მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 3:2

1. Now Peter and John went up together into the temple at the hour of prayer, being the ninth hour.2. And a certain man lame from his mother's womb was carried, whom they laid daily at the gate of the temple which is called Beautiful, to ask alms of them that entered into the temple;3. Who seeing Peter and John about to go into the temple asked an alms.
Acts თავი 3
2. And a certain man lame from his mother's womb was carried, whom they laid daily at the gate of the temple which is called Beautiful, to ask alms of them that entered into the temple;
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად (3,2).:

თარგმანი: მკელობელსა ამას სახე მოაქუს ყოვლისა კაცებისაჲ, რომელი მკელობელ იყო დედის მუცლითგან, ესე იგი არს, მიერ გარდასლვითგან პირველისა დედისაჲო, და გარეგან იყო შუენიერისა მის ბჭისა, რომელ არს ქრისტე, შემყვანებელი ჩუენი მამისა მიმართ ხოლო ითხოვდა არა სარგებელისასა რასმე, არამედ კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისათა. არამედ ჭეშმარიტმან მან სიტყუამან ღმრთისამან მოვლინებითა ქადაგთა თჳსთაჲთა აღადგინა და შეიყვანა მამისა, კეთილად მავალ ყოფითა გზასა ზედა მცნებათა თჳსთასა. გარნა ამისცა აწ თქუმულისა მკელობელისა რაჲსა არა მოიჴსენა სახელი? — არამედ ანუ ამისთჳს, რამეთუ არა სახელთა წერდა, არამედ საქმესა სასწაულთასა; ანუ ამისთჳს, რამეთუ შობითგანი სახელი დაეფარა შობითგანსა სენსა და ყოველთა მიერ ვითარცა შესწავებულსა მუნ ჯდომითა მკელობელ ოდენ ეწოდებოდა, რომელი ესოდენ შეურაცხქმნილთა ანუ ურწმუნოთაგანი იყო, რომელ არა მიყვანებულ იქმნა ქრისტესსა ანუ მოციქულთა მიმართ კურნებად, ვიდრემდის თჳთ მოციქულნი დამთხუევით მივიდეს მისსა თანაწარსავალსა გზისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის