მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 26:7

6. And now I stand and am judged for the hope of the promise made of God unto our fathers:7. Unto which promise our twelve tribes, instantly serving God day and night, hope to come. For which hope's sake, king Agrippa, I am accused of the Jews.8. Why should it be thought a thing incredible with you, that God should raise the dead?
Acts თავი 26
7. Unto which promise our twelve tribes, instantly serving God day and night, hope to come. For which hope's sake, king Agrippa, I am accused of the Jews.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალემს შინა იციან ყოველთა ჰურიათა. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა შჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპპა. რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს (26,4-8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ იტყოდიან, თჳთ მათ ჰურიათა იციან, თუ ვითარითა ზედა-მიწევნით მეცნიერებითა ვჰმსახურებდ შჯულსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ უმჯობესისა მისებრ წვალებისა ჩუენისა მსახურებისა ვცხონდებოდე ფარისეველი. ესე იგი არს, რამეთუ, დაღაცათუ სხუათა მათ ექუსთა წვალებათა უმჯობეს იყვნეს ფარისეველნი, ვითარცა აღმსაარებელნი მკუდართა აღდგომისანი და მორწმუნენი ანგელოზთა და სულთა ყოფისანი, არამედ მათ შორისცა იყო წვალებაჲ ნამეტნავთა რათმე წესთა ქონებისაჲ, რომელ არა წერილ იყვნეს შჯულსა შინა მოსესსა.

ვინაჲცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ზოგად ყოველნი უსრულ იყვნეს მეტობითა და ნაკლულევანებითა მოსეს შჯულთაგან, არამედ მე ეგრეთცა უმჯობესი სხუათაჲ მათ აღმერჩია და წესისაებრ ფარისეველთაჲსა ვცხონდებოდე. და აწ რაჲსა მაბრალობენ მე ქადაგებისათჳს მკუდართა აღდგომისა, რომელი-იგი ათორმეტთა შორის ნათესავთა ძეთა იაკობისთა აღსაარებულ არს; რამეთუ, რაჲთაღა სხჳთა სასოებითა თავს-ვიდებთ ოფლთა და ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათა, გინა თუ ჩუენ, გინა თუ მამანი ჩუენნი, უკუეთუ არა არს ღმრთისა მიერ აღდგინებაჲ მკუდართაჲ და მიგებაჲ საქმეთაებრ?...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის