მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 5:30

29. Then Peter and the other apostles answered and said, We ought to obey God rather than men.30. The God of our fathers raised up Jesus, whom ye slew and hanged on a tree.31. Him hath God exalted with his right hand to be a Prince and a Saviour, for to give repentance to Israel, and forgiveness of sins.
Acts თავი 5
30. The God of our fathers raised up Jesus, whom ye slew and hanged on a tree.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაელსა, და მოტევებაჲ ცოდვათაჲ. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა. (5,29-32).:

აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მის-თანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ. აღივსნეს შურითა და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. (5,17-18).

თარგმანი: ესრეთ ჰნებავს ღმერთსა ყოველთავე ღმრთისმსახურებით ცხორებულთათჳს, რაჲთა ოდესმე ევნებოდის შემთხუევითა განსაცდელთაჲთა, და ოდესმე აღივსებოდინ ნუგეშინის-ცემითა ღმრთისა მიერ, ვითარ-ესე აწ მოციქულნი, ოდესმე იდიდებოდეს სასწაულთა მიერ, ხოლო ოდესმე იტანჯებოდეს მოშურნეთა მიერ, რამეთუ აჰა ბირებითა სადუკეველთაჲთა, რომელთა-იგი ეძჳნებოდა, რამეთუ აღდგომისა ქადაგებითა მოციქულნი დაჰჴსნიდეს წვალებასა მათსა, რომელნი იტყოდეს არა-აღდგომასა მკუდართასა, ამისთჳს აღადგინეს მღდელთმოძღუარი გულისწყრომით შესხმად მოციქულთა საპყრობილესა, რაჲთა პირველად მოშიშ-ყვნენ იგინი პყრობილებითა მით, და ეგრეთღა წარადგინნენ იგინი სამშჯავროსა.

ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის