მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 28:13

12. And landing at Syracuse, we tarried there three days.13. And from thence we fetched a compass, and came to Rhegium: and after one day the south wind blew, and we came the next day to Puteoli:14. Where we found brethren, and were desired to tarry with them seven days: and so we went toward Rome.
Acts თავი 28
13. And from thence we fetched a compass, and came to Rhegium: and after one day the south wind blew, and we came the next day to Puteoli:
თავი ლ̂თ. ვითარ-იგი მელიტონით ჰრომედ მიიწია პავლე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიისასა, სახელით დიოსკორესსა და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე, ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ (28,11-13).:

თარგმანი: ნავი ალექსანდრიელი იყო, მელიტონს დაზამთრებული და ჰრომს მიმავალი. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, ჭალაკსა მას შინა დაზამთრებულსა, ალექსანდრიელსა, აღნიშნულსა დიოსკუროეთად, რამეთუ მათ ჟამთა ჯერეთ კერპთ-მსახურ იყვნეს და ესე ჩუეულებაჲ აქუნდა უფროჲსღა ალექსანდრიელთა, რომელ კერპთა სახელებსა დროშმ ჰყოფდიან ყოველთა საჴმართა მათთა. ამისთჳს აწ ნავი ესე ორთავე ფრთათა აღნიშნული იყო დიოჲს კერპისა სახელსა ზედა, რომლისათჳსცა დიოსკუროეთად სახელ-ედების, ესე იგი არს დიოჲს მწყობრისად. მის მიერ მიიწინეს სჳრაკოსად, რაჲთა სიკილიასცა მისწუთეს ქადაგებაჲ პავლესი, რამეთუ არა ვითარ თჳთ უნდა, ეგრეთ ვიდოდეს, არამედ, ვითარ სულსა წმიდასა ენება, ეგრეთ იყვანებდა პავლეს სიმრავლესა შინა ადგილთასა, სადა ჯერ-იყო ქადაგებაჲ. და ესრეთ სჳრაკოსით ქალაქით, ჭალაკით სიკილიით, მი-გარე-მოვლეს რიგონდ მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის