მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 5:8

7. And it was about the space of three hours after, when his wife, not knowing what was done, came in.8. And Peter answered unto her, Tell me whether ye sold the land for so much? And she said, Yea, for so much.9. Then Peter said unto her, How is it that ye have agreed together to tempt the Spirit of the Lord? behold, the feet of them which have buried thy husband are at the door, and shall carry thee out.
Acts თავი 5
8. And Peter answered unto her, Tell me whether ye sold the land for so much? And she said, Yea, for so much.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე, და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა. ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა მას: ჰე, ეგოდენის. ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა, ანუ არა აჰა ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა. და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და პოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა რომელთა ესმა ესე. (5,5-11).:

თარგმანი: ესოდენ მოშიშ იყო ერი იგი, რომელ შემდგომად დაფლვისა ანანიაჲსსა სამი ჟამი გარდაჴდა შორის და ვერცა ერთმან ვინ იკადრა თხრობად ცოლისა მისისა სიკუდილი მისი. ხოლო მოციქულსა ძალ-ედვა მოწოდებაჲ მისი, არამედ დრო სცა, ნუ-უკუე მიმყოვრებასა ჟამისასა გულისჴმა-ყოს ბრალი იგი პარვისაჲ და შე-რაჲ-ვიდა კითხვითა მით ადგილ-სცა აღსაარებად და სინანულად, ხოლო მან უგულისჴმოებითა დაიმკჳდრა სასჯელი ქმრისა თჳსისაჲ, რამეთუ ფერჴთა თანა პეტრესთა დაცემითა ესე გუეუწყების, ვითარმედ თჳსაგან განიყვანა იგი მოციქულმან, რაჲთა არა ჰრცხუენოდის ერისაგან აღსაარებად ბრალისა, არამედ იგი შეთქუმულებითა ბოროტსა თანა ვერ მოვიდა გულისჴმის-ყოფად კეთილისა, და სიკუდილი მისი ყოველთა სწავლის, ვითარმედ: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, რომელ არს პეტრეს შორის მყოფი მადლი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის. ხოლო შესლვითა მით ჭაბუკთაჲთა ცხად არს, ვითარმედ მაშინვე დაეჴსნა მოციქულთა წესი იგი ძუელისა შჯულისაჲ, რომელი ბრძანებს ვიდრე მწუხრამდე არა შესლვად შინა მკუდრის დამფლველთა. აჰა იგივე ანანიაჲს დამფლველნი შევიდეს დაფლვად განღებად საპფირაჲსსაცა. გარნა შენ იხილე, ვითარ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის