისა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე (26,24-26).
თარგმანი: ვინაჲთგან ყოველივე სიტყუაჲ თჳსი აღრიპპა მეფისა მიმართ მიაქცია პავლე, ამისთჳს განრისხნა ფესტოს, ვითარმცა ჰვნებოდა რაჲმე პავლესგან, და ბორგნეულ უწოდს მას, ვითარცა განსრულსა ცნობისაგან, ხოლო პავლე გონიერად სიტყუა-უგებს, ვითარმედ: ესე აღრიპპა, ვითარცა მეცნიერი წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისაჲ, არა სიბორგილ უწოდს სიტყუათა ჩემთა, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისად. ამისთჳს, ვითარცა მეცნიერსა, მე არარაჲ დაუფარო, ხოლო შენ და შენ თანა ჰრომით მოსრულთა, გინდა-ღა-ვე თუმცა ცნობაჲ ქადაგებისა ჩემისაჲ, არა ყურესა ერთსა, არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ ქრისტესი, რომელსა მე ვქადაგებ, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა, ქალაქსა შინა იერუსალემსა, ვინაჲ-იგი განისმა ყოველთა კიდეთა.
გრწამსა, მეფე აღრიპპა, წინაჲსწარმეტყუელთაჲ? ვიცი, რამეთუ გრწამს (26,27).
თარგმანი: ესე აღრიპპა ძე არს მის აღრიპპა ჰეროდესი, რომელმან მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, და ამასცა ჰეროდე უწოდიან, ვინაჲცა მეოთხე არს ესე ჰეროდესითგან, რომელმან მოსრნა ჩჩჳლნი, და ჰეროდესითგან, რომელმან მოკლა წინამორბედი. ამათ ორთაჲ მესამე იყო ჰეწოდე აღრიპპა მკლველი იაკობ ზებედესისაჲ და მამაჲ ამის მეოთხისა ჰეროდე აღრიპპაჲსი, რომელი-ესე აწ დისა თჳსისა ბერენიკეს თანა მოვიდა ხილვად ფესტოჲსსა, რომლისა მიმართ პავლე, ვითარცა შჯულის მეცნიერისა სიტყუა-ჰყოფს და წამებს, ვითარმედ მორწმუნე არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ხოლო რომელსა წინაჲსწარმეტყუელთაჲ ჭეშმარიტებით ჰრწმენეს, მისგან ადვილ არს ქრისტეს სარწმუნოებად მოსლვაჲ, რაჟამს გულისჴმა-ყვნეს ყოველნი იგი მათ მიერ თქუმულნი წინა-მოსწავებანი.
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს, ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ (26,28-29).
თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ პავლე, კრულებათა მაგათთჳს, რომლითა ყოველსა ადგილსა იქადი და შეიმკვები! აქა იჯმნია და გარე-მიქცევით ეტყჳ, ვითარმედ: "თჳნიერ კრულებათა ამათ"? მოგჳგებს მოციქული: არა ჩემგან გარე-მივაქცევ საკრველთა ამათ, რომელნი უფროჲს პორფირისა სამეუფოჲსა შემირაცხიან გჳრგჳნად სიქადულისა, არამედ უძლურებასა თანა მსმენელთასა დავმდაბლდები. ნუ-უკუე საძნაურ რაჲ უჩნდენ კრულებანი ესე, მის ძლით კიდე-დაშთენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს საწადელსა მას ხოლო და უჭირველსა და უსაჭიროესად საჴმარსა ულოცავ, რაჲთა სარწმუნოებად მოვიდენ ქრისტესსა, ხოლო ესე შემდგომიღა არს და მჴნეთაჲ ოდენ, რაჲთა, რაჟამს მემსგავსნენ სარწმუნოებითა, მებაძვნენ კრულებითაცა, რამეთუ არავინ სადგმელი ახლისა და უმურკნველისა სამოსლისაჲ შეადგის სამოსელსა ძუელსაო, —მეუფე და მჴსნელი ჩემი ქრისტე მასწავებს.
და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე. ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოსს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა (26,30-32).
თარგმანი: სამართალითა ბჭობითა ყოველნი იტყოდეს - მეფე აღრიპაა და მთავარი ფესტოს და ბერენიკე, დაჲ აღრიპპაჲსი, ყოვლით სიმრავლითურთ ათასისთავთა და ერისაჲთ, ვითარმედ: უბრალო არს პავლე და ღირს თავისუფლებისა, არა ხოლო სიკუდილისაგან, არამედ ჯაჭუთაგანცა და პყრობილებისა. ხოლო ესე საღმრთოჲსა განგებულებისაჲ იყო, რომელ თქუა პაელე, ვითარმედ: კეისარსა უღაღადებ. და ამით ვერღარა-ვის ჴელ-ეწიფებოდა სხუასა განტევებაჲ მისი თჳნიერ კეისრისა. რაჲთა, ვითარ-იგი მეუფე ჩუენი ქრისტე თჳნიერ ყოვლისა ბრალისა უშჯულოთა თანა შეირაცხა უცოდველი იგი, ეგრეთვე პავლე, მართალი და უბრალოჲ პყრობილთა თანა შეირაცხოს, და, ვითარცა განსაკითხავად წარგზავნილი, წარდგეს კეისრისა, ვითარცა მოძღუარი მისი წინაშე პილატესსა, და აღავსნეს დაკლებულნი იგი ჭირნი ქრისტესნი ჴორცითა მით თჳსითა, და ზიარებული სიკუდილისაჲ ზიარ დიდებისა მისისა იქმნეს.