მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მის-თანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ. აღივსნეს შურითა და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. (5,17-18).

თარგმანი: ესრეთ ჰნებავს ღმერთსა ყოველთავე ღმრთისმსახურებით ცხორებულთათჳს, რაჲთა ოდესმე ევნებოდის შემთხუევითა განსაცდელთაჲთა, და ოდესმე აღივსებოდინ ნუგეშინის-ცემითა ღმრთისა მიერ, ვითარ-ესე აწ მოციქულნი, ოდესმე იდიდებოდეს სასწაულთა მიერ, ხოლო ოდესმე იტანჯებოდეს მოშურნეთა მიერ, რამეთუ აჰა ბირებითა სადუკეველთაჲთა, რომელთა-იგი ეძჳნებოდა, რამეთუ აღდგომისა ქადაგებითა მოციქულნი დაჰჴსნიდეს წვალებასა მათსა, რომელნი იტყოდეს არა-აღდგომასა მკუდართასა, ამისთჳს აღადგინეს მღდელთმოძღუარი გულისწყრომით შესხმად მოციქულთა საპყრობილესა, რაჲთა პირველად მოშიშ-ყვნენ იგინი პყრობილებითა მით, და ეგრეთღა წარადგინნენ იგინი სამშჯავროსა.

ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს (5,19-21).

თარგმანი: ზოგად ნუგეშინისცემისათჳს მოციქულთაჲსა და სარგებელისათჳს ჰურიათაჲსა იქმნა ანგელოზისა მიერ გამოყვანებაჲ მოციქულთაჲ საპყრობილით, რაჲთა იგინი კადნიერებით ქადაგებდენ, ხოლო ესენი არღარა ჴელ-ჰყოფდენ დაყენებად ქადაგებასა მათსა, ამისთჳს ანგელოზი არა სივლტოლად და დამალვად, არამედ მისლვად და დგომად აწუევს და ქადაგებად ტაძარსა შინა, რომელცა-იგი ყვეს აღვსებულთა უმეტესითა კადნიერებითა.

მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მის-თანანი და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა. და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა. ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა. და მოიქცეს იგინი და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა, ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთმოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳს, ვითარმედ: რაჲ-მე იქმნა ესე? (5,21-24).

თარგმანი: ვითარ-იგი საუფლოსა საფლავსა, ეგრეთვე საპყრობილესა მოციქულთასა მცველნი სცვიდეს, და კარნი კრძალულ კლიტეებითა და დაბეჭდვითა, რაჲთა გულისჴმა-ყონ ჰურიათა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ საღმრთო საქმე არს განტევებაჲ მათი მიერ, არამედ ბოროტი იგი შესაკრებელი ვერა-რას ამათგანსა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარცა შურისა მიერ დაბრმობილნი გონებითა და უღონონი ცნობად რაჲსამე.

მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუ-უკუე ქვაჲ დაჰკრიბონ. (5,25-26).

თარგმანი: ერისაგან ოდენ მოშიშ არიან, ხოლო ღმრთისაგან უშიშ, და უგულისჴმო საკჳრველებათა მისთა. ამისთჳს მის მიერ განტევებულთა კუალად სამშჯავროდ წარადგინებენ, არა მძლავრებით მიზიდულთა, არამედ კადნიერებით მიმავალთა მათდა.

და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინნეს შორის კრებულსა, და ჰკითხვიდა მათ მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენა, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით? და აჰა-ესერა, აღგივსიეს იერუსალემი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის? (5,27-28).

თარგმანი: არა ჰკითხვენ თუ — ვითარ გამოხუედით საპყრობილით? - რაჲთა არა იქადაგოს ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან დაკრძალულთაგან კართა და გარე-მოდგომილთა მცველთა, სახედ მფრინველთა გამოიტაცნა იგინი, არამედ ვითარმცა აღეთქუა მათდა მორჩილებაჲ, რაჲთა დაიდუმონ სახელი ქრისტესი, ეგრეთ აბრალებენ, ვითარცა გარდასრულთა, რაჲ-იგი არა აღეთქუა მათდა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გუეწიფების არა-ქადაგებაჲ მაგისი, რომლისათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.

29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაელსა, და მოტევებაჲ ცოდვათაჲ. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა მორწმუნეთა მისთა. (5,29-32).

თარგმანი: ესეცა ჩუენდა სახე იყავნ სიმდაბლისა, ვითარ მოციქულნი არა სიფიცხით1ი ეტყვან უგუნურთა მათ, ვითარცა აღზუავებულნი სასწაულსა მას ზედა საპყრობილით გამოსლვისასა, არცა შესწამებენ, რაჲ-იგი პირველ ეთქუა მათდა, არამედ, ვითარცა ყურ-მძიმეთა, კუალად წყალობით მათვე სიტყუათა ეტყჳან, რაჲ-იგი პირველ ჰრქუეს, ვითარმედ: ქადაგებაჲ ძისაჲ — მამისა მორჩილება არს, და მამისა მიერ აღდგინებასა და ამაღლებასა იტყჳან, რაჲთა არავინ შეჰრაცხოს ძე წინა-აღმდგომად მამისა, და არა ხოლო მკლველობისა ბრალსა ამხილებენ ჰურიათა, არამედ მისცემენ-ცა სასოებასა სინანულისა მიერ ბრალთა შენდობისასა და ქადაგებენ ძჳრუჴსენებელობასა მეუფისასა, რომელმან მკლველთა და ურჩთა მისთა ყოველთა სწორებით მოსცა ნიჭი სულისა წმიდისაჲ. ხოლო ესე ჩუენი საქმე არს, უკუეთუ ვინებოთ მოღებაჲ ნიჭისაჲ მის მტკიცედ სარწმუნოებითა მისსა მიმართ. და ამას გჳწამებენ მოციქულნი, ვითარმედ მზა არს იგი მიტევებად ბრალთა და მინიჭებად სულისა წმიდისა მათდა, რომელთა ჰრწმენეს და შეინანონ.

ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა. (5,33).

თარგმანი: სხუანი უკუე ყოველნი ლმობიერ და მორწმუნე იყვნეს სიტყუათა ამათ, თჳნიერ მღდელთმოძღუართა და სადუკეველთა, რომელნი-იგი განიჭრებოდეს ქადაგებითა აღდგომისაჲთა, და განიზრახვიდეს სიკუდილსა მათსა.

ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, შჯულის-მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, (5,34).

თარგმანი: საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს ამის გამალიელისი ესოდენ გულისჴმის-მყოფელისა პავლეს მოძღურისა და ყოვლად საქებელისაჲ, ვითარ ჯერეთ არა შერთულ იყო რიცხუსა მოციქულთა და მორწმუნეთასა; არამედ გულისჴმა-ყავნ, რამეთუ ჯერეთ არცა პავლე ფერჴთა მისთაგან განყოფილ იყო და მოსრულ სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო რაჟამს პავლე მოუჴდა, არცა იგი დააკლდა სავსებასა მათსა, რომელთა აწ, პირველ მორწმუნე-ქმნისა, მხოლოდ კეთილისა ოდენ ნებისა და გულისჴმის-ყოფისა ქონებითა შეეწია.

და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად? (5,34-35).

თარგმანი: მოციქულნი განყვანებად სცნა, რაჲთა არა შემწედ მათდა საგონებელ იქმნეს, უკუეთუ პირისპირ ზრახვიდეს მათთჳს კეთილსა. და ვითარცა შჯულის-მოძღუარმან, შემოღებითა არა ძუელთა და შორიელთა, არამედ ახალთა და მახლობელთა სახეთაჲთა დააყენნა შთავრდომად მკლველობასა.

რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაჲ (5,36).

თარგმანი: ესე თევდა იყო დღეთა ფადოჲს ჰურიასტანსა ზედა მთავრობისათა, კაცი გრძნეული, რომელმან მრავალთა კაცთა არწმუნა მიღებაჲ მონაგებთა მათთაჲ და შედგომაჲ მისი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელად იტყოდა თავსა თჳსსა. და წარიყვანნა იგინი მდინარედ იორდანისა, რომელი-იგი ბრძანებით განაპო ადვილად წიაღსავალად მათდა. და ამით საოცრებითა მრავალნი შეაცთუნნა, გარნა არა თავს-იდვა ფადოს განგრძობაჲ უგუნურებისა მათისაჲ, არამედ მიავლინა მათ ზედა ილი მჴედართმთავარი, რომელმან მრავალნი მოსწყჳდნა და უმრავლესნი მათგანნი შეიპყრნა, ვიდრემდის თჳთ მას თევდასცა წარჰკუეთა თავი, და მოიღო იგი იერუსალემდ. და ესრეთ დაჰჴსნა ყოველი სივერაგე და ოცნებაჲ გრძნებისა მისისაჲ.

ამისსა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის-წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა, და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს (5,37).

თარგმანი: დღეთა პილატეს მთავრობისათა განდგეს გალილეველნი და შეუდგეს წვალებასა იუდაჲსსა. ხოლო წვალებაჲ მისი ესე იყო, ვითარცა მოგჳთხრობს იოსიპპოს "დასაბამითგან-მეტყუელებისა" წიგნსა შინა თჳსსა დასასრულისასა, ვითარმედ მიზეზითა რეცა ღმრთისმსახურებისაჲთა მრავალსა საოცრებასა აზმნობდა და იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ვისსაცა რქუმად უფლებისა სახელი თჳნიერ ღმრთისა მხოლოჲსა, ვინაჲცა მრავალნი მძჳნვარედ გუემნეს მის მიერ უფალ წოდებისათჳს კეისრისა. და კუალად იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ თჳნიერ ღმრთისა სხუასა ვისმე მისცეთ ხარკი ანუ მისსაცა მოკუდავისა კაცისა შესწიროთ ძღუენი თჳნიერ მოსეს მიერ საღმრთოდ შესაწირავად ბრძანებულთათჳს მსხუერპლთა, ღმრთისაგან განჰვარდებით. ვინაჲცა განრისხნა პილატე და თჳთ მათ მსხუერპლთა ზედა, რომელთა-იგი იქადოდეს, ბრძანა, რაჲთა სისხლსა მათსა თანა აღჰრიონ სისხლი გალილეველთაჲ, რომელცა-იგი ყვეს, რამეთუ შეწირვასა შინა მსხუერპლთასა მოსწყჳდნეს იგინი მჴედართა პილატესთა, და ესე არს ლუკაჲს თავსა შინა თქუმული იგი უფლისა მიერ გალილეველთა სისხლისაჲ სისხლსა თანა მსხუერპლთასა შერევნაჲ პილატეს მიერ. ხოლო შენ იხილე სივერაგე ეშმაკისაჲ, რამეთუ ვითარ-იგი ჟამსა ჯუარცუმისასა ორთა ავაზაკთა შორის ღონე ყო ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი, რაჲთა ერთად ძჳრის-მოქმედთაგანად შეირაცხოს, ეგრეთვე ჟამსა მას განკაცებისა მისისასა ყო გამოჩინებაჲ იუდაჲსი და თევდაჲსი, რაჲთა ერთად მათგანად შერაცხილ იქმნეს ქრისტეცა.

და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი, რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს. ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისსა, ნუ-უკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ (5,38-39); თარგმანი: იხილე სიბრძნე კეთილისა მზრახვალისაჲ, რამეთუ ესევითარითა სახითა სწავლის, რომელთა მრავალნი თჳთ თუალით-მხილველ ქმნილ იყვნეს. და ესევითარითა სიტყჳთა ეტყჳს, რომლითა არცა მეგობრად მათდა აჩუენებს თავსა თჳსსა, ვიეთ-იგი შეეწევის, არცა განმამწარებელად მათდა, რომელთა-იგი ამხილებს. არა იტყჳს, ვითარმედ: ღმრთისაგან არს ანუ კაცთაგან; რაჲთა არცა მტერ, არცა მოყუარე გამოჩნდეს ქადაგებისა მის მოციქულთაჲსა, არამედ მკლველობასა დაჰჴსნის დროჲთა მით. და ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ არა საღმრთო და დაჴსნადი არს ქადაგებაჲ იგი, რაჲსაღა ისწრაფიან იგინი მკლველობისა ბრალსა შთავრდომად; ხოლო უკუეთუ საღმრთო არს და დაუჴსნრელ, ღმრთისმბრძოლ იპოებიან, ვითარცა დაჴსნად მნებებელნი საღმრთოჲსა საქმისანი, და ცუდად დამაშურალ, ვითარცა ყოვლად წადიერნი დაჴსნისანი.

ხოლო იგინი ერჩდეს მას და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი. ხოლო წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად, და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუჲსითა (5,40-42).

თარგმანი: მკლველობისაგან დაეყენნეს ზრახებითა გამალიელისითა, ხოლო ტანჯვაჲ იგი მოციქულთაჲ ყვეს დასაცხრობელ მრისხანებისა თჳსისა. ხოლო მოციქულნი მხიარულ იქმნნეს ტანჯვასა მას ზედა, რომელ შეემთხჳა სახელისათჳს ქრისტესისა. და ტკივილნი იგი საშუებელად შეერაცხნეს, რომელი-ესე ცხად ყვეს, რამეთუ არღარა ტაძარსა შინა ოდენ, არამედ სახლებსაცა მიმოვიდოდეს ხარებად სიტყუათა და მოძღურებათა იესუჲსთა, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ცხორებაჲ ყოველთაჲ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი