📋 სარჩევი
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით ცხრა-ჟამისაჲთა გასწავოს, ვითარმედ მარადის ლოცვათა მიერ წარიმართების ყოველი კეთილი და მადლი სრული.
და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად (3,2).
თარგმანი: მკელობელსა ამას სახე მოაქუს ყოვლისა კაცებისაჲ, რომელი მკელობელ იყო დედის მუცლითგან, ესე იგი არს, მიერ გარდასლვითგან პირველისა დედისაჲო, და გარეგან იყო შუენიერისა მის ბჭისა, რომელ არს ქრისტე, შემყვანებელი ჩუენი მამისა მიმართ ხოლო ითხოვდა არა სარგებელისასა რასმე, არამედ კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისათა. არამედ ჭეშმარიტმან მან სიტყუამან ღმრთისამან მოვლინებითა ქადაგთა თჳსთაჲთა აღადგინა და შეიყვანა მამისა, კეთილად მავალ ყოფითა გზასა ზედა მცნებათა თჳსთასა. გარნა ამისცა აწ თქუმულისა მკელობელისა რაჲსა არა მოიჴსენა სახელი? — არამედ ანუ ამისთჳს, რამეთუ არა სახელთა წერდა, არამედ საქმესა სასწაულთასა; ანუ ამისთჳს, რამეთუ შობითგანი სახელი დაეფარა შობითგანსა სენსა და ყოველთა მიერ ვითარცა შესწავებულსა მუნ ჯდომითა მკელობელ ოდენ ეწოდებოდა, რომელი ესოდენ შეურაცხქმნილთა ანუ ურწმუნოთაგანი იყო, რომელ არა მიყვანებულ იქმნა ქრისტესსა ანუ მოციქულთა მიმართ კურნებად, ვიდრემდის თჳთ მოციქულნი დამთხუევით მივიდეს მისსა თანაწარსავალსა გზისასა.
რომელმან იხილნა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის საქმესა მათგან. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და მოელოდა მოღებად რასმე მათგან. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ (3,3-6).
თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს თანა-წარსლვაჲ გლახა კისაჲ მი-რაჲ-ვიდოდით ლოცვად, არამედ უფროჲსღა მაშინ ჩუენებაჲ ქველის საქმისაჲ, რაჲთა ფრთე ზეცად აღმყვანებელ ექმნეს ლოცვათა ჩუენთა, რამეთუ აჰა მოციქულთა დაღათუ არა აქუნდა საჴმარი, არამედ არცა ეგრეთ თანა-წარჰჴდეს, მოწლედ მხედველსა და მთხოველსა მათსა, გარნა რაჲ-იგი აქუნდა, მისგან სცეს მას. ეგრეთვე ჩუენ, დაღათუ არა გუაქუნდენ საჴმარნი, რომლისათჳს ჰეთუმცა პეტრეს თანა კადნიერ ვიყვენით სიტყუად — "ვეცხლი და ოქროჲ არა გუაქუს" — რამეთუ ესე ჴმაჲ ფრიად უპატიოსნეს არს პორფირსა და გჳრგჳნსა და სიმდიდრესა მეფეთასა, უკუეთუ ოდენ ჭეშმარიტად ეგრეთ იყოს, არამედ რომელი რაჲ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყუაჲ სწავლისაჲ ანუ ნუგეშინის-ცემისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲცა რაჲ მადლთაგან სულიერთა, გინა შეძლებათა ჴორციელთა, ყოველივე სამსახურებელად და ზოგად სარგებელად ძმათა უშურველ იყავნ.
სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე (3,6).
თარგმანი: ჯერეთ მიფარულადვე ჰყოფდეს სიტყუასა და ნაცვალად ქრისტეს ღმრთისა ნაზარეველ უწოდდეს, და საიდუმლოდ ქადაგებდეს, ვითარმედ ესე იესუ ნაზარეველი ძალითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა იქმს ყოველსავე, მხოლოდ სახელის-დებითა ოდენ მისითა და წოდებითა.
და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი და ხლდომით აღდგა და ვიდოდა და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა (3,7-8).
თარგმანი: ესე ქრისტესგან ესწავა პეტრეს, რამეთუ რომელიმე სიტყჳთ განკურნის და რომელიმე შეხებით. ამისთჳს აწ ჴელი მარჯუენე უპყრა. რაჲთა არა თავით თჳსით ქმნილად შეირაცხოს სასწაული იგი, ამისთჳს ჴელის პყრობასა შეუდგა განმტკიცებაჲ ფერჴთაჲ და ხლდომაჲ შობითგან მკელობელისაჲ, რომელმან არცაღა გუარი უწყოდა სლვისაჲ და გამო-ცა-იცდიდა თავსა. ამისთჳს სლვასა შესძინა ხლდომაჲ და ღაღადებით მადლობაჲ ღმრთისაჲ.
და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი-იგი იქმნა მის ზედა. (3,9-10).
თარგმანი: ვინაჲთგან ტაძარს შერბიოდა, ამისთჳს განაცჳბრნა ყოველნი, რამეთუ იცნობდეს მას დავრდომილად და ხედვიდეს ხლდომით მავალად და მმადლობელად ღმრთისა.
და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე (3,11).
თარგმანი: ანუ ამისთჳს ეპყრა, რაჲთა ყოველთა კაცთა უჩუენნეს ქველის-მოქმედნი და მკურნალნი თჳსნი, ანუ თუ ამისთჳს, რამეთუ ეშინოდა ჯერეთ, ნუ-უკუე კუალად მკელობელ იქმნეს იგი, განეშორნენ რაჲ იგინი.
შეკრბებოდა მათდა ყოველი ერი სტოვასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს (3,11).
თარგმანი: ვითარ ცხად არს სიტყუათა ამათგან, ადგილსა მას ტაძრისასა მცირე რაჲმე შტოჲ დაშთომილ იყო ძუელისა მის სოლომონის შენებულისაგანი, და მას უწოდდეს სოლომონისდად, რამეთუ სხუაჲ ყოველი მომწუარ იქმნა და მოოჴრდა ნაბუქოდონოსორის მიერსა მას წარტყუენვასა.
ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარმცა თჳსითა ძალითა ანუ ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი (3,12).
თარგმანი: ესრეთ უჴმს ყოველსა კაცსა, რაჲთა რაჲცა რაჲ ქმნას სასწაულთა გინა კეთილთა წარმატებათანი, ღმერთსა მხოლოსა მიაჩემებდეს და თავსა თჳსსა ყოვლად კიდე-ჰყოფდეს მისგან გონებასა შინაცა თჳსსა და წინაშე ერისა ესრეთ აღსაარებითა, ვითარ-ესე აწ მოციქულნი ჰყოფენ და ჭეშმარიტებით დამდაბლებითა თავთა თჳსთაჲთა უფროჲს სასწაულისა მის მოიზიდვენ მხედველთა და მსმენელთა სარწმუნოებით სმენად ყოვლისავე მათ მიერ თქუმულისა.
ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესსა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ, და ითხოვეთ კაცი იგი კაცის-მკვლელი მიმადლებად თქუენდა, ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა ამას რომელსა ხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან და სარწმუნოებამან მისმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. (3,13-16).
თარგმანი: უკადნიერესად ეზრახების ჰურიათა და განუცხადებს თანა-მდებობასა მას ღმრთისმკლველობისა მათისასა. ხოლო ჯერეთ არა სრულიად განუცხადებს მამისა თანა-სწორებასა ძისასა, არამედ პირველად იჭუსა მათსა დაჰჴსნის, რომელ-იგი იტყოდეს ქრისტესთჳს, ვითარმედ წინა-აღმდგომი არს მამისაჲ. ამისთჳს მის მიერ დიდებულად და მოვლინებულად იტყჳს და პირველად პატივ-სცემს მამასა ჩუეულებისაებრ ღმრთად მამათა და მამათმთავართა წოდებითა, რაჲთა, რაჟამს სასწაული იგი მკელობელისა აღდგინებისაჲ ძესა მიაჩემოს, არა უცხო უჩნდეს მათ, არცა აღშფოთნენ, რაჟამს თქუას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "ხოლო თქუენ დასაბამი ცხორებისაჲ მოჰკალთ", რამეთუ ესე დიდ და მაღალ ქადაგება იყო უფლად სიკუდილისა და ცხორებისა ქადაგებაჲ ქრისტესი, რომელი მათ ლიტონად კაცად შეერაცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (), და რაჟამს მის წილ ბარაბა გამოითხოვეს, ხოლო მკლველად —რაჟამს თქუეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" ().
და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა, ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა, ვნებაჲ ქრისტესი აღასრულა ესრეთ (3,17-18).
თარგმანი: ვინაჲთგან განაფიცხა მხილებაჲ დადებითა მათ ზედა ბრალსა მკლველობისასა, აწ ნუგეშინის-ცემით ეტყჳს: აწ უწყი თქუენისა მაგის მოქცევისა და სინანულისაგან, ვითარმედ უმეცრებით ჰქმენით, რაჲ-იგი ქრისტეს ზედა ჰქმენით თქუენცა და მთავართაცა თქუენთა. ხოლო ამის მიერ განუღებს მათ კარსა სინანულისასა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წინამოსწავებულად იტყჳს ვნებასა ქრისტესსა, ვითარმედ: ნებსით ივნო ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, და არათუმცა ესე ყოფილ იყო, შემძლებელ იყო იგი, არა ხოლო ჯუარით გარდამოსლვად, არამედ ყოვლად ვერ შეპყრობად მისსა ჴელისაგან ჯუარის-მცუმელთაჲსა. ხოლო წინაჲსწარმეტყუელებანი იგი ჯუარცუმისათჳს თქუმულნი ამისთჳს დაიდუმნა მოციქულმან, რამეთუ აღსავსე იყვნეს იგინი შინებით თქუმითა ჯუარისმცუმელთათჳს, რომელთაჲ არღარა უნდა უმეტეს შეწუხებაჲ.
შეინანეთ უკუე, და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი (3,19).
თარგმანი: სინანულად მოუწოდს მათ, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელებათა აღსრულება იყო ვნებაჲ ქრისტესი, არამედ მკლველთა მისთა სასჯელი ულხინებელვე არს, არა თუ მოიქცენ და სინანულისა მიერ აღიჴოცონ მკლველობაჲ ცოდვათა თანა.
რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, — ქრისტე იესუ (3,20).
თარგმანი: აქა კუალად მერმესა მას აღდგომასა იტყჳს და მოლოდებასა პირისაგან უფლისა დასხმულთა აღსასრულისა ჟამთა საზღვრისასა, რომელთაცა "ჟამად განსუენებისა" უწოდს ჟამსა მეორედ მოსლვისასა და უჩუენებს, ვითარმედ მათ მიერ ჯუარ-ცუმული ქრისტე მოვალს შჯად ცხოველთა და მკუდართა.
რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა. (3,21).
თარგმანი: ყოფილსა ვითარცა ყოფადსა იტყჳს მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, რომელნი-იგი ყოფადსა ვითარცა ყოფილსა და ყოფილსა ვითარცა ყოფადსა აღსწერენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ ვიდრე ჟამადმდე მეორედ მოსლვისა ზეცათა შინა შეწყნარებულ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და მიერ მომავალ არს შემდგომად სრულ-ყოფისა ყოველთა მათ წინაჲსწარმეტყუელებათაჲსა, რომელთა სრულებაჲ ვიდრე დასასრულამდე ჟამთა ქმნილ არს და იქმნების და მაშინღა მიერ ზეცით მოვალს ქრისტე ღმერთი მიგებად ყოველთა საქმეთაებრ.
რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. და იყოს, ყოველმან სულმან, რომელმან არა ისმინოს მის წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან (3,22-23).
თარგმანი: ჟამიერად მოაჴსენებს წიგნთაგან მოსესთა ქრისტესთჳს წინაჲსწარმეტყუელებასა მოსესსა, რომლისაგან მცნებაჲ მიუღიეს ყოველთა ჰურიათა, რაჲთა, რომელმან არა ისმინოს ქრისტესი, მოისპოს ერისაგან მართალთაჲსა, რამეთუ, ვითარ-იგი მოსე ძუელისა შჯულისდებისა, ეგრეთვე ქრისტე ახლისა სახარებისა ქადაგ იქმნა და ამის მიერ თქუმულსა ყოველსა შეწყნარებად მაწუეველი მოსე ძუელისა მის ყოვლისა დატევებასა ბრძანებს და შედგომასა ქრისტესსა, რომელი მსგავს მოსესსა არს შჯულის-მდებლობითა, ხოლო ჩუენთჳს ჴორცთ-შესხმითა — ძმა ჰურიათა, რამეთუ მათისა ნათესავისაგან განკაცნა, ვინაჲცა, რომელი ურჩ მისსა იყოს, სული იგი მოისპოლვის განვრდომითა საუკუნეთა კეთილთაგან.
და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ, რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაჲსწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი (3,24-25).
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ქრისტეს მკლველობისათჳს არღარა დაშთომილ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებისა მიერ განამჴნობს, ვითარმედ: ვითარცა ქრისტეს მოსლვაჲ, ეგრეთვე მის მიერ ზოგად ცხორებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა ყოფადი, წინაჲთვე თქუმულ არს მათ მიერ. და კუალად, შვილებისაგანცა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა განუკუთნავს მათ აბრაჰამის მიმართსა მას აღთქუმასა, ვითარმედ: იგინიცა იკურთხევიან ყოველთა თანა ტომთა ქუეყანისათა.
თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუჲ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა (3,26).
თარგმანი: ვიეთ "თქუენ"? — არამედ ჯუარის-მცუმელთა მაგათ გიჴსნის ნათესავი იგი აბრაჰამისი ქრისტე წყევისაგან შჯულისა და მცნებისა გარდასლვისა და ბრალისაგანცა მკლველობისა, უკუეთუ ოდენ მოიქცეთ უკეთურებისაგან და იკურთხეოდით სარწმუნოებით მისა მიმართ, რომელი-იგი ჴმობს: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა.
და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისა მის და სადუკეველნი, ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთჳს ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. (4,1-3).
თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ სასწაულისა მისღა შემდგომად მიუშუა განსაცდელი მათ ზედა, ვითარცა გონებითა განმტკიცებულთა საკჳრველებისა მის მიერ, ხოლო ამისთჳს მთავარი და მღდელნი ზოგად მოიყვანნეს სადუკეველთა, რაჲთა საეროჲ ბრალი დასწამონ მათ, რამეთუ სადუკეველნი აღსძრვიდეს სხუათა მათ ლმობად, ვითარცა მკსინვარენი წვალებისა მათისა დამჴსნელისა მის იესუჲს მიერ მკუდართა აღდგომისა ქადაგებისა და თხრობისანი, რამეთუ შეპყრობითა მით მოციქულთაჲთა დაჴსნაჲ და მოშიშ-ყოფაჲ ეგულებოდა მათი, რომელთა ენებოს რწმუნებად სიტყუაჲ ქადაგებისა მის მათისა საღმრთოჲსაჲ.
და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ (4,4).
თარგმანი: ესე უსაკჳრველეს არს, რამეთუ რაჟამს იხილნეს მოძღუარნი მათნი შეკრულნი და პყრობილნი, ეგრეთცა უშიშად ჰრწმენა ქადაგებისა მათისაჲ, რამეთუ ესე წინა-მოესწავა მაცხოვარსა, რაჟამს ჰრქუა მოწაფეთა ერისა მისთჳს ხუთ ათასისა, ვითარმედ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. აჰა ხუთ ათასნი ერთბამად გამოზარდნა ტაბლამან პეტრეს სიტყუათამან.
და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალემს, და ანა მღდელთმოძღუარი და კაიაფა და იოჰანე და ალექსანდრე, და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთმოძღუართაჲსა (4,5-6).
თარგმანი: სასჯელად წარმოადგენენ, რაჲთა უმეტეს შეაშინნენ, ხოლო თჳსაგან განიკითხვენ მათ და არა წინაშე ერისა, რამეთუ ეშინის, ნუ-უკუე კადნიერებამან მათმან უმრავლესნი მოაქცინეს სარწმუნოებად. ხოლო შენ იხილე, ვითარ გარდასრულ იყვნეს წესსა შჯულისასა და ერთისა წილ მღდელთმოძღურისა მრავალნი დაედგინნეს.
და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე? (4,7).
თარგმანი: ესოდენ ეძჳნებოდა სასწაული იგი, რომელ არცაღა სახელ-სდებენ, ვითარმედ "აღდგინებაჲ მკელობელისაჲ", ხოლო ჰკითხვენ მათ, თუ რომლითა სახელითა ქმნეს; რაჲთა ანუ შიშითა უვარ-ყონ მოციქულთა, ვითარმედ: არა გჳქმნიეს; ანუ რაჲთა თავთა თჳსთა მიაჩემონ საქმე იგი და არა ქრისტესა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა, რაჲთა მოციქულთად ითქუას სასწაული იგი და არა ქრისტესდად.
მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაელისანო! უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა-ესე ცხონდა, ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი (4,8-10).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა პეტრე იწყებს სიტყუად, ვითარცა თავი მოციქულთაჲ და ვითარცა განბრძნობილი სულისა მიერ, პატივით მთავრად უწოდს მათ და მოხუცებულებითა შეამკობს. და ეგრეთღა ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენ დაბრმობილ ხართ შურითა, რომელ ვითარცა დასაშჯელთა განგჳკითხავთ საქმესა ზედა სამადლობელსა და განსაკჳრვებელსა, მე განგიცხადო, რაჲ-იგი თქუენ არა გნებავს სმენად: სახელითა იესუ ქრისტესითა, რომელი თქუენ, ვითარცა ლიტონი კაცი ნაზარეველი, ეგრეთ ჯუარს-აცუთ, ხოლო ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამან, ვითარცა ჭეშმარიტად ძემან ღმრთისამან, განკურნნა ფერჴნი დაჴსნილნი, რომელნი-ესე წინაშე თქუენსა დგანან ცოცხლებით და სიმრთელით.
ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, (4,11).
თარგმანი: თავ საკიდურთა იქმნა უფალი ჩუენი, ვითარცა ყოვლისა მპყრობელი და შემაერთებელი ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, ჰურიათა და წარმართთაჲ, და ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ჟამიერად შემოართუამს მოციქული უგუნურთა მათ მაშენებელთა, რაჲთა თჳთ მოიჴსენონ შემდგომისა სიტყჳსა საზარელებაჲ, ვითარმედ: "რომელსა ზედა დაეცეს ლოდი იგი, მყის სახედ მტუერისა დაამწულილებს და განანქრევს მას" ().
და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ, და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებად ჩუენდა (4,11-12).
თარგმანი: ესევითარსა ადგილსა, რაჟამს ერთისა სამებისაგანისათჳს ითქუმოდის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ სახელი, ცხად არს, ვითარმედ მოჴსენებითა ერთისაჲთა სამნივე იჴსენებიან, და ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე, არცა ვინაჲთ სხჳთ ცხორებაჲ, თჳნიერ აღსაარებითა ერთ-ღმრთეებისა და სამ-გუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲთა, რომლისა მიერ ვცხონდებით.
ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს (4,13).
თარგმანი: განიკითხვოდა რაჲ კაიაფაჲსგან მჴსნელი ჩუენი, ორნი ესე ოდენ იყვნეს მოწაფეთაგანნი მის თანა. ამისთჳს იცნობდეს მათ და დაუკჳრდა, რამეთუ პირველიცა, უსწავლელობაჲ მათი უწყოდეს და თჳთ ჟამსა მას იხილეს პეტრე მჴევლისა ერთისა მიმართ მოშიშ სიტყჳს-გებასა. ხოლო აწ წინაშე ესოდენთა მათ მთავართა, ვითარ სახედ მახჳლისა ორპირისა მკუეთელობდა, არა სიტყჳთა ცუდითა, რამეთუ არს მეტყუელებაჲ სოფლიოთაჲ ცუდითა რაჲთმე მომზრახობითა, და არს კუალად გულისჴმის-ყოფაჲ უწიგნოთაჲ, რომელთა-იგი, დაღაცათუ რაჲმე გულისჴმა-ყვიან გონებითა, ვერ გამოთქჳან ენითა. ხოლო პეტრე, მსოფლიოჲ და უწიგნოჲ, ფრიად-რაჲმე ჰმატს გულისჴმის-ყოფითა ფილოსოფოსთა, ხოლო სიტყჳს-გებითა სიტყუა-მზა არს უფროჲს ყოველთა რიტორთა.
და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა, და ვერ ეძლო მათდა ცილობად, და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან (4,14-15).
თარგმანი: იძლინეს სიტყუათაგან მეთევზურისათა, რომლისაჲ ვერ ეძლო ცილობად, რამეთუ საქმე კურნებისაჲ წამებულ იყო მუნ დგომითა განკურნებულისაჲთა. ამისთჳს, ვითარცა უღონოთა, ბრძანეს განყვანებაჲ მათი გარე, და თჳსაგან იწყეს განზრახვად მათთჳს.
იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალემისათა. ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარის-ყოფად; არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახელითა ამით არავის კაცსა. (4,15-17).
თარგმანი: იხილენ პყრობილნი მძლენი შემპყრობელთანი და ცხად მყოფელნი, ვითარმედ ყოველსავე ზედა სძლევენ განმაძლიერებელისა მათისა ქრისტეს მიერ, რომელთათჳს უღონო ქმნილნი მსაჯულნი შინებით აშინებენ მათ, ვითარცა ყრმათა მცირეთა და უსრულთა.
და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა-სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა. ხოლო პეტრე და იოვანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ, ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ვერ ჰპოებდეს ვითარცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ. (4,18-22).
თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.
ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს (4,23-24).
თარგმანი: თჳსთა მოვიდეს, ესე იგი არს მოყუასთა მათთა თანა მოციქულთა და მათ თანა მყოფთა მორწმუნეთა, და მიუთხრეს მათ სასწაულიცა იგი და მის ძლით ქმნილი პყრობილებაჲ და შინებით თქუმაჲ მღდელთმოძღუართაჲ. და ესრეთ წადიერებით აღძრეს სურვილი მათი შევრდომით და ერთ-ჴმობით ლოცვად.
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს (4,24-26).
თარგმანი: ვინაჲთგან იპოვნეს ვინმე მწვალებელთაგანნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: სხუაჲ არს სოფლის შემოქმედი ღმერთი და სხუაჲ არს მამაჲ ქრისტესი; ამას წინაჲთვე დაჰჴსნის ჴმაჲ ეკლესიისა მის პირველისა და დასაბამისაჲ ყოველთა ეკლესიათა მორწმუნეთაჲსაჲ, სადა-იგი მაშინ შეკრებულ იყვნეს მოციქულნი და ჴმობდეს უფალსა ღმერთსა შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა და ძედ მისსა — უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისათჳს თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა დავითის მიერ შემოიღებენ აღძრვისათჳს წარმართთა და მეფეთაჲსა, რომელნი შეკრბეს უფლისათჳს მამისა, ვინაჲთგან მხოლოდშობილსა ძესა მისსა ზედა ბოროტებდეს, რომელსა-იგი უკუანაჲსკნელთა ჟამთა ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა სცხო მამამან საცხებელი სიხარულისაჲ, რომელ არს სული წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი.
რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა, ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად (4,27-28).
თარგმანი: ხუთ იყვნეს ქრისტეს ზედა შეკრებულნი მეფენი და მთავარნი: ეშმაკი და სიკუდილი და ცოდვაჲ, და ჰეროდე და პილატე. ხოლო თესლებ — ჰრომაელნი და ბერძენნი ერისა თანა ისრაელისა, არამედ ვერარაჲ შეუძლეს თჳნიერ მისსა, რომელი წინაგანსაზღვრებულ იყო ყოფად საუკუნითგანითა წინაჲსწარ ცნობითა და განზრახვითა ღმრთისა.ითა.
და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა (4,29-30).
თარგმანი: იხილე სიმშჳდე ჭეშმარიტთა მლოცველთაჲ, ვითარ შინებათა წინა-უყოფენ ღმერთსა, ხოლო მაშინებელთათჳს არა მწყევარ არიან, არამედ საღმრთოჲსა ქადაგებისა წარმართებასა ითხოვენ, და რაჲთა ნიშებითა და სასწაულებითა უმრავლესნი სულნი მოაქცინენ სარწმუნოებად ქრისტესსა.
და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად (4,31).
თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამიღა იყო სარწმუნოებისაჲ, ამისთჳს ხილული იგი იქმნა სასწაული ძრვისაჲ, რომელი არს საცნაურ-მყოფელ მოხედვისა ღმრთისა, შემაძრწუნებელად ურწმუნოთა და განმაძლიერებელად მორწმუნეთა, რამეთუ ძრვაჲ ოდესმე რისხვისა, ხოლო ოდესმე წყალობისა ღმრთისა სასწაული არს. ხოლო აღვსებად სულითა წმიდითა უწოდს მჴურვალებასა მას უშიშისა კადნიერებისა მათისასა, რომელი შეემატა სიტყუად საღმრთოჲსა მის ქადაგებისა.